თბილისი:
მანჩესტერი:
16-09-2018, 11:37
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2702,
კომენტარები: 12
ჟოზე მოურინიო "უოტფორდთან" მატჩის შემდგომ
გახარებული განსაკუთრებული და ქილიკა სმოლინგის ვარცხნილობაზე.
ჟოზე მოურინიო
ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.

გუნდის მონდომებაზე

მე ძალიან გახარებული ვარ შედეგით და იმ მონდომებით, რაც ფეხბურთელებმა მოედანზე დადეს.არ შემიძლია არ ავღნიშნო რომელუ ლუკაკუს თავგანწირული თამაში, როდესაც იგი 50 მეტრის მანძილზე ჩამოყვა მეტოქეს, რათა გუნდს დახმარებოდა. უკმაყოფილო ვარ იმით, რომ პირველი ტაიმში უნდა მოგვეკლა თამაში და ინტრიგა არ დაგვეტოვებინა. ვფიქრობ, მეორე ტაიმი ისე რომ გვეთამაშა, როგორც პირველი უფრო დიდი სხვაობით შევძლებთ გამარჯვებას, თუმცა იკლო მონდომებამ და რატომღაც მოვეშვით ძალიან, ბურთის კონტროლიც მათ ვანდეთ და მივიღეთ ის სანერვიულო ბოლო 10 წუთი. ძალიან რთული მატჩი შედგა.

მატიჩის გაძევება

მე რაც ვიცი არის ის, რომ მაიკ დინი იყო შესანიშნავი. მისი ასისტენტებიც ასევე. ასევე პოლ ტირნიც მეოთხე სათადარიგო არბიტრი, ვინაიდან არც მე, არც ხავი გრაციას არ შეგვიწუხებია ის. რაც შეეხება მეორე ყვითელ ბარათს, არ ვიცი მე ვიყავი საკმაოდ შორს ეპიზოდიდან.


გოლები სტანდარტულებიდან

კუთხურების გათამაშებაში ჩვენ მთელი კვირა ვვარჯიშობდით და ყველა კარგი მწვრთნელისთვის არის ის, რომ ხედავ ეს ყველაფერი მატჩშიც გამოგდის. სტანდარტული სიტუაციები ეს ისეთი რამეა, რომელზეც მუშაობ, მუშაობ, მუშაობ და ბევრი კვირეების მანძილზე ვერ ხედავ ვერანაირ რეზულტატს, თუმცა როდესაც მას წარმატება მოაქვს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა სამწვრთნელო შტაბისთვის.

ლუკ შოუს შესახებ

ის აუცილებლად ითამაშებს ოთხშაბათს, ჩვენ არ შეგვიძლია ვითამაშოთ მხოლოდ ერთი მარცხენა მცველის იმედათ, გარდა ამისა, ეშლი იანგი არის უნივერსალი ამ კუთხით, ვინაიდან მას როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზეც არანაკლებ კარგად გამოსდის თამაში. ასევე მატეო დარმიანიც არის მაშველის როლში, ის ყოველთვის მზადაა ექსტრემალურ სიტუაციებში გუნდს დაეხმაროს.

დე ხეა თავის სეივებით

მხოლოდ ერთი სეივი, თუმცა ეს იყო არაამქვეყნიური. ჩვენ ვიცით, რომ საუკეთესო მეკარე გვყავს ამ დიდ კლუბში. რამოდენიმე მატჩში შეიძლება საერთოდ არც კი შეეხოს ბურთს მეკარე და მხოლოდ თამაშის ყურებით ტკბებოდეს, მარა საჭირო დროს ყოველთვის საჭირო ადგილზეა. ბოლო წუთებზე სეივი, როგორც მისთვის, ასევე გუნდისთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

ფელაინი და შემსუბუქებული საქმე დაცვისთვის

ჩვენ დავუშვით შეცდომები დაცვაში "ბრაიტონთან" და "ტოტენჰემთან" მატჩებში."ბრაიტონთან" ჩვენ არ დაგვიმსახურებია მოგება, თუმცა "ტოტენჰემთან" მე ვთვლი, დავიმსახურეთ. 6 გოლი და შეცდომები დაცვაში, საშინელებაა. შემდგომ ჩვენ ჩავატარეთ ორი ურთულესი გასვლითი მატჩი "ბარნლისთან" და "უოტფორდთან", მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ მათ ესაჭიროებათ დაძაბულ სიტუაციებში, პიროვნება, რომელიც შეძლებდა მათ დახმარებას როგორც მეორე სართულზე, ასევე შეძლებდა მატ წინ ბურთის კონტროლს. ასეთია მარუან ფელაინი, რომელმაც მარტივად და კარგად ითამაშა, მადლობა მას.

კრის სმოლინგი

სმოლინგი იყო ძალიან კარგი, ერთადერთი რაც მასში არ მომწონს ეს მისი თმების ვარცხნილობაა [ ყველა იცინის ]. მაგრამ ვინ ვარ მე, რომ ამის შესახებ ვუთხრა. ყველამ ითამაშა ძალიან კარგად, როგორც ვიქტორმა, ასევე ვიმეორებ მარუან ფელაინიმ. ეს ორი გასვლითი თამაში მათთვის იყო ძალიან რთული, ვინაიდან უწევდათ ორ თავდამსხმელთან ჭიდილი, რომელთაც როგორც ბურთის კონტროლი, ასევე მეორე სართულზე ბრძოლა შეუძლიათ. ასე, რომ სამი მოთამაშე ამ სივრცეში ჩვენთვის აუცილებელი იყო და როდესაც აქედან ერთ-ერთი გოლს იტანს, ძალზედ სასიამოვნოა.

