თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2018, 00:46
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2876,
კომენტარები: 20
ოლე : "ფეხბურთელები ფანტასტიკურად გამოიყურებოდნენ"
ოლე გუნარ სოლსკიარეს - მატჩის შემდგომი კომენტარი.
ოლე :
ახალმა ბოსმა მატჩი შეაფასა.

შესანიშნავი პასუხი

მანჩესტერში ოთხშაბათს საღამოს ჩამოვედი, სულ რაღაც 3 დღე მქონდა მატჩისთვის მოსამზადებლად, ვფიქრობ უენ რუნის სიტყვები ძალიან დაგვეხმარა, მან ბიჭებს შემოუთვალა : "დატკბით საკუთარი თამაშით, გაიღიმეთ და უბრალოდ იყავით 'მანჩესტერ იუნატედი'". სწორედ ეს ვთხოვე მე მათ, იმიტომ რომ ძალიან მძიმე კვირა აღმოჩნდა ჩვენთვის, ყველასთვის. ძალიან ბევრი მაგარი მომენტი შეიქმნა, მათ ფანტასტიკურად იმოქმედეს.

ფლანგის მცველების ახალი ამპლუა

გუშინ, ჩვენ პატარა სესია მოვაწყეთ სათამაშო სტილის, ჩვენ გვსურდა ეშლი იანგს უმეტესი დრო მეტოქის საჯარიმოში გაეტარებინა, ასევე ლუკ შოუს დავალება იყო ენტონი მარსიალის უკან დგომა და მისი დახმარება, ვინაიდან ენტონი საოცრად თამაშობს ერთი-ერთზე. ორივემ ძალიან კარგად გაართვა თავი ამ დავალებას.

მძიმე სამუშაო

ყველაზე მარტივი და უფასო საშუალება წარმატების მისაღწევად, ეს საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებაა. სწორედ ამ მიდგომით გამოვიდნენ ისინი მოედანზე, ჩვეუელბრივზე ალბათ, ორჯერ ან უფრო მეტჯერ ბევრი ირბინეს, როგორ არ უნდა გამოიყენო ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც მარკუს რაშფორდი და ჯესი ლინგარდი არიან, ისინი უბრალოდ დაფრინავენ.

დაცვის სასწაული თამაში

ჩვენ გვსურს ისინი სრულყოფილი წევრები გახდნენ ამ შეტევითი ტაქტიკის, ჩვენ გვსურს რაც შეილება მეტჯერ ჩაერთონ შეტევაში. რა თქმა უნდა თითოეულ მატჩს შესაბამისი მიდგომა ესაჭიროება, დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ ორი ცენტრალური მცველით თამაში და ორივემ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

უფრო მეტი სათამაშო ხარისხი

შესანიშნავი კომპლიმენტია. ფეხბურთელებს სურთ გუნდისთვის მაქსიმუმის გაღება, მათ მაისურებზე "მანჩესტერ იუნატედის" ლოგოა გამოსახული, ეს კი იმას ნიშნავს რომ ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან და ამიტომაც ჰქვიათ მათ "იუნატედის" ფეხბურთელები. როდესაც პირველად ხვდები ახალ ხალხს, ძალიან რთულია, განიცდი ამ ყველაფერს, თუმცა გასული ღამეს ძალიან მშვიდათ მეძინა, ვინაიდან ვიგრძენი, რომ რაღაცნაირად დავმშვიდდი. ასევე უდიდესი როლი ითამაშეს ამ გმირობაში, როგორც კერიკმა, ისე კირიანმაც.

საჭირო გამარჯვება

ჩვენ ისეთ ეტაპზე ვიმყოფებით, რომ თითოეული მატჩი მოსაგებია, დაშორება ოთხეულის გუნდებთან 8-9 ქულაა, შემდეგი მატჩი კი საჩუქრის სახით "ჰანდერსფილდი" გვერგო, ბიჭებმა ჯერ ამ დღით ისიამოვნონ ბოლომდე, ხოლო შემდეგ გადავერთვებით უკვე მომდევნო მატჩზეც.

სამუშაო გრძელდება

ახლა ვერაფერს გავაკეთებ, იმის გარდა, რომ დავუბრუნდეთ სავარჯიშო მოედანს, გავაანალიზოთ ის შეცდომები რაც დღეს დავუშვით და მივყვეთ იმ იდეის განხორციელებას რითაც მე და მაიკ ფელანი მოვედით.

შიშის ფაქტორის უკუგდება

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მე ვთამაშობდი "ოლდ ტრაფორდზე" ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც 90 წუთი უტევ, მაგრამ გოლი გაგაქვს, თუმცა თავში ერთი აზრი გიტრიალებს მაინც, ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას. ყოველთვის არ ხდება ისე, რომ პირველ 3 წუთი გოლი გაიტანო, შემდომ კიდევ 4 და მარტივად მოიგო, ძალიან ბევრი მომენტი იქნება, როდესაც შტანგა გახდება ბარიერი, როდესაც სასწაულებრივად გამოიტანენ ბურთს კარის ხაზიდან, ამ ყველაფრიდან გამოსავალი კი მოთმინება, ჟინი და უფრო მეტი აგრესიის გამოვლენაა, რომ გუნდებს ეშინოდეთ "ოლდ ტრაფორდის".

