თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2019, 11:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2365,
კომენტარები: 11
"ოლდ ტრაფორდზე" დიდი სანახაობის მოწყობა იგეგმება
20 წლის იუბილესთან დაკავშირებით "იუნაიტედი" სპეციალურ ღონისძიებას გეგმავს.
"AND SOLSKJAER HAS WON IT!"

ეს უკვდავი სიტყვებია, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა გულშემატკივარს ტკბილად ახსოვს.

1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელიც "ბარსელონაში" "ნოუ კამპზე" გაიმართა, მუდმივად შევიდა საფეხბურთო ისტორიაში.

ადამიანი, რომელმაც "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებს დიდება მოუტანა, სხვა არავინ იყო, თუ არა ოლე გუნარ სოლსკიაერი - ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" დროებითი მწვრთნელი - და ეს ზედგამოჭრილი პატივი იქნება მისთვის.

მატჩის ჩატარება 26 მაისს არის დაგეგმილი - ზუსტად 20 წლის შემდეგ კატალონიის დედაქალაქში ევროპული დიდების მოპოვებიდან.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფონდის წევრები ამაღელვებელ ორგანიზებას უწევდნენ ამ დიდ მოვლენას და დეტალებს მან მალავენ, სანამ ყველაფერი დადასტურდება.

მაგრამ ცნობილი მაინც გახდა, რომ ოცდაორივე მოთამაშე, რომელმაც იმ დღეს "ნოუ კამპზე" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო მატჩი, საქველმოქმედო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

მოსალოდნელია, რომ ეს მატჩი დიდ თანხას შეაგროვებს და მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ადამიანს დაეხმარება, გულშემატკივარს კი გაუღვიძებს იმ ემოციას, რაც ასე დაუვიწყარია.

კლუბის წყარო აცხადებს: "ორივე გუნდის დაბრუნება ასეთი დიდებული მიზეზით ადვილი სულაც არ იყო, მაგრამ ყველა თანახმაა.

საოცარი ახალი ამბავია და ეს იქნება სეზონის დამასრულებელი მატჩი, რომელსაც არავინ დაივიწუებს.

დესერტი კი ის იქნება, რომ გმირი ოლე კვლავ დაგვიბრუნდება".

წყარო: the sun
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
9 იანვარი 2019 23:34
  • სიახლეები: 2945
  • კომენტარები: 3956
დიდებული ისტორია კიდევ ერთხელ გაცოცხლდება.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top