"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი და ამჟამად skysports - ის ექსპერტი გარი ნევილი "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობას მოუწოდებს, რომ ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ კლუბის ვაკანტურ ადგილას "ტოტოენჰემის" არგენტინელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინო მიიწვიონ. ექსპერტის აზრით, მაურისიო სწორედ ის არის ვინც "მანჩესტერ იუნაიტედის" ტრადიციას და ფილოსოფიას შეეფერება.
"მე ჯერ კიდევ მაშინ მსურდა არგენტინელი სპეციალისტი "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, სანამ კლუბი ჟოზე მოურინიოს დაითხოვდა."
"ვთვლი, რომ პოჩეტინო იმ მწვრთნელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ღირსეულად შეეფერება გუნდის ტრადიციებს, მისი თამაშის სტილი ჩემში დიდ აღფრთოვანებას იწვევს, გარდა ამისა ის დიდ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა ფეხბურთელებს და ანვითარებს მათ, ამ ყველაფერს მაურისიო ჯერ კიდევ "საუთჰემპტონში" მუშაობის დროს აკეთებდა და იგივე სამუშაოს ასრულებს "ტოტენჰემშიც." აღნიშნული განცხადება, გარიმ რამდენიმე წუთის წინ skysports - ის, პირდაპირ ეთერში გააკეთა.