თბილისი:
მანჩესტერი:
20-03-2019, 20:22
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1938,
კომენტარები: 11
პოგბა: "მსურს, რომ ოლე დარჩეს"
ფრანგის აზრით, სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ "იუნაიტედი" უკეთესი გუნდია.
პოგბა:
ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ "იუნაიტედში" სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა. "წითლები" ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდნენ და ამასთანავე ოთხეულამდე სხვაობა 11 ქულიდან 2 ქულამდე დავიდა. პოლ პოგბა სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ ბედნიერია.

"რა თქმა უნდა, გვინდა, რომ დარჩეს. შედეგები იდეალურია. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და თანაც არა მარტო მე, აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს."

"როდესაც ფეხბურთელი ბედნიერია, სურს რომ ასეთად დარჩეს. ის ამას იმსახურებს. ოლე კარგად იცნობს კლუბს, კარგად იცის ყველაფერი ამ გუნდის შესახებ."

"ის ბედნიერი მწრთვნელია, ფეხბურთელებს თავდაჯერება დაუბრუნა. მისი მოსვლის შემდეგ თავისუფლები ვართ, ვთამაშობთ და ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებთ. ისევ უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ გავბედნიერდეთ ჩვენი საყვარელი სპორტით, რადგან ბოლო დროს ეს სიამოვნება დაკარგული გვქონდა."

"თავდაჯერება გვაკლდა, უფრო ზუსტად, საერთოდ აღარ გვქონდა, სწორედ ეს შეიძლება ყოფილიყო ძველი შედეგების გამომწვევი მიზეზი."

"თუმცა ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის. არ მიყვარს წარსულზე საუბარი, მომავალზე საუბარი უფრო მხიბლავს, რადგან სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა და არაფერს სხვას."

"ჩვენ ახლა გაცილებით უკეთესები ვართ და შედეგები უბრალოდ ბრწყინვალეა. ოთხეულში სულ მალე დავბრუნდებით."


წყარო: SkySports
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
20 მარტი 2019 21:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დარჩება უკვე თითქმის გადაწყვეტილი მგონია
0
№2
ავტორი: levionok
20 მარტი 2019 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
არც ისეთი ძლიერი ტაქტიკოსი ვარ ამ საიტზე კომენტარებში რო წერენ ხოლმე თუმცა მე მომწონს ის რასაც ოლე აკეთებს რა მდგომარეობაშიც არის ახლა გუნდი რა ფეხბურთსაც თამაშობს ისიც მომწონს ისიც მომწონს რომ ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის მწვრთნელი ჩემი საყვარელი გუნდისასე რომ ილე უნდა დარჩე და თქვა შენი სიტყვა! პოგბა შენ კი ბოლოს და ბოლოს ლიდერობა ხელში უნდა აიღო და ცენტრის ბატონ პატრონი გახდე აღარ ხარ ბავშვი ოთხეულში კი უნდა დავბრუნდეთ და თან საბოლოოდ ისე რომ ფეხი ვერავინ გამოგვადგმევინოს, ტოტენჰემი მინდა მეოთხეზე რამეთო ამდენი წელი რასაც ეს კლუბი წვალობს წყალში ჩაიყრება და ეს გუნდი დაიშლება თუ ლიგაზე ვერ გავლენ...
0
№3
ავტორი: ikeoni
20 მარტი 2019 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11432
Aucileblad unda darches ❤️
0
№4
ავტორი: 100%Red
20 მარტი 2019 22:48
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ეგ კი დარჩება მარა ასე მგონია პოლი რეალს უმიზნებს(რეალი პოლს უმიზნებს:D)
1
№5
ავტორი: Koka86
20 მარტი 2019 23:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
რათქმაუნდა დარჩება სულშერი, მომავალ წელს პოგბა იქნება ჩამოყალიბებული ლიდერი გუნდის!
0
№6
ავტორი: GIOMU
21 მარტი 2019 01:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ციტატა: Koka86
რათქმაუნდა დარჩება სულშერი, მომავალ წელს პოგბა იქნება ჩამოყალიბებული ლიდერი გუნდის!


