თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2019, 19:37
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1898,
კომენტარები: 12
"ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს"
ალექსის სანჩესის განცხადებით, "იუნაიტედს" პსჟ-ს დამარცხება შეუძლია.
"იუნაიტედი" სამშაბათს პსჟ-ს უმასპინძლებს. "წითლები" საკმაოდ თავდაჯერებულები არიან, რადგანაც ბოლო 11 მატჩში 10 გამარჯვება მოიპოვეს.

სანჩესმა "ბარსელონასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვება ვერ შეძლო, რადგან კლუბმა სწორედ იმ პერიოდში მოიპოვა გამარჯვება, როცა სანჩესი იქ არ იმყოფებოდა.

"ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. მე ბარსელონაში ამ იმედით ვცხოვრობდი და ვნახე როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს აქ შევძლებ ჩემპიონთა ლიგის მოგებას, რატომაც არა?"

"ახლა ჯგუფური ეტაპების შემდეგ პირველი მატჩი გველის პსჟ-ს წინააღმდეგ. ეს დიდი გამოწვევა და გამოცდა იქნება. ეს ფეხბურთის 180 წუთია და ყველაფერი შეიძლება, რომ მოხდეს."

"იუნაიტედს" ძალიან დიდი ისტორია აქვს და ყველა მოწინააღმდეგის დამარცხება შეუძლია. თუ ჩვენ "ოლდ ტრაფორდზე" გავიმარჯვებთ და გოლს არ გავუშვებთ, მაშინ ვფიქრობ, რომ მეორე მატჩში ფავორიტები ვიქნებით."

"ვფიქრობ, ამის გაკეთება შეგვიძლია და "იუნაიტედის" შეტევას კი ბევრი გოლის გატანა შეუძლია პარიზში."


წყარო: SkySports
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
11 თებერვალი 2019 00:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
3:1 მოვიგოთ არაა პრობლემაა ესე მგონია 2 ბურთიანი სხვაობით მოვიგებთ
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
11 თებერვალი 2019 16:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გოლი არ უნდა გავუშვათ და რაც შეიძლება ბევრი გავიტანოტ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top