თბილისი:
მანჩესტერი:
2-12-2018, 01:22
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2242,
კომენტარები: 12
"ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ"
მოურინიოს მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია
ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ქამბექისთვის შეაქო, თუმცა ორი ქულის დაკარგვას განიცდის. "იუნაიტედს" 2 გაშვებული გოლის შემდეგ 20 წუთი დასჭირდა რათა "წმინდანებს" გათანაბრებოდა. მოურინიოს მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია კი ასე გამოიყურება:

2 ქულის დაკარგვა
"დიახ, ჩვენ დავკარგეთ ორი ქულა. შედეგი არც ისე კარგია. ნორმარულ პირობებში ყველა იტყოდა რომ ქულა მოვიპოვეთ, რომ თითქოს თამაში დაკარგული გვქონდა და მაინც შევძელით მისი შემობრუნება. თუმცა ჩვენ აუცილებლად გვჭირდებოდა ამ მატჩის მოგება. 45 წუთი გვქონდა თამაშის მოსაგებად, რაც საკმარისი დროა, ეს არ არის 10 წუთი, მთელი ტაიმია. სწორედ ამიტომაც, ჩემთვის ეს კარგი შედეგი არ არის."

გენიალურობა სიმარტივეშია
"ვიღაცამ მითხრა ძალიან ბევრი წლის წინ, რომ გენიალურობა სიმარტივეშია და მე სრულიად ვეთანხმები ამ ბრწყინვალე ფრაზას. მოედანზე გატარებული უამრავი წლის შემდეგ, ნამდვილად ვფიქრობ, რომ გენიალურობა სიმარტივეშია. მეორე ტაიმში ჩვენ ძალიან გვინდოდა მოგება, ფეხბურთელებმა ნამდვილად აჩვენეს მონდომება. რაც ჩვენ პირველ 15-20 წუთში გავაკეთეთ იყო მარტივი ჩვეულებრივი თამაში. მეორე ტაიმში ჩვენ უკვე ბევრი ბურთი დავკარგეთ მოედნის ცენტრში. ვფიქრობ, ფეხბურთელებს არ ესმით, რომ გენიალურობა სიმარტივეშია, განსაკუთრებით მოედნის რამდენიმე ნაწილზე. ისინი აგრძელებენ რთული მოძრაობების გამოყენებას, რასაც, საბოლოოდ, ბურთის დაკარგვასთან მივყავართ."

დაცვის სისტემის ცვლილება
"ვფიქრობ, მაკტომეინმა და მატიჩმა ძალიან კარგი სამუშაო გასწიეს დაცვის ხაზში ფილ ჯონსთან ერთად. ჩემი აზრით, ერთადერთი პრობლემა რაც იყო გახლდათ მოედნის ცენტრში ბევრი ბურთის დაკარგვა. შესაბამისად, ფორვარდებს არ ეწოდებოდათ ბურთები და ვერ გაჰქონდათ გოლები."

ფეხბურთელებმა კარგი შემართება გამოიჩინეს.
"შემიძლია გითხრათ, რომ მარკუს რეშფორდი ძალიან კარგი იყო. ის ზედმეტად გადაიღალა პატარ-პატარა პრობლემებით, თუმცა ის შემართება გვაჩვენა, რაც ფეხბურთელს სჭირდება იმისთვის, რომ ფლობდეს ბურთს. საერთო ჯამში, მე არ ვარ კმაყოფილი შედეგით, მაგრამ კრიტიკული ვერ ვიქნები, რადგანაც, მივიჩნევ, რომ ფეხბურთელებმა კარგი შემართება გამოიჩინეს. მათ ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ. უბრალოდ "პრემიერ ლიგაში" მხოლოდ ერთი მცველის იმედად თამაში ძალიან რთულია."

რეშფორდის ტრამვა
"რეშფორდმა ტრამვა მიიღო და თავად მთხოვა მოედნიდან გაყვანა. არც ისე სერიოზული ტრამვაა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ "არსენალთან" ითამაშებს."

