თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2019, 10:12
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2500,
კომენტარები: 15
"ვულვზმა" მოგება დაიმსახურა"
ოლე გუნარის მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, განაცხადა, რომ "ვულვზი" გამარჯვებას იმსახურებდა. მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ნორვეგიელმა "ინგლისის თასიდან" გამოვარდნასა და სერხიო რომეროს სეივებზე ისაუბრა.

"ვულვზმა" მოგება დაიმსახურა.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისინი გამარჯვებას იმსახურებდნენ, რადგან გაცილებით უკეთესი შანსები შექმნეს. დიახ, ბურთის ფლობა ჩვენი იყო, მაგრამ ამ მატჩის განმავლობაში ერთი წამითაც არ მიგრძვნია, რომ თამაშს ვაკონტროლებდით და ისინი წნეხის ქვეშ მოვაქციეთ. ვფიქრობ, ისინი ბედნიერები იყვნენ პირველი ტაიმის შემდეგ. რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ასეთ მარტივ მომენტებში გავუშვით გოლები. რა დაგვაკლდა? სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ბევრი რამე. ჩემი მოსვლის შემდეგ დღეს ყველაზე სუსტი მატჩი ჩავატარეთ. თუნდაც "არსენალთან", ჩვენ სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ, მაგრამ თამაშის ხარისხით კმაყოფილები ვიყავით, მაგრამ დღეს, საერთოდ არაფერი არ გვქონდა. ყველაფერი მათი სურვილისამებრ წარიმართა და მოიგეს კიდეც მატჩი."

შეტევების ნაკლებობა.

"ეს ფეხბურთია. ძალიან ზანტად და ნელა ვთამაშობდით, შეტევებსაც და პასებსაც ასევე ვახორციელებდით. ვფიქრობ, როცა ამ ყველაფერს სწრაფად ვაკეთებთ, ყველაფერი სხვანაირად ხდება. ეს ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. გაცილებით უკეთესები ვართ, როცა სწრაფ, შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ; როცა წინ მივიწევთ... რამდენიმე მომენტში, როცა პოგბა წინ წაიწია მეტოქეს ჯარიმები მიაღებინა და შედეგად "ვულვზმა" ორი ყვითელი ბარათი აიღო. ჩვენ თითქოს ძალიან კომფორტულად ვთამაშობდით, რაღაც გვაკლდა."

სერხიოს სეივები.

"სერხიომ რამდენიმე იდეალური სეივი გააკეთა. მან ისევ საოცარი მატჩი ჩაატარა. მაგრამ ეს ამასთანავე იმედგამაცრუებელიც არის, რადგან მისი სეივები ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეს უკეთესი შანსები ჰქონდა. მათ გამარჯვება დაიმსახურეს. სერხიომ ყველაფერი გააკეთა და ფანტასტიკური მატჩიც ჩაატარა, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს თან იმედგამაცრუებელიც არის, რადგან სერხიოს მსგავსი მდგომარეობა მათ მეკარეს არ შექმნია. "ვულვზს" უკეთესი მომენტები ჰქონდა."

ხარისხის დავარდნა.

"ვფიქრობ, ეს ბუნებრივია. შეუძლებელია, რომ ყველა მატჩში ერთი და იგივე დონეზე ითამაშო. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ყველაზე სუსტი მატჩია იმ მატჩებს შორის, რაც ჩაგვიტარებია, როგორც გუნდს. "ვულვზი" კარგ ფორმაშია, დიდებულ კლუბებთან დიდებული მატჩები ჩაატარეს. მათ ხარისხს შეურაცხყოფას არ ვაყენებ და მათ თამაშს არ ვაკნინებ, მაგრამ ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ეს უნდა აღინიშნოს."

ლინდელოფისთვის მიცემული ბარათი.

