თითქმის უკვე გადაწყვეტილია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ეკვადორელი მარჯვენა მცველი ანტონიო ვალენსია, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე კლუბს დატოვებს.
ფეხბურთელს, მსურველ კლუბთა რიცხვის ნაკლებობა ნამდვილად არ აღელვებს, ვინაიდან და რადგანაც მისით რამოდენიმე მსხვილმასშტაბიანი კლუბი ინტერესდება.
ვალენსიას მომავალზე, ფეხბურთელის მამამ ისაუბრა, რომელიც ამასთანავე მისი აგენტიც გახლავთ.
"ის აუცილებლად დატოვებს "მანჩესტერ იუნაიტედს". ანტონიომ თავად უნდა შეცვალოს სიტუაცია, რადგან მას კლუბისგან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე წინადადება არ მიუღია.
მის მიმართ ინტერესს "არსენალი", იტალიური "ინტერი", და "ვესტ ჰემი" გამოხატავენ. ანტონიოს ასევე ჩინეთიდანაც დაუკავშირდნენ". - აცხადებს დასასრულს ფეხბურთელის მამა.