https://www.goal.com/en/news/playing-for-zidane-at-real-madrid-a-dream-pogba-fue
ls-man/bs3k2492jm8o1td0tcs8v3uc6?fbclid=IwAR3f-jXbdmDQiXMGQ22suArVnpJRSAyO5Rtf0_
KpnmSUN6FcFh1TLBQNyBc
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
21 მარტი 2019 08:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: GIOMU
ციტატა: Koka86
რათქმაუნდა დარჩება სულშერი, მომავალ წელს პოგბა იქნება ჩამოყალიბებული ლიდერი გუნდის!


https://www.goal.com/en/news/playing-for-zidane-at-real-madrid-a-dream-pogba-fue

ls-man/bs3k2492jm8o1td0tcs8v3uc6?fbclid=IwAR3f-jXbdmDQiXMGQ22suArVnpJRSAyO5Rtf0_

KpnmSUN6FcFh1TLBQNyBc

ცუდად არ უთქვამს რეალურად,ისეთი პასუხია ყველა ფეხბურთელი ასეთს იტყოდა.მაგრამ მთავარი ეგ არაა.იმედია შევცდები მაგრამ მე ამ კაცის არასდროს არ მჯეროდა და არც ახლა მჯერა.ანუ როგორი შეგრძნება მაქვს იცით აი პატრნიორი მოწილე რო გყავს საქმეში და სულ რო შეგრძნება გაქ ნებისმიერ დროს მოითხოვს წილს და წასვლას ბიზნესიდანთქო.პოგბას თუ უკეთესი პორობები ექნება სხვაგან წავა სხვაგან.ამაში არც ვამტყუნებ ეგ მისი სამსახურია და ამით შოულობს ფულს.უბრალოდ პრიმციპები თუ არ აქვს კაცს ის მოედანზეც უპრინციპოა.შევადაროთ კინი და პოგბა.კლასში სხვაობა პოგბასკენ უფრო გადაიწევს ნუ ტალანტის ტექნიკის კლასს ვგულისხმობ,მაგრამ დანარჩენზე ვინმეს დაცდება სიტყვა რომ კინი უფრო დიდი არაა?ესაა სხვაობა.არ მწამს ჭორიკანა და გაბუტული კაცების,არ მწამს საბოტაჟისტების და ძალით საქმის არ გამკეთებლების.იმიტომ რომ ის რაც ერთხელ იკადრე რო გექნა იმას მეორეჯერაც იკადრებ
0
№8
ავტორი: stepno
21 მარტი 2019 09:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ოლე დარჩება უეჭველი უფრო სწორად დატოვებენ მაგრამ მთავარია 4 ეულში შევიდეთ რაა
0
№9
ავტორი: Old Red Devil
21 მარტი 2019 10:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
სულშერმა ნეტა ამას აააჯმევინოს და ზედ სანჩესიც მიაყოლოს.პოგბა ჩემი აზრით ვეტ დადგა ის რაც
უნდა ყოფილიყი.ხასიათის იგროკია,ზარმაცი პიჟონი.ცალკე რეალა და ზიდანს ულოკავს.დე ხეაც ცქმუტავს.ასეთი წუწუნა იგროკები რომლებიც ფულს ხარბდებიან და ვითომ პალაჟენიას აწვებიან უნდა გაუშვა.დაჟე დე ხეასაც მივაყოლებდი.გუნდი ბექჰემს და რონალდოს შეელია და მგონი არცერთი არაა ისეთი რო უმაგათობა გუნდს დაეტყოს.იმედია ოლეს მკაცრი მიდგომები ექნება და ტექნიკურად გაყრის იმას
ვინც გუნდს ამძიმებს
0
№10
ავტორი: onlyred
21 მარტი 2019 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
რეალს აქვს მაგარი თვისება.
რონალდუც კი არ არის რეალზე დიდი და ეს პერესმა აჩვენა.
კი არ გარბიან რეალიდან, რეალი ეუბნება, აღარ გვჭირდები.
ასეთ გუნდად როცა გადავიქცევით კერე ინატრონ აქ მოსვლა :)

თუ ვინმეს ყიდის იმაზე არანაკლებ ხალხს ყიდულობს.
ჩვენიდან გაიქცევიან აბა რა.
ჯერ ვეხვეწებით დარჩიო, მერე 3 წელში 1 კარგ ტრანსფერს ვდებთ.
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top