თბილისი:
მანჩესტერი:
20-03-2019, 20:22
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1931,
კომენტარები: 11
პოგბა: "მსურს, რომ ოლე დარჩეს"
ფრანგის აზრით, სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ "იუნაიტედი" უკეთესი გუნდია.
პოგბა:
ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ "იუნაიტედში" სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა. "წითლები" ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდნენ და ამასთანავე ოთხეულამდე სხვაობა 11 ქულიდან 2 ქულამდე დავიდა. პოლ პოგბა სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ ბედნიერია.

"რა თქმა უნდა, გვინდა, რომ დარჩეს. შედეგები იდეალურია. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და თანაც არა მარტო მე, აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს."

"როდესაც ფეხბურთელი ბედნიერია, სურს რომ ასეთად დარჩეს. ის ამას იმსახურებს. ოლე კარგად იცნობს კლუბს, კარგად იცის ყველაფერი ამ გუნდის შესახებ."

"ის ბედნიერი მწრთვნელია, ფეხბურთელებს თავდაჯერება დაუბრუნა. მისი მოსვლის შემდეგ თავისუფლები ვართ, ვთამაშობთ და ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებთ. ისევ უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ გავბედნიერდეთ ჩვენი საყვარელი სპორტით, რადგან ბოლო დროს ეს სიამოვნება დაკარგული გვქონდა."

"თავდაჯერება გვაკლდა, უფრო ზუსტად, საერთოდ აღარ გვქონდა, სწორედ ეს შეიძლება ყოფილიყო ძველი შედეგების გამომწვევი მიზეზი."

"თუმცა ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის. არ მიყვარს წარსულზე საუბარი, მომავალზე საუბარი უფრო მხიბლავს, რადგან სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა და არაფერს სხვას."

"ჩვენ ახლა გაცილებით უკეთესები ვართ და შედეგები უბრალოდ ბრწყინვალეა. ოთხეულში სულ მალე დავბრუნდებით."


წყარო: SkySports
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
21 მარტი 2019 20:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
მოურინიოს მო*** სუყველაფერი მაგრამ პოგბასთან მიმართებაში ბევრ რამეში არ იყო მტყუანი.ზემოთაც დავწერე ამ ინტერვიუში არ ულაპარაკნია ცუდი არაფერი მაგრამ სულ თუ დააკვირდებით მაშინ უკლებს თამაშს როცა დაიწყება ლაპარაკი ან ბარსას უნდა ან რეალს და ასე შემდეგ.უდაოდ დიდი ტალანტისაა მაგრამ როდესაც ეხვეწნენ გადმოსვლაზე და არიქა ამ გუნდზე ვაბოდებო რო ბალამუტობდა,მაშინაც იმიტომ გადმოვიდა რომ სარეკორდო ხდებოდა ტრანსფერი.ამის თქმის საბაბს მაძლევს ზუსტად ის რომ ეს სატრანსფერო ფასი იყო ხელოვნურად გაბერილი პოგბასა და მისი აგენტის მიერ.გახსოვთ ალბათ რა მაყუთი ჩაიდო მისმა აგენტმა.ხოდა უცებ გადაფარა მისი რეკორდი ნეიმარმა თან როგორ და მაშინვე ჩაუვარდა თამაში.მერე მოურინიოს დააბრალა.მერე წავიდა მოურინიო და ძველი ჩვენების გასამართლებლად მოინდომა და კიდეც ათამაშდა მერე ისევ რეალის ამბები და უბრალოდ ჩათვალა ჩემი დავამტკიცეო და რაებს ბოდიალობს ბოლო თამაშებში ყველა ვხედავთ.ახლა ოლეს ვეღარ დააბრალებს და ჩვენც ნუ დავიწყებთ თავის მოტყუებას რომ არიქა ვერატი ან ვინმე რო არ ყავს გვერდით მიტო ვერ თამაშობსო.არაა ეგრე.არ იყო არც მატიჩი არც ერერა და არც თვითონ და ბავშვებმა ამათზე ნაკლებად არ ითამაშეს და დაადეს პსჟს და ისტორია დაწერეს.ასე რომ ამას თუ გასხმა უნდა აქედან ააცმევინონ დროზე თორე ოლესაც აურევს ეგ სიტუაციას.გაბოზება ერთხელ ქმედებით იწყება დანარჩენი ქმედება უკვე სტატისტიკაა:))

ტიპია ისეთი რომ აი იბოღმება როცა მის გარეშეც ახერხებს გუნდი რამის გაკეთებას.თუნდაც პარიზის მერე საერთოდ ვერ დაალაგა თამაში.მეტზე რაზე უნდა იფიქრო ვერ ვხვდები
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top