თბილისი:
მანჩესტერი:
19-11-2018, 14:36
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1937,
კომენტარები: 12
ალექსისის სავარაუდო შემცვლელი
მოურინიო ყოფილი შეგირდით დაინტერსდა.
ალექსისის სავარაუდო შემცვლელი
მას შემდეგ რაც, "მანჩესტერ იუნაიტდში" მემფის დეპაის ტრანსფერი გაიჩარხა, იყო მოლოდინები იმისა, რომ ის "წითლებს" ახალი ღირსეული 7 ნომერი ეყოლებოდათ.

თუმცა, ჟოზე მოურინიოს გუნდში მოსვლის შემდეგ, მემფისმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მეტიც, სულ მალე საფრანგეთის ლიგა 1 - ში გადავიდა საასპარეზოდ. ალბათ ვერავინ იტყვის იმას, რომ დეპაის უსამართლოდ მოექცნენ, მისი რეგრესი გუნდში აშკარა იყო.

დრეს კი სულ სხვა რეალობაა, დეპაიმ საკუთარ თავში ძალები იპოვა "ლიონში" მისი თამაში ნამდვილად იწვევს კმაყოფილებას და ამას დეპაი ციფრებითაც ამტკიცებს, გატანილი გოლბისა და საგოლე გადაცემების თვალსაზრისით. გარდა "ლიონისა" 24 - წლის ახალგაზრდა ნიჭიერი შემტევი ნაკრებშიც არავის უდებს ტოლს.

ამ ყველაფერზე დაყრდნობით, TransferMarketWeb - ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც დეპაი შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდეს. აღნიშნული წყაროს ცნობითვე, მემფისის ტრანსფერით პირადად ჟოზე მოურინიო დაინტერესდა. მოურინიომ ხელმძღვანლობას დეპაის დაბრუნების თხოვნით უკვე მიმართა.


წყარო: euro-football


გსურთ დეპაის დაბრუნება?

დიახ
არა

სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Shota Blues
20 ნოემბერი 2018 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ვა ნეტა სიმართლე იყოს )))
0
№12
ავტორი: GIOMU
21 ნოემბერი 2018 02:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
თუ იაფი დაგვიჯდება და ზამთარში გადმოვა ღირს! თუ ზაფხულში და ისევ რაღაც სასწაული თანხები უნდა მოგვთხოვონ სჯობს სხვა ვნახოთ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top