თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2019, 10:12
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2357,
კომენტარები: 15
"ვულვზმა" მოგება დაიმსახურა"
ოლე გუნარის მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, განაცხადა, რომ "ვულვზი" გამარჯვებას იმსახურებდა. მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ნორვეგიელმა "ინგლისის თასიდან" გამოვარდნასა და სერხიო რომეროს სეივებზე ისაუბრა.

"ვულვზმა" მოგება დაიმსახურა.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისინი გამარჯვებას იმსახურებდნენ, რადგან გაცილებით უკეთესი შანსები შექმნეს. დიახ, ბურთის ფლობა ჩვენი იყო, მაგრამ ამ მატჩის განმავლობაში ერთი წამითაც არ მიგრძვნია, რომ თამაშს ვაკონტროლებდით და ისინი წნეხის ქვეშ მოვაქციეთ. ვფიქრობ, ისინი ბედნიერები იყვნენ პირველი ტაიმის შემდეგ. რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ასეთ მარტივ მომენტებში გავუშვით გოლები. რა დაგვაკლდა? სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ბევრი რამე. ჩემი მოსვლის შემდეგ დღეს ყველაზე სუსტი მატჩი ჩავატარეთ. თუნდაც "არსენალთან", ჩვენ სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ, მაგრამ თამაშის ხარისხით კმაყოფილები ვიყავით, მაგრამ დღეს, საერთოდ არაფერი არ გვქონდა. ყველაფერი მათი სურვილისამებრ წარიმართა და მოიგეს კიდეც მატჩი."

შეტევების ნაკლებობა.

"ეს ფეხბურთია. ძალიან ზანტად და ნელა ვთამაშობდით, შეტევებსაც და პასებსაც ასევე ვახორციელებდით. ვფიქრობ, როცა ამ ყველაფერს სწრაფად ვაკეთებთ, ყველაფერი სხვანაირად ხდება. ეს ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. გაცილებით უკეთესები ვართ, როცა სწრაფ, შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ; როცა წინ მივიწევთ... რამდენიმე მომენტში, როცა პოგბა წინ წაიწია მეტოქეს ჯარიმები მიაღებინა და შედეგად "ვულვზმა" ორი ყვითელი ბარათი აიღო. ჩვენ თითქოს ძალიან კომფორტულად ვთამაშობდით, რაღაც გვაკლდა."

სერხიოს სეივები.

"სერხიომ რამდენიმე იდეალური სეივი გააკეთა. მან ისევ საოცარი მატჩი ჩაატარა. მაგრამ ეს ამასთანავე იმედგამაცრუებელიც არის, რადგან მისი სეივები ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეს უკეთესი შანსები ჰქონდა. მათ გამარჯვება დაიმსახურეს. სერხიომ ყველაფერი გააკეთა და ფანტასტიკური მატჩიც ჩაატარა, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს თან იმედგამაცრუებელიც არის, რადგან სერხიოს მსგავსი მდგომარეობა მათ მეკარეს არ შექმნია. "ვულვზს" უკეთესი მომენტები ჰქონდა."

ხარისხის დავარდნა.

"ვფიქრობ, ეს ბუნებრივია. შეუძლებელია, რომ ყველა მატჩში ერთი და იგივე დონეზე ითამაშო. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ყველაზე სუსტი მატჩია იმ მატჩებს შორის, რაც ჩაგვიტარებია, როგორც გუნდს. "ვულვზი" კარგ ფორმაშია, დიდებულ კლუბებთან დიდებული მატჩები ჩაატარეს. მათ ხარისხს შეურაცხყოფას არ ვაყენებ და მათ თამაშს არ ვაკნინებ, მაგრამ ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ეს უნდა აღინიშნოს."

ლინდელოფისთვის მიცემული ბარათი.

"სიმართლე რომ გითხრათ, ეს მომენტი არ მინახავს. მე უბრალოდ ხუან მატას შესაყვანად მოვემზადე, ასე რომ არაფერი მინახავს. მაგრამ ვიდეო მსაჯმა ყველაფერი სხვანაირად გადაწყვიტა. შესაძლოა, ამაზე ბევრი დისკუსია წარიმართოს, თუნდაც პენალტზეც. მაგრამ მე ვერაფერს გეტყვით, უბრალოდ, არ დამინახავს."

წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
15 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
17 მარტი 2019 10:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
არაუშავს კარგი იქნებოდა რო მოგვეგო მაგრამ გაცილებით უფრო მნიშველოვანი თამაშები გველოდება და უფრო პტინციპულიც
0
№2
ავტორი: f.c.mu
17 მარტი 2019 11:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
ძააან ბევრი ახლად მოშუშებული ფეხბურთელი შემოვიდა ერთიანად, მგონია მაგიტო წავაგეთ
რატო ათამაშა ყველა ერთდროულად?
ფორმის აღდგენის გამო, არაა დიდი დრო დარჩენი ბარსას თამაშამდე
ერერას ზამენამაც დაადასტურა რო არ იყო მზად, არც მატიჩი და არც ლინგარდი, დაბრუნებულებიდან მარსიალი თუ იჩალიჩებდა რამეს, დანარჩენი ფაქტია არც ერთი არ იყო მზად

მაგრამ რაშფორდს და პოგბას რა უშლიდა ხელს ვერ გავიგე, ესეთ დროს როცა გუნს არ მისდის თამაში
უნდა იყოს გუნდში ისეთი მოთამაშეები ვინც თავის თავზე აიღებს და ინდივიდუალურობით გადაწტვიტავს თამაშის ბედს, ესეთი პირველ რიგში უნდა იყოს პოგბა
უნდა ითამაშოს ზუსტად ისე როგორც მატჩის დროს 2 ყვირელი აკიდა მოწინააღმდეგეს, უფრო ხშირად უნდა შეძლეს ამ სტილით თამაშით, მთელი თამაშის განმავლობაში ორჯერ აუჩქარა და ორჯერვე ყვითელი აკიდა, უფრო მეტი უნდა იმუშაოს, დიდი პოტენციალი აქ და გამოყენება უნდა.

ზუსტად მაშინ უნდა ითამაშოს მაგრად როცა შენს გუნდს არ მისდის თამაში, ეს გამოგარჩევს და არა ვარცხნილობა
1
№3
17 მარტი 2019 11:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
არამგონია ბარსელონასთან გავიდეთ შანსი არა ასეთი თამაშით
0
№4
ავტორი: holandieli mfrinavi
17 მარტი 2019 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
მე პირადათ გული არ დამწყდა ამ თასიდან გამოვარდნა, კი კარგია ყველაფრის მოგება, მაგრამ ამ დროის მანცჰესტერს რაც უფრო ნაკლები თამაში ექნება და თამაშიდან თამაშამდე გრძელი მოსამზადებელი პერიოდი უფრო წინ წავა,

ოთხეულში აუცილებლად შევალთ და ბარსასაც გავამწარებთ
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
17 მარტი 2019 13:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ოთხეულში შესვლა პრიორიტეტი უნდა იყოს და წესით ასეცაა, ცუდია რო წააგეს მარა მნიშვნელოვანი თამაშები მოდის და გლოვის დრო არაა.
1
№6
ავტორი: Lalana
17 მარტი 2019 13:24
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
თვითონაც აღნიშნა რომ ზანტად ვითამაშეთ და როგორც გუშინ ავღნიშნე ეს იმის ბრალი იყო რომ ბევრი ისეთი ფეხბურთელი ჰყავდა მოედანზე რომლებმაც ტრავმა ახლახან მოიშუშეს.რა თქმა უნდა,აქედან გამომდინარე ასე უცბად ისინი ფორმაში ვერ შევიოდნენ და ვერც სასურველ მატჩს ჩაატარებდნენ.ფა ქაფის თასი სულ ფეხებზე მკიდია მაგრამ აი სიტის რომ გავუადვლიეთ საქმე და მივეცით შანსი ეს თასიც მოიგოს მაგაზე მწყდება ძალიან გული.ასევე გაურკვეველია რატომ არ იყო სიტის მატჩზე ვარი და რატომ იყო ჩვენს მატჩზე?მგონი ძაან უსამართლობაა,ასეთი რაღაც მე არ მინახავს.ტიპები გავიდნენ თამაშგარე გოლით და არარსებული პენალტით.
2
№7
ავტორი: 100%Red
17 მარტი 2019 13:42
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
რეშის რაღა ჭირს ამოვარდნილი იყო თამაშიდან(მსუბუქი ნათქვამია), მოუწევს მოსმა სკამზე და ისწავლოს იქნება ჭკუა. ნუ არც დანარჩენები ბრწყინდავდნენ მარა რეში კატასტროფა იყო facepalm
0
№8
ავტორი: JuanMata
17 მარტი 2019 15:18
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana
თვითონაც აღნიშნა რომ ზანტად ვითამაშეთ და როგორც გუშინ ავღნიშნე ეს იმის ბრალი იყო რომ ბევრი ისეთი ფეხბურთელი ჰყავდა მოედანზე რომლებმაც ტრავმა ახლახან მოიშუშეს.რა თქმა უნდა,აქედან გამომდინარე ასე უცბად ისინი ფორმაში ვერ შევიოდნენ და ვერც სასურველ მატჩს ჩაატარებდნენ.ფა ქაფის თასი სულ ფეხებზე მკიდია მაგრამ აი სიტის რომ გავუადვლიეთ საქმე და მივეცით შანსი ეს თასიც მოიგოს მაგაზე მწყდება ძალიან გული.ასევე გაურკვეველია რატომ არ იყო სიტის მატჩზე ვარი და რატომ იყო ჩვენს მატჩზე?მგონი ძაან უსამართლობაა,ასეთი რაღაც მე არ მინახავს.ტიპები გავიდნენ თამაშგარე გოლით და არარსებული პენალტით.

