"მანჩესტერ იუნაიტედი" ენტონი მარსიალს ერთ წლიანი კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებს. შედეგად, ფრანგი "ოლდ ტრაფორდზე" 2020 წლამდე დარჩება.
მარსიალს კონტრაქტი ზაფხულში ეწურებოდა, მაგრამ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ ფრანგის შენარჩუნებას კიდევ ერთი წლით ფიქრობს. კლუბმა მოლაპარაკებები აგვისტოშივე დაიწყო და დღემდე აგრძელებს.
ფრანგი ამჟამად "იუნაიტედის" ბომბარდირია. ამ სეზონში ის რვა გოლს იწერს. მართალია, მას "იუნაიტედის" დატოვება ზაფხულში უნდოდა და ამ აზრს არც მოურინიო ეწინააღმდეგებოდა, თუმცა შემდგომ ურთიერთობები დალაგდა და მარსიალმა პირველ გუნდში ადგილი მყარად დაიკავა.
მარსიალმა სეზონი ცუდად დაიწყო, თუმცა შემდგომ მთელი თავისი ძალებითა და დიდებულებით დაუბრუნდა კლუბს. მართალია, "ლივერპულთან" იგი სკამზე იჯდა, მაგრამ ამის მიზეზი მხოლოდ მისი ტრავმა გახლდათ.
მარსიალის მსგავს მდგომარეობაში იმყოფებოდა ანტონიო ვალენსიაც, ფილ ჯონსიც, მათეო დარმიანიც, ანდრეას პერეირაც და ჯეიმს უილსონიც. როგორც პრესაში იწერება, "იუნაიტედი" ყველასთან აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებას.
მოლაპარაკებები მიმდინარეობს ეშლი იანგთან, ხუან მატასა და ანდერ ერერასთანაც. მათი კონტრაქტი ექვს თვეში იწურება. ამ სამეულთანაც "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას აპირებს.
წყარო:
M.E.N.