თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2019, 15:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2674,
კომენტარები: 14
სიაში ყოფილი "ლივერპულელიც" მოხვდა
ფილიპე კოუტინიო კლუბის ერთ-ერთ სატრანსფერო სამიზნედ მიიჩნევა.
სიაში ყოფილი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბარსელონასთან" ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყო.

ბრაზილიელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს გასულ წელს შეუერთდა, მაგრამ "ლივერპულიდან" გადასვლის შემდეგ თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა.

"მერსეისაიდელები" კოუტინიოს ხელახლა შეძენაზე ფიქრობენ, მაგრამ CaughtOffside-ის ცნობით, სხვა დიდი კლუბებიც აკვირდებიან მდგომარეობას.

"მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი" და "პარი სენ-ჟერმენი" მსურველთა რიცხვში არიან, თუკი კოუტინიო "ნოუ კამპის" დატოვებას დააპირებს.

იმავე გამოცემის ცნობით, "იუნაიტედმა" ყველაზე პირველმა მიმართა "ბარსელონას", რათა კონკურენტებს 26 წლის ფეხბურთელის შეძენა დაასწროს, თუმცა ფეხბურთელის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია და ერთი შეხედვით არც ისე მარტივი, ვინაიდან კოუტინიოს "ენფილდზე" თავისი რეპუტაციის საბოლოოდ მოსპობა მოუწევს მოწინააღმდეგე გუნდის რიგებში გადასვლით.

თავის მხრივ, ადვილად წარმოსადგენია, რატომ სურს "იუნაიტედს" კოუტინიოს შეძენა - მის მიერ პრემიერ ლიგაში გატარებული პერიოდით დაამტკიცა, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია და შესანიშნავად ჩაანაცვლებს ალექსის სანჩესს, რომელსაც "ოლდ ტრაფორდზე" თავისი თამაში ჯერ კიდევ ვერ უპოვია.

"ბარსელონადან" კოუტინიოს კონტრაქტის გამოსასყიდ თანხად დაახლოებით 100 მლნ. ფუნტი სახელდება და მის გადასახდელად მზად იქნება "ჩელსიც", რომელსაც ედენ აზართან განშორების საფრთხე ემუქრება.

წყარო: caughtoffside
ჭორები
14 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
8 იანვარი 2019 22:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჭორია დიდი ალბათობით
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
8 იანვარი 2019 23:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
კოუტინიო იქეთ იყოს და ძალიან მაინტერესებს სანჩესი თუ ათამაშდა მარსიალს ვუშვებთ ნეტა თუ როგორაა ჩვები საქმე?მარჯვნივ არავინ დგება სრ სანჩესს აყენებენ და 9იანზე ლუკაკუს ნაცვლად რეში მოიაზრება და მართლა მაინტერესებს ყველას აზრი რა მოხდება მაშინ თუ ალექსა დაიქოქა
0
№13
ავტორი: Smoke - N
9 იანვარი 2019 00:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
[quote=Dato kutaisi]კოუტინიო იქეთ იყოს და ძალიან მაინტერესებს სანჩესი თუ ათამაშდა მარსიალს ვუშვებთ ნეტა თუ როგორაა ჩვები საქმე?მარჯვნივ არავინ დგება სრ სანჩესს აყენებენ და 9იანზე ლუკაკუს ნაცვლად რეში მოიაზრება და მართლა მაინტერესებს ყველას აზრი რა მოხდება მაშინ თუ ალექსა დაიქოქა[/quote[quote=Dato kutaisi]კოუტინიო იქეთ იყოს და ძალიან მაინტერესებს სანჩესი თუ ათამაშდა მარსიალს ვუშვებთ ნეტა თუ როგორაა ჩვები საქმე?მარჯვნივ არავინ დგება სრ სანჩესს აყენებენ და 9იანზე ლუკაკუს ნაცვლად რეში მოიაზრება და მართლა მაინტერესებს ყველას აზრი რა მოხდება მაშინ თუ ალექსა დაიქოქა[/quote]
Erti bebiachemi daiqoqeba da meore es beberi sanchesi cavida amis dro jobia vinme naxon sxva ukve sanchos shemcvleli sul tranvebi aqvs da rodis unda shevides formashi? Is sancho agara rac barsashi iyo da vegarasdros gaxdeba is igroki daberda gun2
0
№14
ავტორი: JuanMata
9 იანვარი 2019 11:04
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Dato kutaisi
კოუტინიო იქეთ იყოს და ძალიან მაინტერესებს სანჩესი თუ ათამაშდა მარსიალს ვუშვებთ ნეტა თუ როგორაა ჩვები საქმე?მარჯვნივ არავინ დგება სრ სანჩესს აყენებენ და 9იანზე ლუკაკუს ნაცვლად რეში მოიაზრება და მართლა მაინტერესებს ყველას აზრი რა მოხდება მაშინ თუ ალექსა დაიქოქა


სანჩესი თუ ათამაშდა, მარსიალს ნამდვილად შეუმცირდება სათამაშო დრო, მითუმეტეს, სანჩესი უკეთესია ფლანგზე, ვიდრე მარსიალი. ანტონი მემგონი საერთოდ არაა ფლანგის ფეხბურთელი და ცენტრფორვარდად უნდა იდგეს.

ის მიკვირს, რომ სანჩესს მარჯვენა ფლანგზე არ განიხილავენ საერთოდ, არადა იმ ფეხბურთელებში ვინც გვყავს, ყველაზე რეალური ვარიანტი ეგაა მარჯვენა ფლანგისთვის.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top