"ოლდ ტრაფორდის" მოლოდინი და სიამაყის გრძნობა

როგორ შეიძლება არ იყო ამაყი, როდესაც თქვენ წილად გხვდათ გერქვათ "მანჩესტერ იუნატედის" მწვრთნელი და სათამაშოთ გაგყვადეთ გუნდი "ოლდ ტრაფორდზე". მოუთმენლად ველი ამ წუთებს.
პრესკონფერენცია
20 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
23 დეკემბერი 2018 09:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Shemdeg turshi sachuqrad hadelsfildi gvergooo:))))❤️
0
№12
ავტორი: trusard
23 დეკემბერი 2018 09:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
ძველი უნიტედი გამახსენდა. სწრაფი თამაში, სწრაფი შეტევები და ბურთის კონტროლი. კარდიფზე კარგად კიარ უთამაშიათ ლივერპულს მარა უბრალოდ ჩვენ არ ვარგოდით, თორემ ამ ანგარიშს დაუმთავრებდით :D :-*
0
№13
ავტორი: levionok
23 დეკემბერი 2018 09:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ეს ბიჭები ისეთი ბედნიერები არიან მაურინიოს წასვლით ამათი გამჩერებელი კაცი აღარ არის და თან მოვიდა ვინ?! კაცი რომელიც ფლობს სტილს რომელიც ყველაფეხბურთელის ოცნებაა იუნაიტედში. ასეთი განცხადებები ჭირდებათ დიახ საჩუქარია ჰადერსფილდი ჩვენთვის და მეტი არაფერი და გაიყვანს დაქოქილ გუნდს და 5 ს იმათაც გაუტანენ ერთი გრანდის გაცალმტვერება და დაუბრინდებქთ გინდებს იუნაიტედის შიში რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთელ რიგ თამაშებში.
0
№14
ავტორი: Vaskaa
23 დეკემბერი 2018 10:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ოთხეულის მჯერა.
ოღონდ ლივერპული არა და გახდეს ისევ სიტი ჩემპიონი. ვინ მეთანხმებით?
0
№15
ავტორი: JuanMata
23 დეკემბერი 2018 11:45
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ფეხბურთელები სულ სხვანაირად დავინახე.

დაცვა ძალიან კარგად მოქმედებდა, სულ სხვანაირად ითამაშეს, უფრო აგრესიულად, წინ მოდიოდნენ, კომბინაციებში იღებდნენ მონაწილეობას და მარტო ბურთის მოშორებაზე არ იყვნენ ორიენტირებულები.

მატიჩი, აღმოჩნდა რომ, მშვენივრად ანაწილებს ბურთებს სიღრმიდან და ფლანგებზე უპრობლემოდ გადააქვს ბურთები.

პოგბას შეუძლია შავი სამუშაოა შესრულებაც, 9-ჯერ დაუბრუნა ბურთი გუნდს და შეტევაშიც ძაან პროდუქტიული იყო, რაც მთავარია მკაცრად თავის პოზიციაზე თამაშობდა და მარცხენა ფლანგი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.

წინა სამეული მშვენივრად კომბინირებდა და ძალიან ბევრს დარბოდნენ.
მოკლედ რთულია სუსტი რგოლის გამოყოფა, იყო ცუდი მომენტებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში იდეალური მატჩი გამოვიდა. სულ 3-ჯერ ჩააწოდა იუნაიტედმა საჯარიმოში თამაშიდან wink

გაგვიმართლა, რომ სწრაფი გოლი გავიტანეთ, მომენტების რეალიზება საკმაოდ კარგი იყო, რაც ყოველთვის არ მოხდება. მაგრამ თვითონ თამაში და ფეხბურთელების მიდგომა, იყო ისეთი, რაც ძალიან დიდი ხანია არ გვინახავს.

გუშინდელი მატჩის მერე, მჯერა რომ სანჩესი და ლუკაკუც ათამაშდებიან.
0
№16
ავტორი: K1llsw1tch
23 დეკემბერი 2018 11:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ოლე love
0
№17
ავტორი: PaLoMo
23 დეკემბერი 2018 12:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
სწორედ ესაა მტა არი უნდა იცოდე სად ხარ და ვის ფორმას ატარებ ეს უნდა გაიაზროს თითოეულმა ფეხბურთელმა და ამას ოლე მიხედავს ქქ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№18
ავტორი: tazooo
23 დეკემბერი 2018 17:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
მანჩესტერის ფანებო თქვენი დედები, ტყუილად ნუ დაბლოკავთ მაინც ხლიდან დვრეგისტრირდები.
0
№19
ავტორი: Shota Blues
25 დეკემბერი 2018 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ციტატა: shotkin
ოლეე ოლე ოლე ოლეეე მიდი ოლე გვჯერა შენი ჯერ ყველაფერს თავი რო დავანებოთ მიხარია რო იმ ფეხბურთის მიმდევარი ხარ იდეოლოგიურად რაც სისხლში აქვს ამ გუნდს love

მეც ეგრე ვღრიალებდი D არ მეგონა ვინმეს მოსვლა ესე თუ გამახარებდა! არ ვიცოდი თუ მოიაზრებოდა საერთოდ მაინც ოლეს მოსვლა
0
№20
ავტორი: SANDROGRIGA
26 დეკემბერი 2018 14:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს განწყობა უნდა გაყვეს გუნდს სულ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top