თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2019, 15:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2679,
კომენტარები: 14
სიაში ყოფილი "ლივერპულელიც" მოხვდა
ფილიპე კოუტინიო კლუბის ერთ-ერთ სატრანსფერო სამიზნედ მიიჩნევა.
სიაში ყოფილი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბარსელონასთან" ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყო.

ბრაზილიელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს გასულ წელს შეუერთდა, მაგრამ "ლივერპულიდან" გადასვლის შემდეგ თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა.

"მერსეისაიდელები" კოუტინიოს ხელახლა შეძენაზე ფიქრობენ, მაგრამ CaughtOffside-ის ცნობით, სხვა დიდი კლუბებიც აკვირდებიან მდგომარეობას.

"მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი" და "პარი სენ-ჟერმენი" მსურველთა რიცხვში არიან, თუკი კოუტინიო "ნოუ კამპის" დატოვებას დააპირებს.

იმავე გამოცემის ცნობით, "იუნაიტედმა" ყველაზე პირველმა მიმართა "ბარსელონას", რათა კონკურენტებს 26 წლის ფეხბურთელის შეძენა დაასწროს, თუმცა ფეხბურთელის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია და ერთი შეხედვით არც ისე მარტივი, ვინაიდან კოუტინიოს "ენფილდზე" თავისი რეპუტაციის საბოლოოდ მოსპობა მოუწევს მოწინააღმდეგე გუნდის რიგებში გადასვლით.

თავის მხრივ, ადვილად წარმოსადგენია, რატომ სურს "იუნაიტედს" კოუტინიოს შეძენა - მის მიერ პრემიერ ლიგაში გატარებული პერიოდით დაამტკიცა, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია და შესანიშნავად ჩაანაცვლებს ალექსის სანჩესს, რომელსაც "ოლდ ტრაფორდზე" თავისი თამაში ჯერ კიდევ ვერ უპოვია.

"ბარსელონადან" კოუტინიოს კონტრაქტის გამოსასყიდ თანხად დაახლოებით 100 მლნ. ფუნტი სახელდება და მის გადასახდელად მზად იქნება "ჩელსიც", რომელსაც ედენ აზართან განშორების საფრთხე ემუქრება.

წყარო: caughtoffside
ჭორები
14 კომენტარი
№1
ავტორი: რეალისტი
8 იანვარი 2019 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
:დდ იმედია ხუმრობაა, რა ჯანდაბთ გვინდა ეს ნალივერპულელი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№2
ავტორი: The Special One
8 იანვარი 2019 15:46
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
არ გვჭირდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№3
ავტორი: Smoke - N
8 იანვარი 2019 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
Olegas tu shekitxes ar gadmoiyvans amas yliverpuli ise ezizgeba ro misi yofili fegburteli ar chirdeba fans ra utxra ro mcodnodao ro magis fani iyavio xels ar chamogartmevdio da fegburtels moiyvans gundshi manutd wink am
0
№4
ავტორი: OzBeTa
8 იანვარი 2019 16:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
შანსი არაა ამას არგაყიდის ბარსა და ჩვენც არამგონია ვიყიდოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№5
ავტორი: Svanchester
8 იანვარი 2019 16:32
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
უბრალო სატრანსფერო ჭორი და მეტი არაფერი.
0
№6
ავტორი: shotkin
8 იანვარი 2019 16:35
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
გაათრიეთ არ გვინდა რა
0
№7
ავტორი: ikeoni
8 იანვარი 2019 16:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Zgapariaa magari
0
№8
ავტორი: fergia
8 იანვარი 2019 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 108
ჭორი იქნება და რომც არიყოს მაინც არგვინდა აგერ ალექსა ათამაშდება ოლეს ხელში და კოუტინიო რა ლოვრენად გვინდა...
0
№9
ავტორი: nika1983
8 იანვარი 2019 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
მბამპეში უცლის პსჟ და 100 ლიმონსაც ამატებ ს , ეს უფრო რეალური მგონია
0
№10
ავტორი: stepno
8 იანვარი 2019 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეს ტრანსფერი იმედია არასოდეს არ განხორციელდება და ზოგადად ვიმედოვნებ რო ძველი ლივერპულის და ბარსელონაში მოთამაშე არცერთ ფეხბურთელს არ იყიდის მანჩესტერი
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top