მოურინიო ყოფილი შეგირდით დაინტერსდა.
მას შემდეგ რაც, "მანჩესტერ იუნაიტდში" მემფის დეპაის ტრანსფერი გაიჩარხა, იყო მოლოდინები იმისა, რომ ის "წითლებს" ახალი ღირსეული 7 ნომერი ეყოლებოდათ.
თუმცა, ჟოზე მოურინიოს გუნდში მოსვლის შემდეგ, მემფისმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მეტიც, სულ მალე საფრანგეთის ლიგა 1 - ში გადავიდა საასპარეზოდ. ალბათ ვერავინ იტყვის იმას, რომ დეპაის უსამართლოდ მოექცნენ, მისი რეგრესი გუნდში აშკარა იყო.
დრეს კი სულ სხვა რეალობაა, დეპაიმ საკუთარ თავში ძალები იპოვა "ლიონში" მისი თამაში ნამდვილად იწვევს კმაყოფილებას და ამას დეპაი ციფრებითაც ამტკიცებს, გატანილი გოლბისა და საგოლე გადაცემების თვალსაზრისით. გარდა "ლიონისა" 24 - წლის ახალგაზრდა ნიჭიერი შემტევი ნაკრებშიც არავის უდებს ტოლს.
ამ ყველაფერზე დაყრდნობით, TransferMarketWeb - ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც დეპაი შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდეს. აღნიშნული წყაროს ცნობითვე, მემფისის ტრანსფერით პირადად ჟოზე მოურინიო დაინტერესდა. მოურინიომ ხელმძღვანლობას დეპაის დაბრუნების თხოვნით უკვე მიმართა.
წყარო:
euro-football