თბილისი:
მანჩესტერი:
19-11-2018, 17:14
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1937,
კომენტარები: 12
Daily Star: "იუნაიტედი" კანტესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
"წითელ ეშმაკებს" ნახევარდაცვის გაძლიერებაც სურთ.
Daily Star:
ბოლო დროინდელი პრესის ფურცლები, სულ უფრო აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მინიმუმ ერთ ტრანსფერს განახორციელებს და მინიმუმ ერთ ტოპ კლასის ცენტრალურ მცველს შეიძენს.

თუმცა როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიოს ცენტრალური მცველების გარდა სხვა პოზიციების გაძლიერებაც სურს, რადგან ეს სეზონი საბოლოოდ გადამწყვეტი იქნება მისი პრესტიჟისა და "მანჩესტერული" კარიერის გადარჩენისთვის.

განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა Daily Star - მა, აღნიშნული წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკები" მოლაპარაკებებს არც მეტი არც ნაკლები, ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველთან, მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორთან და ბოლო წლების ერთ - ერთ საუკეთესო ნახევარმცველთან, ნგოლო კანტესთან აწარმოებენ.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებაც, რომ თითქოს კანტე "ჩელსისთან" ახალ კონტრაქტს აფორმებდა თუმცა ლონდონელებსა და ფეხბურთელს შორის ამ დრომდე სიჩუმე სუფევს.


წყარო: footballhd
ჭორები
12 კომენტარი
№11
ავტორი: GIOMU
21 ნოემბერი 2018 02:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ჩელსი ამას არ გაუშვებს, თუ გაუშვებს და ჩვენთან წამოვა კიდევ უფრი დიდი სისულელე იქნება. ისე რა თქმა უნდა ძალიან მაგარი იქნება კანტე პოგბა. ნაკრებშიც ერთად კლუბშიც ერთად საკმაოდ კარგი შედეგები ექნებოდათ.
0
№12
ავტორი: GEORGE22
21 ნოემბერი 2018 11:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
ფაქტი ისაა რომ ამ ჩელსიში კანტეს ფუნქცია აქვს დაკარგული და საერთოდ არ არის არარეალური,თუ კანტემ გუნდი დატოვა,ნუ ვნახოთ არაფერი არ არის გამორიცხული.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top