"სიმართლე რომ გითხრათ, ეს მომენტი არ მინახავს. მე უბრალოდ ხუან მატას შესაყვანად მოვემზადე, ასე რომ არაფერი მინახავს. მაგრამ ვიდეო მსაჯმა ყველაფერი სხვანაირად გადაწყვიტა. შესაძლოა, ამაზე ბევრი დისკუსია წარიმართოს, თუნდაც პენალტზეც. მაგრამ მე ვერაფერს გეტყვით, უბრალოდ, არ დამინახავს."


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
15 კომენტარი
№11
ავტორი: dybbuk
17 მარტი 2019 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1559
ციტატა: JuanMata

მაგათგან არაფერია გასაკვირი, ჩვეულებრივი სასირ ეთია
0
№12
ავტორი: Lalana
17 მარტი 2019 16:07
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ციტატა: JuanMata
ციტატა: dybbuk
ციტატა: JuanMata
ციტატა: Lalana
თვითონაც აღნიშნა რომ ზანტად ვითამაშეთ და როგორც გუშინ ავღნიშნე ეს იმის ბრალი იყო რომ ბევრი ისეთი ფეხბურთელი ჰყავდა მოედანზე რომლებმაც ტრავმა ახლახან მოიშუშეს.რა თქმა უნდა,აქედან გამომდინარე ასე უცბად ისინი ფორმაში ვერ შევიოდნენ და ვერც სასურველ მატჩს ჩაატარებდნენ.ფა ქაფის თასი სულ ფეხებზე მკიდია მაგრამ აი სიტის რომ გავუადვლიეთ საქმე და მივეცით შანსი ეს თასიც მოიგოს მაგაზე მწყდება ძალიან გული.ასევე გაურკვეველია რატომ არ იყო სიტის მატჩზე ვარი და რატომ იყო ჩვენს მატჩზე?მგონი ძაან უსამართლობაა,ასეთი რაღაც მე არ მინახავს.ტიპები გავიდნენ თამაშგარე გოლით და არარსებული პენალტით.


თვითონ სუონსის სტადიონზე არაა ვარი, არ ვიცი რატომ, მაგრამ იქ ვერ დააყენეს.

სუონსის სტადიონი კონკრეტულად არაფერ შუაში ამ შემთხვევაში, საერთოდ არცერთ ჩემპიონშიფის სტადიონზე არ იყო ვარი, იოვილი რო იოვილია და 7000 სტადიონი აქვთ, ეგ რო ყოფილიყო ეპლ-ის გუნდი იქნებოდა, უბრალოდ რა არის ამის მიზეზი ეგ ვერც მე გავიგე


ვეძებდი ახლა მიზეზს და როგორც ყოველთვის ინგლისის ფედერაციას აქვს შიგ.
ფა ქაფის წესებით ვიდეო რეფერი უნდა იყოს გამოყენებული, მაგრამ მხოლოდ პრემიერლიგის გუნდების სტადიონებზე.
სუონსის სტადიონი მოწყობილია მაგ ტექნოლოგიის გამოსაყენებლად, მეც ეგ გამიკვირდა, რომ ინგლისის, თუნდაც ჩემპიონშიფის გუნდებისთვის არ უნდა იყოს პრობლება ვარის დაყენება, მაგრამ ეს წესია თვითონ იდიოტიზმი, ამას ჯობია სულ არ გამოიყენო არც ერთ თამაშზე.

რაოო?ასეთ სისულელეს მხოლოდ მაგათგან თუ გაიგებ.მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს გამოყენებას?ყველაზე მეტად ეგ გამიტყდა რომ სიტის შეატოვეს ეს თასი,თორემ ფა ქაფის გარეშე დავრჩებოდით წელს თუ არა დიდად ეგ არ მადარდებდა.სამწუხაროა რომ ყველაფერი ასე დასრულდა.
0
№13
ავტორი: kobinio
17 მარტი 2019 16:27
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: f.c.mu
ძააან ბევრი ახლად მოშუშებული ფეხბურთელი შემოვიდა ერთიანად, მგონია მაგიტო წავაგეთ
რატო ათამაშა ყველა ერთდროულად?
ფორმის აღდგენის გამო, არაა დიდი დრო დარჩენი ბარსას თამაშამდე
ერერას ზამენამაც დაადასტურა რო არ იყო მზად, არც მატიჩი და არც ლინგარდი, დაბრუნებულებიდან მარსიალი თუ იჩალიჩებდა რამეს, დანარჩენი ფაქტია არც ერთი არ იყო მზად

