ბოლო დროინდელი პრესის ფურცლები, სულ უფრო აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მინიმუმ ერთ ტრანსფერს განახორციელებს და მინიმუმ ერთ ტოპ კლასის ცენტრალურ მცველს შეიძენს.
თუმცა როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიოს ცენტრალური მცველების გარდა სხვა პოზიციების გაძლიერებაც სურს, რადგან ეს სეზონი საბოლოოდ გადამწყვეტი იქნება მისი პრესტიჟისა და "მანჩესტერული" კარიერის გადარჩენისთვის.
განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა Daily Star - მა, აღნიშნული წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკები" მოლაპარაკებებს არც მეტი არც ნაკლები, ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველთან, მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორთან და ბოლო წლების ერთ - ერთ საუკეთესო ნახევარმცველთან, ნგოლო კანტესთან აწარმოებენ.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებაც, რომ თითქოს კანტე "ჩელსისთან" ახალ კონტრაქტს აფორმებდა თუმცა ლონდონელებსა და ფეხბურთელს შორის ამ დრომდე სიჩუმე სუფევს.