თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2019, 00:20
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2163,
კომენტარები: 13
ვალენსიას მამა: "ანტონიო კლუბს აუცილებლად დატოვებს"
ეკვადორელით რამოდენიმე მსხვილმასშტაბიანი კლუბი ინტერესდება.
ვალენსიას მამა:
თითქმის უკვე გადაწყვეტილია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ეკვადორელი მარჯვენა მცველი ანტონიო ვალენსია, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე კლუბს დატოვებს.

ფეხბურთელს, მსურველ კლუბთა რიცხვის ნაკლებობა ნამდვილად არ აღელვებს, ვინაიდან და რადგანაც მისით რამოდენიმე მსხვილმასშტაბიანი კლუბი ინტერესდება.

ვალენსიას მომავალზე, ფეხბურთელის მამამ ისაუბრა, რომელიც ამასთანავე მისი აგენტიც გახლავთ.

"ის აუცილებლად დატოვებს "მანჩესტერ იუნაიტედს". ანტონიომ თავად უნდა შეცვალოს სიტუაცია, რადგან მას კლუბისგან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე წინადადება არ მიუღია.

მის მიმართ ინტერესს "არსენალი", იტალიური "ინტერი", და "ვესტ ჰემი" გამოხატავენ. ანტონიოს ასევე ჩინეთიდანაც დაუკავშირდნენ".
- აცხადებს დასასრულს ფეხბურთელის მამა.


წყარო: euro-football
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: 100%Red
16 მარტი 2019 14:32
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
კიდე ერთი ფერგის დროინდელი ვეტერანი ტოვებს კლუბს recourse
ეხ ვალე მაგარი იყო და დარწმუნებული ვარ ყველა მანუს ფანს უყვარს და აფასებენ. ამის გოლი ევერტონთან ახლაც მახსოვს((
წარმატებები ვალენსიას სადაც არ უნდა წავიდეს. love
0
№12
ავტორი: dybbuk
16 მარტი 2019 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
უკაცრავად მაგრამ დაფასებაში რას გულისხმობთ? რა უნდა ექნა ხელმძღვანელობას? რახან ამდენი წელი იყო ჩვენთან ამიტომ სამუდამოდ უნდა დარჩეს თუ რა უნდა ექნათ? კაცმა ამოწურა თავისი თავი და სოლსკიაერიც არაა იმ ტიპის ადამიანი რომ ვინმე დაჩაგროს, ტიპმა ნახევარი ცხოვრება ინგლისში გაატარა და ინგლისური არ იცის, ეტყობა ვერ გააგებია დარჩენა რომ უნდოდა:DDDDD ხუმრობა იქით იყოს და საერთოდ არ ვამტყუნებ რომ უშვებენ. მიუხედავად იმისა რომ ვუდვორდი მაგრად არ მევასება და ბევრ შეცდომას უშვებს, ამ შემთხვევაში მართალია, ვალე არასოდეს ყოფილა ტოპ დონის იგროკი რო ასაკში სისწრაფეს თუ მოუკლო სხვა კომპონენტში გამოიყენო, ერთი შრომისმოყვარე ფეხბურთელი იყო, წარმატებები და მადლობა მას ყველაფრისთვის!
0
№13
ავტორი: sandroo
16 მარტი 2019 21:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
აბა ზბოგამ ვალე მადლობა ყველაფრისთვის am
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top