თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2019, 16:21
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2055,
კომენტარები: 12
The Sun: "იუნაიტედი" დიაშს აკვირდება
"მანჩესტერ იუნაიტედი" დაცვის ხაზის გაძლიერებას 21 წლის პორტუგალიელის საშუალებით ეცდება.
The Sun:
"მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესის სფეროში "ბენფიკას" ახალგაზრდა მცველი, რუბენ დიაში მოექცა, ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

გასულ სეზონში დიაში პორტუგალიის პრიმეირა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. 21 წლის ფეხბურთელი "ბენფიკას" აღზრდილი გახლავთ, იგი პორტუგალიური გუნდის დაცვის ლიდერად ყალიბდება, რამაც წამყვანი ევროპული გუნდების დაინტერესება გააჩინა. როგორც ცნობილია, მისი შეძენით ასევე ტურინის "იუვენტუსიც" ინტერესდება.

წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერელთა სკაუტები ხორვატიაში, ევროპა ლიგის მატჩზე იმყოფებოდნენ, სადაც "ბენფიკა" "დინამო ზაგრებს" დაუპირისპირდა.

21 წლის მცველს პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა მცველმა "ბენფიკას" მაისურით 42 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

ჭორები
12 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
10 მარტი 2019 11:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ერთი მაღალი დონის მცველია საჭირო, ამ ეტაპზე უფრო გამოცდილი მცველი.
0
№12
ავტორი: WeAreUnited
10 მარტი 2019 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ჩვენ გვინდა ერთი ველური მცველი რომელიც ლინდელოფს დააზღვევს და სმოლინგი თუ ათამშდა მაგაზე უკეთესი არავინაა ბაზარზე კულიბალი ნუ კამფეტ მაგრამ სადა აბა სადა ? am
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top