თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2019, 16:21
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2047,
კომენტარები: 12
The Sun: "იუნაიტედი" დიაშს აკვირდება
"მანჩესტერ იუნაიტედი" დაცვის ხაზის გაძლიერებას 21 წლის პორტუგალიელის საშუალებით ეცდება.
The Sun:
"მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესის სფეროში "ბენფიკას" ახალგაზრდა მცველი, რუბენ დიაში მოექცა, ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

გასულ სეზონში დიაში პორტუგალიის პრიმეირა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. 21 წლის ფეხბურთელი "ბენფიკას" აღზრდილი გახლავთ, იგი პორტუგალიური გუნდის დაცვის ლიდერად ყალიბდება, რამაც წამყვანი ევროპული გუნდების დაინტერესება გააჩინა. როგორც ცნობილია, მისი შეძენით ასევე ტურინის "იუვენტუსიც" ინტერესდება.

წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერელთა სკაუტები ხორვატიაში, ევროპა ლიგის მატჩზე იმყოფებოდნენ, სადაც "ბენფიკა" "დინამო ზაგრებს" დაუპირისპირდა.

21 წლის მცველს პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა მცველმა "ბენფიკას" მაისურით 42 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

ჭორები
12 კომენტარი
№1
ავტორი: kashmara
9 მარტი 2019 16:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
saintereso iqneba mivasalmebi
0
№2
ავტორი: giorgisamnidze99
9 მარტი 2019 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ცუდი არააა მარა შემდგარი ფეხბურთელები გვინდა უფრო რააა აკადემიიდან ამოიწია ბევრი უკვე და შემდგარ ფეხბურთელებზე იჩალიჩონ ჯობიააა ... ბარსელონას თამაშს ველოდები ლიონთან დეპაი მაინტერესებს როგორ ითამაშებს ;დ ;დ
0
№3
ავტორი: pogba p
9 მარტი 2019 17:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
ბიჭებო ლიგის კენჭისყრა როდის არის?
0
№4
ავტორი: ikeoni
9 მარტი 2019 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ვნახოთ ვნახოთ არაა ცუდი ვარიანტი მაგრამ უფრო მედგარი იგროკი ჯობიაა რაა
0
№5
ავტორი: onlyred
9 მარტი 2019 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ისე პორტუგალიიდან ვინც წამოვიყვანეთ მგონი ერთი ანდერსონმა ვერ გაამართლა(ის ვერ გახდა რასაც ელოდნენ თორე ერთი პერიოდი არ იყო ცუდი) სხვებმა ნაწილობრივ მაინც გაამართლეს.
ამ მხრივ მომწონს მაგ ჩემპიონატის წარმატებული ფეხბურთელები
0
№6
ავტორი: sandroo
9 მარტი 2019 20:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ციტატა: pogba p
ბიჭებო ლიგის კენჭისყრა როდის არის?

15 მარტს
0
№7
ავტორი: vale222
9 მარტი 2019 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
Totenhemma waago

Dzan didi shansia mesameze ro gavidet unda gaomiyenont es shansi
0
№8
ავტორი: Manstark_United
9 მარტი 2019 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრალური მცველის შეძენა გვჭირდება აუცილებლად.თუ მარჯვენა ფლანგსაც გააძლიერებენ ხომ კარგი თუ არადა არც ეგ იქნება კატასტროფა.ერთი საყრდენის დამატებაც წაგვადგებოდა,მაგრამ არც მანდ გვიჭირს დიდად.
------მარსიალი------ლუკაკუ------რაშფორდი-------
--------------------------პოგბა-----------------------------
----------------მატიჩი---------ერერა---------------------
---შოუ---------(ცმ)------ლინდელოფი----დალოტი-
-------------------------დე ხეა-----------------------------
კაროჩე დაცვას მივხედოთ და მომავალ წელს ნებისმიერ ტიტულზე გვექნება პრეტენზია.
0
№9
ავტორი: ROI
9 მარტი 2019 21:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ციტატა: pogba p
ბიჭებო ლიგის კენჭისყრა როდის არის?

Paraskebs tuarvcdebi
0
№10
ავტორი: Malboro463
9 მარტი 2019 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
პორტუგალიელი მცველების ნაკლებად მჯერა თან გამოცდილი ხალხია საჭირო დაცვაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top