თბილისი:
მანჩესტერი:
2-12-2018, 01:22
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2118,
კომენტარები: 12
"ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ"
მოურინიოს მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია
ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ქამბექისთვის შეაქო, თუმცა ორი ქულის დაკარგვას განიცდის. "იუნაიტედს" 2 გაშვებული გოლის შემდეგ 20 წუთი დასჭირდა რათა "წმინდანებს" გათანაბრებოდა. მოურინიოს მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია კი ასე გამოიყურება:

2 ქულის დაკარგვა
"დიახ, ჩვენ დავკარგეთ ორი ქულა. შედეგი არც ისე კარგია. ნორმარულ პირობებში ყველა იტყოდა რომ ქულა მოვიპოვეთ, რომ თითქოს თამაში დაკარგული გვქონდა და მაინც შევძელით მისი შემობრუნება. თუმცა ჩვენ აუცილებლად გვჭირდებოდა ამ მატჩის მოგება. 45 წუთი გვქონდა თამაშის მოსაგებად, რაც საკმარისი დროა, ეს არ არის 10 წუთი, მთელი ტაიმია. სწორედ ამიტომაც, ჩემთვის ეს კარგი შედეგი არ არის."

გენიალურობა სიმარტივეშია
"ვიღაცამ მითხრა ძალიან ბევრი წლის წინ, რომ გენიალურობა სიმარტივეშია და მე სრულიად ვეთანხმები ამ ბრწყინვალე ფრაზას. მოედანზე გატარებული უამრავი წლის შემდეგ, ნამდვილად ვფიქრობ, რომ გენიალურობა სიმარტივეშია. მეორე ტაიმში ჩვენ ძალიან გვინდოდა მოგება, ფეხბურთელებმა ნამდვილად აჩვენეს მონდომება. რაც ჩვენ პირველ 15-20 წუთში გავაკეთეთ იყო მარტივი ჩვეულებრივი თამაში. მეორე ტაიმში ჩვენ უკვე ბევრი ბურთი დავკარგეთ მოედნის ცენტრში. ვფიქრობ, ფეხბურთელებს არ ესმით, რომ გენიალურობა სიმარტივეშია, განსაკუთრებით მოედნის რამდენიმე ნაწილზე. ისინი აგრძელებენ რთული მოძრაობების გამოყენებას, რასაც, საბოლოოდ, ბურთის დაკარგვასთან მივყავართ."

დაცვის სისტემის ცვლილება
"ვფიქრობ, მაკტომეინმა და მატიჩმა ძალიან კარგი სამუშაო გასწიეს დაცვის ხაზში ფილ ჯონსთან ერთად. ჩემი აზრით, ერთადერთი პრობლემა რაც იყო გახლდათ მოედნის ცენტრში ბევრი ბურთის დაკარგვა. შესაბამისად, ფორვარდებს არ ეწოდებოდათ ბურთები და ვერ გაჰქონდათ გოლები."

ფეხბურთელებმა კარგი შემართება გამოიჩინეს.
"შემიძლია გითხრათ, რომ მარკუს რეშფორდი ძალიან კარგი იყო. ის ზედმეტად გადაიღალა პატარ-პატარა პრობლემებით, თუმცა ის შემართება გვაჩვენა, რაც ფეხბურთელს სჭირდება იმისთვის, რომ ფლობდეს ბურთს. საერთო ჯამში, მე არ ვარ კმაყოფილი შედეგით, მაგრამ კრიტიკული ვერ ვიქნები, რადგანაც, მივიჩნევ, რომ ფეხბურთელებმა კარგი შემართება გამოიჩინეს. მათ ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ. უბრალოდ "პრემიერ ლიგაში" მხოლოდ ერთი მცველის იმედად თამაში ძალიან რთულია."

რეშფორდის ტრამვა
"რეშფორდმა ტრამვა მიიღო და თავად მთხოვა მოედნიდან გაყვანა. არც ისე სერიოზული ტრამვაა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ "არსენალთან" ითამაშებს."

ლუკაკუს გოლი
"ვფიქრობ, ფორვარდისთვის გოლი ყოველთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, მხოლოდ ამით არ განისაზღვრება. მაგალითად, რეშფორდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ მან გატანა ვერ შეძლო. ასე რომ ხანდახან გოლები ყველაფერი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ფორვარდმა, რომელსაც დიდი ხანია გოლი არ გაუტანია კარგი გოლის შეგდება შეძლოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მატჩს უფრო აღმატებული შეგრძნებით დაასრულებდა, ვიდრე სხვებს."


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№11
ავტორი: scholes
2 დეკემბერი 2018 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 122
ციტატა: devidi
ციტატა: scholes
ციტატა: devidi
ეს ძალიან მაგარს ეწევა.
ფაქტიურათ 10- თი 11-ტის წინააგმდეგ ვიყავით ფელაინი რას აკეთებდა მოედანზე მე ვერ მივხვდი ან რა მიზანი ქონდა მის ყოფნას ?

ფელაინის აზრი ის არის რო ერთი ყველაზე ტანადი ფეხბურთელი მაგას ეწებება და ვინმე მეორე კიდე აზღვევს, თუარადა ყველა ბურთს მარუანი მოიგებს და სადაც 2 კაცი 1-ს იყვანს იქ თავისუფალი სივრცეები ჩნდება

ეგ ყველაფერი გუშინ მოხდა ?

გუშინ არა მარა ხშირად ხდება ხოლმე,ნუ მინიმუმ ჩანაფიქრია მასეთი , ევერტონშიც მასე იყო და ისედაც ფელაინი აბა მეტი რისთვის უნდა გამოიყენო კაი პასს გააკეთებს, ვინმეს მოატყუებს თუ რა )) ''სვარკა ტრენერის სვარკა ფუტბალისტები''
0
№12
ავტორი: devidi
7 დეკემბერი 2018 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
ციტატა: scholes
ეგ ყველაფერი გუშინ მოხდა ?
გუშინ არა მარა ხშირად ხდება ხოლმე,ნუ მინიმუმ ჩანაფიქრია მასეთი , ევერტონშიც მასე იყო და ისედაც ფელაინი აბა მეტი რისთვის უნდა გამოიყენო კაი პასს გააკეთებს, ვინმეს მოატყუებს თუ რა )) ''სვარკა ტრენერის სვარკა ფუტბალისტები''

ეს თმებიც შეიჭრა და ვერავის ვეგარ ეფარება ბურთის მიღებისას. wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top