"იუნაიტედი" სამშაბათს პსჟ-ს უმასპინძლებს. "წითლები" საკმაოდ თავდაჯერებულები არიან, რადგანაც ბოლო 11 მატჩში 10 გამარჯვება მოიპოვეს.
სანჩესმა "ბარსელონასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვება ვერ შეძლო, რადგან კლუბმა სწორედ იმ პერიოდში მოიპოვა გამარჯვება, როცა სანჩესი იქ არ იმყოფებოდა.
"ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. მე ბარსელონაში ამ იმედით ვცხოვრობდი და ვნახე როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს აქ შევძლებ ჩემპიონთა ლიგის მოგებას, რატომაც არა?"
"ახლა ჯგუფური ეტაპების შემდეგ პირველი მატჩი გველის პსჟ-ს წინააღმდეგ. ეს დიდი გამოწვევა და გამოცდა იქნება. ეს ფეხბურთის 180 წუთია და ყველაფერი შეიძლება, რომ მოხდეს."
"იუნაიტედს" ძალიან დიდი ისტორია აქვს და ყველა მოწინააღმდეგის დამარცხება შეუძლია. თუ ჩვენ "ოლდ ტრაფორდზე" გავიმარჯვებთ და გოლს არ გავუშვებთ, მაშინ ვფიქრობ, რომ მეორე მატჩში ფავორიტები ვიქნებით."
"ვფიქრობ, ამის გაკეთება შეგვიძლია და "იუნაიტედის" შეტევას კი ბევრი გოლის გატანა შეუძლია პარიზში."