თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2019, 12:36
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2744,
კომენტარები: 15
Evening Standard: დე ხეამ ახალ კონტრაქტზე უარი განაცხადა
კლუბი და ესპანელი მეკარე ვერ თანხმდებიან.
Evening Standard: დე ხეამ ახალ კონტრაქტზე უარი განაცხადა
ბრიტანული გამოცემა Evening Standard-ი დე ხეას კონტრაქტის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. "მანჩესტერ იუნაიტედსა" და დავიდ დე ხეას შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კვლავ ჩიხში შევიდა - ესპანელმა მეკარემ კლუბის შეთავაზება იუარა.

შეთავაზებული კონტრაქტის თანახმად, 28 წლის მეკარე კვირაში 350 ათას ფუნტს მიიღებდა, რის შემდეგაც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდებოდა. ამჟამად კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ალექსის სანჩესია, რომელის შემოსავალი კვირაში 400 ათასი ფუნტია.

დე ხეას უკმაყოფილების მიზეზი და მოთხოვნები ჯერჯერობით უცნობია. როგორც ცნობილია, მანჩესტერელთა მეკარის შეძენით "პარი სენ-ჟერმენი" და "იუვენტუსი" ინტერესდებიან.

ესპანელი მანჩესტერულ კლუბს 2011 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ატლეტიკოდან" შეუერთდა. მანჩესტერელებს მისი ტრანსფერი 22 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. დე ხეას ამჟამინდელი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა კლუბს შეუძლიია კონტრაქტში შეტანილი პუნქტი გამოიყენოს და ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით ავტომატურად გაახანგრძლივოს.
ჭორები
15 კომენტარი
№11
ავტორი: de gea1
27 თებერვალი 2019 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
რა ევენინგ სტანდარტი სასაცილოა
0
№12
ავტორი: JuanMata
27 თებერვალი 2019 17:07
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: რეალისტი
ამჟამად კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ალექსის სანჩესია, რომელის შემოსავალიც კვირაში 400 ათასი ფუნტია.

ჯერ მარტო ამიტომაა დასაბრედი ხელმძღვანელობა!


ძაან გაბერილი ხელფასია, მაგრამ სანჩესი გადმოდიოდა კლუბში როგორც ტოპ ფეხბურთელი, ვარსკვლავი.

ხელფასზე უარი რომ ეთქვათ და სიტიში წასულიყო, იმაზე უარესი ამბავი ატყდებოდა, ვიდრე ახლა ამ 400 ათასზეა.

ასე ნებისმიერ ტრანსფერზე შეიძება დაგემართოს. ის უფრო ტეხავს, 350 ათასზე, რომ არ ხარ კმაყოფილი, იმიტომ რომ სანჩესს მეტი აქვს ხელფასი, რომელიც ზაფხულში დიდი ალბათობით, წავა გუნდიდან.
0
№13
ავტორი: giorgi_mg
27 თებერვალი 2019 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
20 მილიონი წელიწადში, ეს თანხა შესთავაზეს მაგრამ უარი თქვა. გარდა თანხისა კონტრაქტში უამრავი მნიშვნელოვანი პუნქტია რომელიც არ ჟღერდება თავისთავად, მე უფრო ეგ პუნქტები მგონია პრობლემა, თორე ეს ისეთი თანხაა ამაზე მეტს ვინ გადაიხდის?! ერთადერთი პსჟ, სადაც არ მგონია რომ წასვლა უნოდეს.
0
№14
ავტორი: glory28
27 თებერვალი 2019 20:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: giorgi_mg
20 მილიონი წელიწადში, ეს თანხა შესთავაზეს მაგრამ უარი თქვა. გარდა თანხისა კონტრაქტში უამრავი მნიშვნელოვანი პუნქტია რომელიც არ ჟღერდება თავისთავად, მე უფრო ეგ პუნქტები მგონია პრობლემა, თორე ეს ისეთი თანხაა ამაზე მეტს ვინ გადაიხდის?! ერთადერთი პსჟ, სადაც არ მგონია რომ წასვლა უნოდეს.

გეთანხბები მარტო ფული არ არის კონტრაქტი
0
№15
ავტორი: giorgi_mg
27 თებერვალი 2019 23:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: glory28
ციტატა: giorgi_mg
20 მილიონი წელიწადში, ეს თანხა შესთავაზეს მაგრამ უარი თქვა. გარდა თანხისა კონტრაქტში უამრავი მნიშვნელოვანი პუნქტია რომელიც არ ჟღერდება თავისთავად, მე უფრო ეგ პუნქტები მგონია პრობლემა, თორე ეს ისეთი თანხაა ამაზე მეტს ვინ გადაიხდის?! ერთადერთი პსჟ, სადაც არ მგონია რომ წასვლა უნოდეს.

გეთანხბები მარტო ფული არ არის კონტრაქტი

ცუდი ტენდენციაა, თუ კონტრაქტს არ თანხმდება ფეხბურთელი ყველას გონია რომ მხოლოდ თანხა არ აკმაყოფილებს, არადა დაწყებული პადიომებით, კონტრაქტის ვადებით, გამოსასყიდი თანხებით, გაყიდული მაისურებიდან პროცენტები გინდა თუ სარეკლამო ჰონორარი, უამრავია ასე რომ გავყვეთ და კიდევ რამდენი არ ვიცით, მათ შორის არის ერთ-ერთი უმთავრესი კლუბის ამბიციები და მწვრთნელი.

ციტატა: JuanMata
ციტატა: რეალისტი
ამჟამად კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ალექსის სანჩესია, რომელის შემოსავალიც კვირაში 400 ათასი ფუნტია.

ჯერ მარტო ამიტომაა დასაბრედი ხელმძღვანელობა!


ძაან გაბერილი ხელფასია, მაგრამ სანჩესი გადმოდიოდა კლუბში როგორც ტოპ ფეხბურთელი, ვარსკვლავი.

ხელფასზე უარი რომ ეთქვათ და სიტიში წასულიყო, იმაზე უარესი ამბავი ატყდებოდა, ვიდრე ახლა ამ 400 ათასზეა.

ასე ნებისმიერ ტრანსფერზე შეიძება დაგემართოს. ის უფრო ტეხავს, 350 ათასზე, რომ არ ხარ კმაყოფილი, იმიტომ რომ სანჩესს მეტი აქვს ხელფასი, რომელიც ზაფხულში დიდი ალბათობით, წავა გუნდიდან.

მაგხელა ხელფასს ფეხბურთელს (ფეხბურთელის დონის შესაბამისს) მაშინ უნიშნავენ როცა ტრანსფერში ფულს არ იხდიან. თუ გსმენიათ პადიომის შესახებ?! ტრანსფერიდან მიღებული %_ია (არა დადგენილი, შეთანხმების ამბავია, ან პირდაპირ მოჭრილი) შესაბამისად როცა ტრანსფერში თანხას არ იხდი ამიტომ ითხოვენ და ნიშნავენ კიდეც ამხელა ხელფასებს და ეს ყველა ფეხბურთელმა იცის მითუმეტეს ეგეთ დონეზე. ამის ტრანსფერში რომ მაგ: 30 მილიონი გადაგვეხადა 250ზე მეტს არ დაუნიშნავდნენ, ასევე მნიშვნელოვანია რამდენ წლიანია კონტრაქტი, ეგეც ზრდის ან ამცირებს ხელფასს რიგ შემთხვევებში.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top