მაგრამ რაშფორდს და პოგბას რა უშლიდა ხელს ვერ გავიგე, ესეთ დროს როცა გუნს არ მისდის თამაში
უნდა იყოს გუნდში ისეთი მოთამაშეები ვინც თავის თავზე აიღებს და ინდივიდუალურობით გადაწტვიტავს თამაშის ბედს, ესეთი პირველ რიგში უნდა იყოს პოგბა
უნდა ითამაშოს ზუსტად ისე როგორც მატჩის დროს 2 ყვირელი აკიდა მოწინააღმდეგეს, უფრო ხშირად უნდა შეძლეს ამ სტილით თამაშით, მთელი თამაშის განმავლობაში ორჯერ აუჩქარა და ორჯერვე ყვითელი აკიდა, უფრო მეტი უნდა იმუშაოს, დიდი პოტენციალი აქ და გამოყენება უნდა.

ზუსტად მაშინ უნდა ითამაშოს მაგრად როცა შენს გუნდს არ მისდის თამაში, ეს გამოგარჩევს და არა ვარცხნილობა

აბა სად უნდა შემოეყვანა პრემიერლიგის მატჩზე თუ ჩ.ლიგაზე?
0
№14
ავტორი: shotkin
17 მარტი 2019 17:46
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
კაი გუნდია ვულვზი მევასება ეგეთი გუნდები უბრალოდ წელს ყველა გრანდთან კარგად ითამაშეს და ლივერპულს დაუწვნენ პრემიერლიგაში თუ თასზე არმახსოვს უსტად თამაშს ვუყურე და იმენა იდგნენ ისე ინგლისურ ფეხბურთში რაც ტოპ 4 გუნდს კიდე ტოპ 2 და ემატა და ტოპ 6 ეული ცამოყალიბდა ძაან შეიცვალა ამან ევრობაში ვითარება ევროპა ლიგას აწი მგონია რო 90% ეს ტოპ 6 ეულის გუნდები მოიგებენ ლიგაზე რო გავიდნენ , ადრე ჩვენ მოვიგეთ წელს მგონია რო ჩელსი მოიგებს და ესე გაგრზელდება ვინც ლიგაზე ვერ გავა ევრიპას დადებს საინტერესოა ეს ფაქტი თუ შეცვლის რამეს წესებში ან ინლისში ან ევოპის მაშტაბით ანუ რამე ახალს თუმოიფიქრებენ ვულვზისნაირი გუნდები კიდე კარგია მარა წლების წინ ეგეტი ევერტონი იყო ასევე ცოტახსნისწინ ლესტერი ასევე ადრე ვესთ ჰემი და ა.შ მარა 7 ადგილზე გასვლა რა მუსამია მაგათთვის არვიცი იმის თქმა მინდა რო ადრე თუ ეგეტ პატარა გუნდებს 5 ეზე ასვლით ევროპალიგის საგზურის შანსი ქონდათ ეხლა უკვე შანსი არანაირი არ აქვთ იქიდან გამომდინარე რო ტერმინი ტოპ 6 დამკვიდრდა და მანდ ვერავინ ვერ ჩაეკვეხება
0
№15
ავტორი: f.c.mu
17 მარტი 2019 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 376
მეც მაგას ვიძახი უნდა რო შემოეყვანათქო, მანამდე დაისვა კითხვა რატო ათამაშაო ესე ერთდროულად ყველა ტრამვირებულიო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top