თბილისი:
მანჩესტერი:
18-12-2018, 14:47
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2188,
კომენტარები: 11
გარი ნევილი "იუნაიტედს" მაურისიო პოჩეტინოს ურჩევს
გარის მოურინიოს მემკვიდრედ არგენტინელი სეციალისტი სურს.
გარი ნევილი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი და ამჟამად skysports - ის ექსპერტი გარი ნევილი "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობას მოუწოდებს, რომ ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ კლუბის ვაკანტურ ადგილას "ტოტოენჰემის" არგენტინელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინო მიიწვიონ. ექსპერტის აზრით, მაურისიო სწორედ ის არის ვინც "მანჩესტერ იუნაიტედის" ტრადიციას და ფილოსოფიას შეეფერება.

"მე ჯერ კიდევ მაშინ მსურდა არგენტინელი სპეციალისტი "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, სანამ კლუბი ჟოზე მოურინიოს დაითხოვდა."

"ვთვლი, რომ პოჩეტინო იმ მწვრთნელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ღირსეულად შეეფერება გუნდის ტრადიციებს, მისი თამაშის სტილი ჩემში დიდ აღფრთოვანებას იწვევს, გარდა ამისა ის დიდ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა ფეხბურთელებს და ანვითარებს მათ, ამ ყველაფერს მაურისიო ჯერ კიდევ "საუთჰემპტონში" მუშაობის დროს აკეთებდა და იგივე სამუშაოს ასრულებს "ტოტენჰემშიც." აღნიშნული განცხადება, გარიმ რამდენიმე წუთის წინ skysports - ის, პირდაპირ ეთერში გააკეთა.

წყარო:skysports
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
19 დეკემბერი 2018 00:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ამ სეზონში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ჩემპ ლიგაზე მოვხვდეთ თორემ ძალიან გართულდება ზაფხულში ტრანსფერები. ქერიქიტ ეგ ამბავი არ გამოვა და იმედია დანიშნავენ ეგრევე ზიზუს რა დარწმუნებული ვარ ძალიან მაგრად მოქოქავს გუნდს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top