ბრიტანული გამოცემა Evening Standard-ი დე ხეას კონტრაქტის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. "მანჩესტერ იუნაიტედსა" და დავიდ დე ხეას შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კვლავ ჩიხში შევიდა - ესპანელმა მეკარემ კლუბის შეთავაზება იუარა.
შეთავაზებული კონტრაქტის თანახმად, 28 წლის მეკარე კვირაში 350 ათას ფუნტს მიიღებდა, რის შემდეგაც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდებოდა. ამჟამად კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ალექსის სანჩესია, რომელის შემოსავალი კვირაში 400 ათასი ფუნტია.
დე ხეას უკმაყოფილების მიზეზი და მოთხოვნები ჯერჯერობით უცნობია. როგორც ცნობილია, მანჩესტერელთა მეკარის შეძენით "პარი სენ-ჟერმენი" და "იუვენტუსი" ინტერესდებიან.
ესპანელი მანჩესტერულ კლუბს 2011 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ატლეტიკოდან" შეუერთდა. მანჩესტერელებს მისი ტრანსფერი 22 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. დე ხეას ამჟამინდელი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა კლუბს შეუძლიია კონტრაქტში შეტანილი პუნქტი გამოიყენოს და ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით ავტომატურად გაახანგრძლივოს.