თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2019, 14:58
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 2248,
კომენტარები: 13
"სიტი" და "იუნაიტედი" უმტიტისთვის იბრძოლებენ
სამუელის მომავალი გაურკვეველია
წყაროების მიხედვით, მანჩესტერული კლუბები მოუთმენლად ელიან როდის დააყენებს ტრანსფერზე "ბარსელონა" ფრანგ მცველს, რაზეც ლაპარაკი უკვე დაიწყო. უკვე ცნობილია რომ კატალონიელები აპირებენ 25 წლის მოთამაშეზე შემოთავაზებები განიხილონ.

უმტიტი სრულ მზადყოფნაში ახლახანს დაბრუნდა და დიდიე დეშამმა ის ნაკრებში გამოიძახა კლემან ლანგლესთან და აიმერიკ ლაპორტესთან ერთად. ამის მიუხედავად, Calciomercato-ს ცნობით "ბლაუგრანა" წინააღმდეგი არაა მას წასვლის ნება დართოს, მითუმეტეს "ლიონიდან" ის სულ რაღაც €20 მილიონის სანაცვლოდ გადმოიბირეს სამი წლის წინ.

ამ ყველაფერში ყველაზე დიდი წვლილი 19 წლის კაპიტანს ამსტერდამიდან, მატიას დე ლიგტს მიუძღვის, რომელმაც უდიდეს როლი შეასრულა მადრიდის "რეალის" ლიგიდან გამოგდებაშიც.
მას შემდეგ რაც "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" დე იონგი გაიფორმეს, ეჭვგარეშეა რომ მისი უახლოესი მეგობრის გადმოყვანაც არ გაუჭირდებათ.

კატალონიელთა დაცვის ხაზში ირიცხებიან - ჟერარდ პიკე, კლემან ლანგლე, ჟან-კლაირ ტოდიბო, ჯეისონ მურილიო და ტომას ვერმალენი, ამ ფეხბურთელებს კი შეიძლება უმტიტი შეეწიროს. ამის ფონზე "სიტი" და "იუნაიტედი" დადარაჯებულნი არიან.

მისი შეძენა ორივეს სჭირდება, "სიტის" აუცილებლად დაეხმარება მენდი, მანგალა და ლაპორტი, რომლებიც უმტიტის კარგად იცნობენ და ამან შეიძლება გავლენა იქონიოს მის გადაწყვეტილებაზე, თავის მხრივ "იუნაიტედს" პოლ პოგბა და ენტონი მარსიალი ჰყავს. თუმცა Sunsport-ის განცხადებით, შეიძლება "ქალაქელებს" სატრანსფერო ბანი დაემუქროთ მისი შეძენის შემთხვევაში, ამიტომ უპირატესობა ალბათ "მანკუნიანელების" მხარესაა

წყარო:Thesun.co.uk
ტრანსფერები
13 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
16 მარტი 2019 21:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1981
ციტატა: england123
ციტატა: LASHQARA
სიტის რაღა უნდა დაცვაში ლაპორტე, სტოუნზი, ოტამენდი და კომპანი ყავს უმტიტიზე არ მგონია გაიწიონ winked ჩვენ კი დაგვხატავდა მაგრამ რთული ტრანსფერია am

ეგ შენი აზრიაააა მეტიი არაფერიი და ისტორიულად თუუ გადახედავ რეალის და იუნაიტედის ურთიერთობას კარგი იქნებაა და რომელი უფრო ახლოს იყო ნახავ

ციტატა: england123
ციტატა: LASHQARA
სიტის რაღა უნდა დაცვაში ლაპორტე, სტოუნზი, ოტამენდი და კომპანი ყავს უმტიტიზე არ მგონია გაიწიონ winked ჩვენ კი დაგვხატავდა მაგრამ რთული ტრანსფერია am

ეგ შენი აზრიაააა მეტიი არაფერიი და ისტორიულად თუუ გადახედავ რეალის და იუნაიტედის ურთიერთობას კარგი იქნებაა და რომელი უფრო ახლოს იყო ნახავ

ვერასდროს ვერ იქნებაა ბარსელონა რეალზე დიდი გუნდიი ვერაფრით, ვერც ტიტულებით ვერც პოპულარობით ვერც დიდებით და სახელით და ვერც კლასით, 10 15 წლის გუნდი იყო არის და მესის წასვლის მერე მასეტი დარცება

და მაგას მე რატომ მწერ lol
0
№12
ავტორი: dybbuk
16 მარტი 2019 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1575
რაღაც ძაან მეეჭვება ბარსამ ეს გაუშვას
0
№13
ავტორი: stepno
18 მარტი 2019 13:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძაან მეეჭვებაა უმტიტი გაუშვან smile
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top