თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2019, 11:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2191,
კომენტარები: 11
"ოლდ ტრაფორდზე" დიდი სანახაობის მოწყობა იგეგმება
20 წლის იუბილესთან დაკავშირებით "იუნაიტედი" სპეციალურ ღონისძიებას გეგმავს.
"AND SOLSKJAER HAS WON IT!"

ეს უკვდავი სიტყვებია, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა გულშემატკივარს ტკბილად ახსოვს.

1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელიც "ბარსელონაში" "ნოუ კამპზე" გაიმართა, მუდმივად შევიდა საფეხბურთო ისტორიაში.

ადამიანი, რომელმაც "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებს დიდება მოუტანა, სხვა არავინ იყო, თუ არა ოლე გუნარ სოლსკიაერი - ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" დროებითი მწვრთნელი - და ეს ზედგამოჭრილი პატივი იქნება მისთვის.

მატჩის ჩატარება 26 მაისს არის დაგეგმილი - ზუსტად 20 წლის შემდეგ კატალონიის დედაქალაქში ევროპული დიდების მოპოვებიდან.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფონდის წევრები ამაღელვებელ ორგანიზებას უწევდნენ ამ დიდ მოვლენას და დეტალებს მან მალავენ, სანამ ყველაფერი დადასტურდება.

მაგრამ ცნობილი მაინც გახდა, რომ ოცდაორივე მოთამაშე, რომელმაც იმ დღეს "ნოუ კამპზე" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო მატჩი, საქველმოქმედო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

მოსალოდნელია, რომ ეს მატჩი დიდ თანხას შეაგროვებს და მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ადამიანს დაეხმარება, გულშემატკივარს კი გაუღვიძებს იმ ემოციას, რაც ასე დაუვიწყარია.

კლუბის წყარო აცხადებს: "ორივე გუნდის დაბრუნება ასეთი დიდებული მიზეზით ადვილი სულაც არ იყო, მაგრამ ყველა თანახმაა.

საოცარი ახალი ამბავია და ეს იქნება სეზონის დამასრულებელი მატჩი, რომელსაც არავინ დაივიწუებს.

დესერტი კი ის იქნება, რომ გმირი ოლე კვლავ დაგვიბრუნდება".

წყარო: the sun
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
9 იანვარი 2019 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
იგივეს შეძლებს უკვე მწვრთნელის რანგში love am
2
№2
ავტორი: Smoke - N
9 იანვარი 2019 11:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
Vau dzaan magari iqneba neta es ceremoniali achvenon chvenma farchakma televiziebma romelimem mainc
0
№3
ავტორი: RojoDiablo
9 იანვარი 2019 11:53
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Smoke - N
Vau dzaan magari iqneba neta es ceremoniali achvenon chvenma farchakma televiziebma romelimem mainc

როგორც წესი, ასეთი მატჩები პირველ არხს აქვს ხოლმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: DRJBECKHAM
9 იანვარი 2019 12:24
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ოლდ ტრაფორდზე თუ ნოუ კამპზე? დაახლოებით როდის იქნება ოფიციალური განცხადება ?
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
9 იანვარი 2019 12:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საინტერესო იქნება, მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცევა love
0
№6
ავტორი: Smoke - N
9 იანვარი 2019 13:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: Smoke - N
Vau dzaan magari iqneba neta es ceremoniali achvenon chvenma farchakma televiziebma romelimem mainc

როგორც წესი, ასეთი მატჩები პირველ არხს აქვს ხოლმე

Vnaxot tu eqneba. Madloba dzma
0
№7
ავტორი: ikeoni
9 იანვარი 2019 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Vaa Ra magari Iqneba
0
№8
ავტორი: რეალისტი
9 იანვარი 2019 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
კაი მატჩი გამოვა, ჩაუჯდებოდა კაცი!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№9
ავტორი: mishiko1
9 იანვარი 2019 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
საინტერესოა კიდევ თუ შეძლებენ ბაიერნის დამარცხებას? და გუნდს ფერგი გაუძღვება ალბად.
0
№10
ავტორი: The Special One
9 იანვარი 2019 17:13
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
იქეთ სულშერი დაბრუნდა, აქეთ RojoDiablo bully
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top