ლუკაკუს გოლი
"ვფიქრობ, ფორვარდისთვის გოლი ყოველთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, მხოლოდ ამით არ განისაზღვრება. მაგალითად, რეშფორდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ მან გატანა ვერ შეძლო. ასე რომ ხანდახან გოლები ყველაფერი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ფორვარდმა, რომელსაც დიდი ხანია გოლი არ გაუტანია კარგი გოლის შეგდება შეძლოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მატჩს უფრო აღმატებული შეგრძნებით დაასრულებდა, ვიდრე სხვებს."


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
2 დეკემბერი 2018 01:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
Isev pogbaze laparakobs...dges martla ra chirda orjer ise dakarga burti kinagam shevishale damwyebs Ro mouvidoda:((
0
№2
ავტორი: GIOMU
2 დეკემბერი 2018 02:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
დღეს უნდა მოგვეგო! ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა...
0
№3
ავტორი: devidi
2 დეკემბერი 2018 08:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
ეს ძალიან მაგარს ეწევა.
ფაქტიურათ 10- თი 11-ტის წინააგმდეგ ვიყავით ფელაინი რას აკეთებდა მოედანზე მე ვერ მივხვდი ან რა მიზანი ქონდა მის ყოფნას ?
1
№4
ავტორი: scholes
2 დეკემბერი 2018 09:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 122
ციტატა: devidi
ეს ძალიან მაგარს ეწევა.
ფაქტიურათ 10- თი 11-ტის წინააგმდეგ ვიყავით ფელაინი რას აკეთებდა მოედანზე მე ვერ მივხვდი ან რა მიზანი ქონდა მის ყოფნას ?

ფელაინის აზრი ის არის რო ერთი ყველაზე ტანადი ფეხბურთელი მაგას ეწებება და ვინმე მეორე კიდე აზღვევს, თუარადა ყველა ბურთს მარუანი მოიგებს და სადაც 2 კაცი 1-ს იყვანს იქ თავისუფალი სივრცეები ჩნდება
2
№5
ავტორი: devidi
2 დეკემბერი 2018 09:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
ციტატა: scholes
ციტატა: devidi
ეს ძალიან მაგარს ეწევა.
ფაქტიურათ 10- თი 11-ტის წინააგმდეგ ვიყავით ფელაინი რას აკეთებდა მოედანზე მე ვერ მივხვდი ან რა მიზანი ქონდა მის ყოფნას ?

ფელაინის აზრი ის არის რო ერთი ყველაზე ტანადი ფეხბურთელი მაგას ეწებება და ვინმე მეორე კიდე აზღვევს, თუარადა ყველა ბურთს მარუანი მოიგებს და სადაც 2 კაცი 1-ს იყვანს იქ თავისუფალი სივრცეები ჩნდება

ეგ ყველაფერი გუშინ მოხდა ?
1
№6
ავტორი: SANDROGRIGA
2 დეკემბერი 2018 12:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ასე იქნება მთელი სეზონი, ერთი ორი თამაში გამოანათებენ პერიოდულად
0
№7
ავტორი: JuanMata
2 დეკემბერი 2018 12:23
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: scholes
ციტატა: devidi
ეს ძალიან მაგარს ეწევა.
ფაქტიურათ 10- თი 11-ტის წინააგმდეგ ვიყავით ფელაინი რას აკეთებდა მოედანზე მე ვერ მივხვდი ან რა მიზანი ქონდა მის ყოფნას ?