თვითონ სუონსის სტადიონზე არაა ვარი, არ ვიცი რატომ, მაგრამ იქ ვერ დააყენეს.
0
№9
ავტორი: dybbuk
17 მარტი 2019 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: JuanMata
ციტატა: Lalana
თვითონაც აღნიშნა რომ ზანტად ვითამაშეთ და როგორც გუშინ ავღნიშნე ეს იმის ბრალი იყო რომ ბევრი ისეთი ფეხბურთელი ჰყავდა მოედანზე რომლებმაც ტრავმა ახლახან მოიშუშეს.რა თქმა უნდა,აქედან გამომდინარე ასე უცბად ისინი ფორმაში ვერ შევიოდნენ და ვერც სასურველ მატჩს ჩაატარებდნენ.ფა ქაფის თასი სულ ფეხებზე მკიდია მაგრამ აი სიტის რომ გავუადვლიეთ საქმე და მივეცით შანსი ეს თასიც მოიგოს მაგაზე მწყდება ძალიან გული.ასევე გაურკვეველია რატომ არ იყო სიტის მატჩზე ვარი და რატომ იყო ჩვენს მატჩზე?მგონი ძაან უსამართლობაა,ასეთი რაღაც მე არ მინახავს.ტიპები გავიდნენ თამაშგარე გოლით და არარსებული პენალტით.

თვითონ სუონსის სტადიონზე არაა ვარი, არ ვიცი რატომ, მაგრამ იქ ვერ დააყენეს.

სუონსის სტადიონი კონკრეტულად არაფერ შუაში ამ შემთხვევაში, საერთოდ არცერთ ჩემპიონშიფის სტადიონზე არ იყო ვარი, იოვილი რო იოვილია და 7000 სტადიონი აქვთ, ეგ რო ყოფილიყო ეპლ-ის გუნდი იქნებოდა, უბრალოდ რა არის ამის მიზეზი ეგ ვერც მე გავიგე
0
№10
ავტორი: JuanMata
17 მარტი 2019 15:43
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: dybbuk

ვეძებდი ახლა მიზეზს და როგორც ყოველთვის ინგლისის ფედერაციას აქვს შიგ.
ფა ქაფის წესებით ვიდეო რეფერი უნდა იყოს გამოყენებული, მაგრამ მხოლოდ პრემიერლიგის გუნდების სტადიონებზე.
სუონსის სტადიონი მოწყობილია მაგ ტექნოლოგიის გამოსაყენებლად, მეც ეგ გამიკვირდა, რომ ინგლისის, თუნდაც ჩემპიონშიფის გუნდებისთვის არ უნდა იყოს პრობლება ვარის დაყენება, მაგრამ ეს წესია თვითონ იდიოტიზმი, ამას ჯობია სულ არ გამოიყენო არც ერთ თამაშზე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top