თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2019, 15:09
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2068,
კომენტარები: 11
Daily Mirror: "იუნაიტედი" ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეების შეძენას აპირებს
"მანჩესტერ იუნაიტედს" პორტუგალიელი ამომავალი ვარსკვლავების სურს.
Daily Mirror:
Daily Mirror-ის განცხადებით, ოლე გუნარ სოლსკაიერის გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გამოცდილი და ასაკიანი ფეხბურთელების ნაცვლად ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეების შეძენას აპირებს.

სატრანსფერო სამიზნეებად პორტუგალიელები ითვლებიან, რომელთაგან 19 წლის თავდამსხმელი ჟოაუ ფელიქსი და 21 წლის მცველი რუბენ დიაში "ბენფიკაში" თამაშობენ, ხოლო 23 წლის ნახევარმცველი ბრუნუ ფერნანდეში - "სპორტინგში". მათ გამოსასყიდ თანხად კონტრაქტში 105, 50 და 95 მილიონი ფუნტებია მითითებული.

ფელიქსის შეძენა ასევე "ლივერპულსაც" სურდა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბენფიკამ" ლივერპულელების 69 მილიონ ევროიანი შეთავაზება დაბლოკა. 19 წლის ფეხბურთელი "ბენფიკას" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. პირველ გუნდში დებიუტი ფელიქსს მიმდინარე სეზონში ჰქონდა და თავის გამოჩენაც მოახერხა - ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლისაბონის დერბიში გოლი გაიტანა.

გასულ სეზონში დიაში პორტუგალიის პრიმეირა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. 21 წლის ფეხბურთელი "ბენფიკას" აღზრდილი გახლავთ, იგი ნელ-ნელა პორტუგალიური გუნდის დაცვის ლიდერად ყალიბდება, რამაც წამყვანი ევროპული გუნდების დაინტერესება გააჩინა. როგორც ცნობილია, მისი შეძენით ასევე ტურინის "იუვენტუსიც" ინტერესდება.

სოლსკიაერი ნახევარდაცვაში მარუან ფელაინის წასვლით გაჩენილი სიცარიელის ამოვსებას გეგმავს ისეთი ფეხბურთელით, რომელიც გუნდს გოლების გატანაში დაემხარება. ფერნანდეში კი, რომელსაც 11 მატჩი აქვს ჩატარებული პორტუგალიის ნაკრებში, მიმდინარე სეზონის მაჩვენებლებით ამ კომპონენტს აკმაყოფილებს, ვინაიდან 43 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი.
ჭორები
11 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
24 მარტი 2019 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
სანჩო მირჩევნია,სანჩო თუ ვერ გამოვა ფელიშიც მშვენიერია თან მალე ადაპტირებენ პორტუგალიელები.
ოდოიზეც დაიწერა როგორც ჩანს ახალგაზრდაზე გააკეთებენ აქცენტს.
დაცვაში ორი კაცი გვინდა, არჩევანი დიდა,ერთი ტოპი და ერთი გინდა ახალგაზრდა
ნახევარდაცვაში არაა არჩევანი რაბიოზე ტაციაობაა,საული გვარდის მიყავს,რაკიტიჩს და კროოს ან გაუშვებენ ან არა სხვა ჯერ არც არავინაა ოდნავ რეალურიც კი
და ბისაკა არაა გასამაზი
1
№2
ავტორი: PaLoMo
24 მარტი 2019 16:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
სანჩო ყიდვაში რა გვიშლის ხელს თუ თვითონ არააწინააგდმეგი?
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: 100%Red
24 მარტი 2019 16:13
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ასანჩო ხო 100 იანი უნდა დაიდოს მარა ფელიქსი(თუ ფელიში) მევასება მაგრა რა იიიიმენა მაგრად მინდა მანჩესტერში, თან პოგბა თუ წავიდა რავი 10 ნომერზე დადგება მაგარი მკვლელი, პროსტა ის არი რო ამ ორიდან ორივე არამგონია რო გამოივიდეს(ერთიც თუ გამოვიდა კიდე კაი)
მოკლედ დიდი იმედებით ველოდები რა ტრანსფერებს და იმედია კიდე არ ჩაი***მენ, ოლემ უნდა ივაჟკაცოს)))) შევარდეს ვუდვარდთან და და****ვი ტრანფერებიო დაუღრიალოს biggrin2
0
№4
ავტორი: bziki
24 მარტი 2019 16:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ციტატა: PaLoMo
სანჩო ყიდვაში რა გვიშლის ხელს თუ თვითონ არააწინააგდმეგი?

გაბერილი ფასი,სათამაშო დრო ფორმის მიხედავად უეჭველი ძირითადი უნდა მიცენ რო განვითარდეს,მანჩესტერის სამომავლო პროექტი რომელიც ჯერ ვუდვორმაც არ იცის,სიტის გავლილი აკადემია,სხვა გრანდების ოფერები, და ყველაზე მთავარი დორტმუნდი სადაც გარკვევით იძახიან რო სანჩო არ იყიდება მისი გაყიდვით ნაშოვნი ფული არ გვჭირდებაო.
თვითონ სანჩომ უნდა მოითხოვოს ტრანსფერი და მაგ შემთხვევაშიც ან გაუშვებენ ან არა თუ გაუშვეს ფასს გაბერავენ გამოსასყიდი არ უწერია
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
24 მარტი 2019 16:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფელიქსი მაგარი ბიჭია, ან ეგ ან სანჩო უნდა იყიდონ უეჭველი.
0
№6
ავტორი: Malboro463
24 მარტი 2019 16:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: bziki
გაბერილი ფასი,სათამაშო დრო ფორმის მიხედავად უეჭველი ძირითადი უნდა მიცენ რო განვითარდეს,მანჩესტერის სამომავლო პროექტი რომელიც ჯერ ვუდვორმაც არ იცის,სიტის გავლილი აკადემია,სხვა გრანდების ოფერები, და ყველაზე მთავარი დორტმუნდი სადაც გარკვევით იძახიან რო სანჩო არ იყიდება მისი გაყიდვით ნაშოვნი ფული არ გვჭირდებაო.
თვითონ სანჩომ უნდა მოითხოვოს ტრანსფერი და მაგ შემთხვევაშიც ან გაუშვებენ ან არა თუ გაუშვეს ფასს გაბერავენ გამოსასყიდი არ უწერია

ჯერ შეთავაება არ გაუკეთებიათ
გადაჭრით არავის უთქვამს არ ვყიდითო
სანამ სიტი ჩაერევა და დაბრუნებას დაპირებს გაუფორმონ კონტრაქტი ჯობია
მარჯვნივ რიჩარლისონის ვარიანტიც კარგია
0
№7
ავტორი: ikeoni
24 მარტი 2019 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ფელიქსი მაგარი ბიჭი იზდება
1
№8
ავტორი: LASHQARA
24 მარტი 2019 18:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ფელიქსი და სანჩო ერთად რა არ შეგვიძლია? lol მიაწვნენ წესიერად და ორივე იყიდონ. love am
0
№9
ავტორი: David_Beckham7
24 მარტი 2019 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ფელიქსი ამ ასაკისთვის ძაან დონეა აი ძაან. რომელიც არ უნდა იყოს ორივე ძაან გაგვაძლიერებს 3 ფეხბურთელი მინიმუმ გვინდა რა. დაცვა, ნახევარდაცვა ერთი და მარჯვენა ვინგერი
0
№10
ავტორი: krekera
25 მარტი 2019 09:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ფელიქსა, მაგუაერი და კროოსი..... უკვე ამბიციები გაჩნდებოდაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top