თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2018, 20:25
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2706,
კომენტარები: 17
მარსიალის მომავალი გადაწყვეტილია
დარჩება თუ არა ფრანგი "იუნაიტედში"
მარსიალის მომავალი გადაწყვეტილია
"მანჩესტერ იუნაიტედი" ენტონი მარსიალს ერთ წლიანი კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებს. შედეგად, ფრანგი "ოლდ ტრაფორდზე" 2020 წლამდე დარჩება.

მარსიალს კონტრაქტი ზაფხულში ეწურებოდა, მაგრამ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ ფრანგის შენარჩუნებას კიდევ ერთი წლით ფიქრობს. კლუბმა მოლაპარაკებები აგვისტოშივე დაიწყო და დღემდე აგრძელებს.

ფრანგი ამჟამად "იუნაიტედის" ბომბარდირია. ამ სეზონში ის რვა გოლს იწერს. მართალია, მას "იუნაიტედის" დატოვება ზაფხულში უნდოდა და ამ აზრს არც მოურინიო ეწინააღმდეგებოდა, თუმცა შემდგომ ურთიერთობები დალაგდა და მარსიალმა პირველ გუნდში ადგილი მყარად დაიკავა.

მარსიალმა სეზონი ცუდად დაიწყო, თუმცა შემდგომ მთელი თავისი ძალებითა და დიდებულებით დაუბრუნდა კლუბს. მართალია, "ლივერპულთან" იგი სკამზე იჯდა, მაგრამ ამის მიზეზი მხოლოდ მისი ტრავმა გახლდათ.

მარსიალის მსგავს მდგომარეობაში იმყოფებოდა ანტონიო ვალენსიაც, ფილ ჯონსიც, მათეო დარმიანიც, ანდრეას პერეირაც და ჯეიმს უილსონიც. როგორც პრესაში იწერება, "იუნაიტედი" ყველასთან აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებას.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს ეშლი იანგთან, ხუან მატასა და ანდერ ერერასთანაც. მათი კონტრაქტი ექვს თვეში იწურება. ამ სამეულთანაც "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას აპირებს.


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
17 კომენტარი
№11
ავტორი: nika_nikusha
18 დეკემბერი 2018 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
გილოოცაააააავთ !!!! ამ ჩმორიის გაშვებაას ვეღირსეთ როგორც იქნააა !!!!! ზიზუუ გვინდაა ზიზუუუუუ !!!
0
№12
ავტორი: ALEXFERGUSON
18 დეკემბერი 2018 13:02
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: nika_nikusha
გილოოცაააააავთ !!!! ამ ჩმორიის გაშვებაას ვეღირსეთ როგორც იქნააა !!!!! ზიზუუ გვინდაა ზიზუუუუუ !!!

ზიდანი აუცილებალდ. ყველაფერი უნდა გააკეთონ რო ზიდანმა ჩაიბაროს გუნდი. იმედია კონტეს არ მოიყვანენ :)
0
№13
ავტორი: qusi
18 დეკემბერი 2018 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
https://www.worldsport.ge/ge/page/176395_oficialurad-mouriniom-manchesteri-datov
a

გილოცავთ :))) გვეშველა მემგონი )))
0
№14
ავტორი: ALEXFERGUSON
18 დეკემბერი 2018 13:03
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: qusi
https://www.worldsport.ge/ge/page/176395_oficialurad-mouriniom-manchesteri-datov

a

გილოცავთ :))) გვეშველა მემგონი )))

მეც გილოცავთ ყველას. ახალ წელზე მეტად ეს გამიხარდა :) იმედია კონტეს არ მოიყვანენ და ინფაქტს არ ამკიდებენ
0
№15
ავტორი: nika_nikusha
18 დეკემბერი 2018 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
ციტატა: ALEXFERGUSON
ციტატა: qusi
https://www.worldsport.ge/ge/page/176395_oficialurad-mouriniom-manchesteri-datov


a

გილოცავთ :))) გვეშველა მემგონი )))

მეც გილოცავთ ყველას. ახალ წელზე მეტად ეს გამიხარდა :) იმედია კონტეს არ მოიყვანენ და ინფაქტს არ ამკიდებენ





აუ მაგრად გამისწორდა ვალები დამავიწყდა : ))))))
0
№16
ავტორი: krekera
18 დეკემბერი 2018 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ვაიმეე არ მჯერა წავიდა ეს ჩემისაა))) ისე გამიხარდა დაჟე სტატია დავწერე და გავუშვი გამოსაქვეყნებლად :D
ზიზუუუს წურიიიიიიიიიიიიი!
0
№17
ავტორი: JuanMata
18 დეკემბერი 2018 14:05
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: SANDROGRIGA
ციტატა: JuanMata
ციტატა: Barsaaa
Vin gindat mous nacvlad bichebo ?


არსენ ვენგერის ფეხბურთი ძაან მომწონს. რამდენად გაამართლებს, ან ვაფშე მოუნდება მანჩესტერში მოსვლა, ეგ არ ვიცი. wink
უფრო რეალური ალბათ პოჩეტინოა.


ვენგერი თითქმის წარმოუდგენელია. საერთოდ ამ გადმოსახედიდან რთულია ტოპ მწვრთნელის მოყვანა, პოჩეტინოს არც თვითონ უნდა წასვლა და ტოტენჰემიც არ დათმობს, არის კიდე ერთი კარგი ვარიანტი - ჟარდიმი, ცოტა სარისკოა, მაგრამ ღირს ამ რისკის გაწევა.


ჟარდიმიც კარგი ვარიანტია. პოჩეტინოს ზაფხულში დაეჩალიჩებიან აუცილებლად, თუ არ გამოვა, ვინმე სხვას იპოვიან.
ახლა დროებითი მწვრთნელი საინტერესო იქნება.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top