მეორე ტაიმი და ცვლილებები

ბოლო 30 წუთის განმავლობაში, ჩვენ ამბიცია სადღაც გაქრა. მეტოქეს მივეცით ყველაფრის საშუალება და გაგვიტანეს გოლი კიდევაც. მიუხედავად ამისა, ვიცოდი, მესამე გოლის გატანის შანსი არსებობდა და ამიტომ ჩაერთო მარსიალი თამაშში.მას უნდა ესარგებლა თავისუფალი სივრცეებით კონტრშეტევებზე და დაეჭირა ბალანსი მეტოქე ფეხბურთელებთან. ჩვენ ყველა კითხვის ნიშნის გაქრობა შეგვეძლო, მაგრამ შანსები გავანიავეთ.

წყარო : http://carrick.ru
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
17 სექტემბერი 2018 06:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
ციტატა: JuanMata
ციტატა: Dato kutaisi
ყველაზე პოზიტიური რაც არის ამ ორი თამაშიდან არის ის რომ გუნდი გრძნობს რომ ერთი გუნდია და მცდელობები ჩანს.დაცვას ორი კაცი თუ არ ეხმარება შარში ვართ.იყოს ასე მაგრამ ლალანას თქმის არ იყოს დახვეწონ ამ კონტრზე სწრაფად ამოსვლა მეტს არაფერს არ თამაშობს ლივერპული ხალხს რო რაღაც გონია დაფრინავსო კლოპის გუნდიო.ფეხბურთს თამაშობს პრემიერ ლიგაში სიტი რომელსაც დომინირება შეუძლია ლივერს კი არავისთან არ შეუძლია დომინირება მთელი თამაში ჩასაფრებული არიან მაგრამ მომენტს არ მაზავენ.ეგაა თანამედროვე ფეხბურთი


იდეაში კარგი ფეხბურთელები გვყავს იმისთვის, რომ კონტრშეტევაზე ვითამაშოთ.
ალექსის, რეშფორდი, მარსიალი, ლინგარდი, ლუკაკუ - არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შუძლიათ სწრაფად გაიქცნენ.
იგივე ალექსისი და პოგბა ალბათ მატიჩიც, არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შუეძლიათ სწრაფად აიტანონ ბურთი ზევით ზუსტი პასით.

გვყავს ფრედი, რომელიც საკმაოდ სწრაფია, ტექნიკური და უყვარს შეტევებში ჩართვა.
პერეირამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა აქამდე, ნუ ცოტა დაცვაში უჭირს, მაგრამ არცაა გასაკვირი.
დაცვის ფლანგებზე ლუკ შოუ და ვალენსია, რომლებსაც შეტევა ეხერხებათ.

რაღაც ვერ მოაქცია ეს ხალხი ერთ სისტემაში ჟოზემ. ძალიან ბევრ პრობლემა გვიქმნის ის მომენტები, როცა ერთმანეთს ვერ უგებენ, რაც საკმაოდ ხშირა ხდება. აიგნორებენ ალექსისის, ლინგარდის და მატას გახსნებს - ეს სამი ყველაზე კარგად იხსნება, ჩემი აზრით.
იმ დროს ამჩნევენ ერთმანეთს, როცა უკვე ან მცველი ფარავს, ან თამაშგარეში გადის, სინქრონულობა აკლიათ, მოძრაობის დაწყების მომენტში არ კეთდება პასი.
ცალკე პრობლემაა დაცავისას ღრმად უკან ჩასვლა, როცა წინ არავინაა, რომ კონტრშეტევა დაიწყოს, ან თუ არის - სრულიად მარტო. ფლანგებზე შეტევას ვერ ვწელავთ და მეტოქის ცენტრში შექუჩული დაცვის გარღვევას ვცდილობთ პირდაპირ.

თითქოს ამ ახალ სეზონში არის მცდელობა ამაზე მუშაობის და გამოსწორების, თამაშის ტემპმაც მოიმატა და გადაბმული პასების რაოდენობამაც. ოღონდ აი აქამდე სად იყვნენ, 2 წლის წინ რომ დაეწყოთ, ეგება დამსგავსებოდა რამეს ჩვენი თამაში.

ბაზარი არაა 100%ია ყველაფერი.
აი ერთადერთი პოგბას პასი იყო მაღალი რო დაკიდა შესვლაზე საპირისპირო მხარეს თორე ასე მგონია თავს არ წევენ ზემოთთქო.ხო მატიცის პასი აფსაიდში მდგომ სანჩესზე გამომრჩა.ყველა პასი მიდის ფეხში ანუ ჩქარებაზე გათვლილი არაა.ასე ნახირივით რო მიადგები ცენტრიდან დაცვას როგორ გინდა გაარღვიო თუ არ გაწელე მაინც ფლანგებით და ზონებში სივრცეები არ შეიქმნა არ ვიცი.2-3 პასში ამოდიოდა ფერგის დროს მეკარიდან მოწინააღმდეგის მეკარემდე და აი ვგიჟდებოდი სულ ამაზე ისე მევასებოდა.
ზოგადად მძიმე გვყავს ცენტრი და ახლა მარიჩის ნაცვლად ეგებ ფრედი შემოიყვანოს.
0
№12
ავტორი: stepno
18 სექტემბერი 2018 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მოუუ ესე გააგრძელე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top