23-12-2018, 00:46
ნანახია: 3024,
კომენტარები: 20
ოლე : "ფეხბურთელები ფანტასტიკურად გამოიყურებოდნენ"
ოლე გუნარ სოლსკიარეს - მატჩის შემდგომი კომენტარი.
ახალმა ბოსმა მატჩი შეაფასა.
შესანიშნავი პასუხი
მანჩესტერში ოთხშაბათს საღამოს ჩამოვედი, სულ რაღაც 3 დღე მქონდა მატჩისთვის მოსამზადებლად, ვფიქრობ უენ რუნის სიტყვები ძალიან დაგვეხმარა, მან ბიჭებს შემოუთვალა : "დატკბით საკუთარი თამაშით, გაიღიმეთ და უბრალოდ იყავით 'მანჩესტერ იუნატედი'". სწორედ ეს ვთხოვე მე მათ, იმიტომ რომ ძალიან მძიმე კვირა აღმოჩნდა ჩვენთვის, ყველასთვის. ძალიან ბევრი მაგარი მომენტი შეიქმნა, მათ ფანტასტიკურად იმოქმედეს.
ფლანგის მცველების ახალი ამპლუა
გუშინ, ჩვენ პატარა სესია მოვაწყეთ სათამაშო სტილის, ჩვენ გვსურდა ეშლი იანგს უმეტესი დრო მეტოქის საჯარიმოში გაეტარებინა, ასევე ლუკ შოუს დავალება იყო ენტონი მარსიალის უკან დგომა და მისი დახმარება, ვინაიდან ენტონი საოცრად თამაშობს ერთი-ერთზე. ორივემ ძალიან კარგად გაართვა თავი ამ დავალებას.
მძიმე სამუშაო
ყველაზე მარტივი და უფასო საშუალება წარმატების მისაღწევად, ეს საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებაა. სწორედ ამ მიდგომით გამოვიდნენ ისინი მოედანზე, ჩვეუელბრივზე ალბათ, ორჯერ ან უფრო მეტჯერ ბევრი ირბინეს, როგორ არ უნდა გამოიყენო ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც მარკუს რაშფორდი და ჯესი ლინგარდი არიან, ისინი უბრალოდ დაფრინავენ.
დაცვის სასწაული თამაში
ჩვენ გვსურს ისინი სრულყოფილი წევრები გახდნენ ამ შეტევითი ტაქტიკის, ჩვენ გვსურს რაც შეილება მეტჯერ ჩაერთონ შეტევაში. რა თქმა უნდა თითოეულ მატჩს შესაბამისი მიდგომა ესაჭიროება, დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ ორი ცენტრალური მცველით თამაში და ორივემ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.
უფრო მეტი სათამაშო ხარისხი
შესანიშნავი კომპლიმენტია. ფეხბურთელებს სურთ გუნდისთვის მაქსიმუმის გაღება, მათ მაისურებზე "მანჩესტერ იუნატედის" ლოგოა გამოსახული, ეს კი იმას ნიშნავს რომ ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან და ამიტომაც ჰქვიათ მათ "იუნატედის" ფეხბურთელები. როდესაც პირველად ხვდები ახალ ხალხს, ძალიან რთულია, განიცდი ამ ყველაფერს, თუმცა გასული ღამეს ძალიან მშვიდათ მეძინა, ვინაიდან ვიგრძენი, რომ რაღაცნაირად დავმშვიდდი. ასევე უდიდესი როლი ითამაშეს ამ გმირობაში, როგორც კერიკმა, ისე კირიანმაც.
საჭირო გამარჯვება
ჩვენ ისეთ ეტაპზე ვიმყოფებით, რომ თითოეული მატჩი მოსაგებია, დაშორება ოთხეულის გუნდებთან 8-9 ქულაა, შემდეგი მატჩი კი საჩუქრის სახით "ჰანდერსფილდი" გვერგო, ბიჭებმა ჯერ ამ დღით ისიამოვნონ ბოლომდე, ხოლო შემდეგ გადავერთვებით უკვე მომდევნო მატჩზეც.
სამუშაო გრძელდება
ახლა ვერაფერს გავაკეთებ, იმის გარდა, რომ დავუბრუნდეთ სავარჯიშო მოედანს, გავაანალიზოთ ის შეცდომები რაც დღეს დავუშვით და მივყვეთ იმ იდეის განხორციელებას რითაც მე და მაიკ ფელანი მოვედით.
შიშის ფაქტორის უკუგდება
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მე ვთამაშობდი "ოლდ ტრაფორდზე" ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც 90 წუთი უტევ, მაგრამ გოლი გაგაქვს, თუმცა თავში ერთი აზრი გიტრიალებს მაინც, ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას. ყოველთვის არ ხდება ისე, რომ პირველ 3 წუთი გოლი გაიტანო, შემდომ კიდევ 4 და მარტივად მოიგო, ძალიან ბევრი მომენტი იქნება, როდესაც შტანგა გახდება ბარიერი, როდესაც სასწაულებრივად გამოიტანენ ბურთს კარის ხაზიდან, ამ ყველაფრიდან გამოსავალი კი მოთმინება, ჟინი და უფრო მეტი აგრესიის გამოვლენაა, რომ გუნდებს ეშინოდეთ "ოლდ ტრაფორდის".
"ოლდ ტრაფორდის" მოლოდინი და სიამაყის გრძნობა
როგორ შეიძლება არ იყო ამაყი, როდესაც თქვენ წილად გხვდათ გერქვათ "მანჩესტერ იუნატედის" მწვრთნელი და სათამაშოთ გაგყვადეთ გუნდი "ოლდ ტრაფორდზე". მოუთმენლად ველი ამ წუთებს.