ფელაინის აზრი ის არის რო ერთი ყველაზე ტანადი ფეხბურთელი მაგას ეწებება და ვინმე მეორე კიდე აზღვევს, თუარადა ყველა ბურთს მარუანი მოიგებს და სადაც 2 კაცი 1-ს იყვანს იქ თავისუფალი სივრცეები ჩნდება


თავისუფალი სივრცე კი არა, ცარიელი მოედანი რომ დაგვხვდეს, მემგონი ბურთს მაინც ვერ ავიტანთ საჯარიმომდე ჩაწოდების გარეშე.
სიტი მეტრანახევრიანი ნახევარმცველებით და თავდამსხმელებით თამაშობს და ბურთს ვაფშე ვერ ართმევენ. ფეხბურთში მთავარია სისწრაფე და ბურთთან ტექნიკური მუშაობა, თუ ძლიერიც ხარ, ეგ პლიუსია, მაგრამ პირველ რიგში ფეხბურთელს ბურთის წესიერად მიღება და პასის გაკეთება უნდა შეეძლოს, აგერ ლუკაკუმ ცადა ბურთის მიღება ერთი შეხებით და დაიმტვრა.

დავიჯერო ახლა პერეირა ფელაინიზე ან თუნდაც პოგბაზე უარესი იქნებოდა? რატომ ალპობს მაგ ბიჭს სკამზე, რადგან 190+ არაა სიმაღლეში? თავდამსხმელისთვის პასის მიცემა მაინც შეუძლია, არც კლასი აკლია და არც მონდომება.

ციტატა: devidi

ეგ ყველაფერი გუშინ მოხდა ?


დაცვაში ვიდეგით მე-19 ადგილოსანთან და მეტი გოლი არ გავატანინეთ, ეგეც საქმეა wink
მარა ეს რდემონდი კი აპამპულავებდა ჩვენს დევკაცებს.

მოკლედ, ჟოზეს რომ არაფრის გამოსწორება აღარ შეუძლია ფაქტია, რატომ ასამარებენ გუნდს? ჩელსის მაგალითი რომ არ ყოფილიყო, კიდე დავფიქრდებოდი მწვრთნელის ბრალეულობაზე. მაგრამ იმ წელს ჩელსიდან რომ გამოაგდეს, თავდასხმაში ჰყავდა აზარი-კოსტა-ვილიანი, თუ არ ვცდები პედროც ჰყავდა გუნდს და ამ მანჩესტერზე ბევრად უარესად თამაშობდნენ. უშველის ახლა ამ გუნდს ვინმეს დამატება?
1
№8
ავტორი: OzBeTa
2 დეკემბერი 2018 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
epl აზრი აღარ აქვს ამ.ტურნირზე ფიქრს და ნერვებს ნუ მოიშლით ტყვილად, მთელი გონებით და მონდომებით უნდა გადავერთოთ ჩ. ლიგაზე და იქ წელს გამოკვეთილი ლიდერი არააა არავინ რა ვიცით იქნებ გაგვივარდეს :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№9
ავტორი: giorgi_mg
2 დეკემბერი 2018 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
არ შეუძლია ამ მძიმე ხალხის გარეშე ამ კაცს ფეხბურთის თამაში, ასე ესმის და რა ქნას, ჯიუტია, შეტევა რომ უნდოდეს დააყენებდა პოგბას, ფრედს, პერეირას ან ერერას და გააგორებდნენ მარა არ უნდა არ შეუძლია არ იცის. ეს არის და ეს, ამ შემადგენლობით სხვა შემტევი კარგი მწვრთნელი შედეგსაც დადებდა უკეთესადაც ითამაშებდა და ნაკლებ ბურთსაც გაუშვებდა, ხოდა ოთხეულშიც იქნებოდა.
0
№10
ავტორი: devidi
2 დეკემბერი 2018 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
მანჩესტერი რომ ხარ და მე -14 ტურის სემდეგ -1 გაქვს და შენ კიდე საუკეთესო მწვრთნელათ მოგაქვს თავი ამასობაში შიბაქი მწვრთნელი ხარ და უნდა დაახვიოს.
აბრალებს ფეხბურთელებს დააყენე სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები რას გადააკვდა ამ მატიჩს და ფელაინს
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top