თბილისი:
მანჩესტერი:
16-09-2018, 11:37
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2702,
კომენტარები: 12
ჟოზე მოურინიო "უოტფორდთან" მატჩის შემდგომ
გახარებული განსაკუთრებული და ქილიკა სმოლინგის ვარცხნილობაზე.
ჟოზე მოურინიო
ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.

გუნდის მონდომებაზე

მე ძალიან გახარებული ვარ შედეგით და იმ მონდომებით, რაც ფეხბურთელებმა მოედანზე დადეს.არ შემიძლია არ ავღნიშნო რომელუ ლუკაკუს თავგანწირული თამაში, როდესაც იგი 50 მეტრის მანძილზე ჩამოყვა მეტოქეს, რათა გუნდს დახმარებოდა. უკმაყოფილო ვარ იმით, რომ პირველი ტაიმში უნდა მოგვეკლა თამაში და ინტრიგა არ დაგვეტოვებინა. ვფიქრობ, მეორე ტაიმი ისე რომ გვეთამაშა, როგორც პირველი უფრო დიდი სხვაობით შევძლებთ გამარჯვებას, თუმცა იკლო მონდომებამ და რატომღაც მოვეშვით ძალიან, ბურთის კონტროლიც მათ ვანდეთ და მივიღეთ ის სანერვიულო ბოლო 10 წუთი. ძალიან რთული მატჩი შედგა.

მატიჩის გაძევება

მე რაც ვიცი არის ის, რომ მაიკ დინი იყო შესანიშნავი. მისი ასისტენტებიც ასევე. ასევე პოლ ტირნიც მეოთხე სათადარიგო არბიტრი, ვინაიდან არც მე, არც ხავი გრაციას არ შეგვიწუხებია ის. რაც შეეხება მეორე ყვითელ ბარათს, არ ვიცი მე ვიყავი საკმაოდ შორს ეპიზოდიდან.


გოლები სტანდარტულებიდან

კუთხურების გათამაშებაში ჩვენ მთელი კვირა ვვარჯიშობდით და ყველა კარგი მწვრთნელისთვის არის ის, რომ ხედავ ეს ყველაფერი მატჩშიც გამოგდის. სტანდარტული სიტუაციები ეს ისეთი რამეა, რომელზეც მუშაობ, მუშაობ, მუშაობ და ბევრი კვირეების მანძილზე ვერ ხედავ ვერანაირ რეზულტატს, თუმცა როდესაც მას წარმატება მოაქვს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა სამწვრთნელო შტაბისთვის.

ლუკ შოუს შესახებ

ის აუცილებლად ითამაშებს ოთხშაბათს, ჩვენ არ შეგვიძლია ვითამაშოთ მხოლოდ ერთი მარცხენა მცველის იმედათ, გარდა ამისა, ეშლი იანგი არის უნივერსალი ამ კუთხით, ვინაიდან მას როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზეც არანაკლებ კარგად გამოსდის თამაში. ასევე მატეო დარმიანიც არის მაშველის როლში, ის ყოველთვის მზადაა ექსტრემალურ სიტუაციებში გუნდს დაეხმაროს.

დე ხეა თავის სეივებით

მხოლოდ ერთი სეივი, თუმცა ეს იყო არაამქვეყნიური. ჩვენ ვიცით, რომ საუკეთესო მეკარე გვყავს ამ დიდ კლუბში. რამოდენიმე მატჩში შეიძლება საერთოდ არც კი შეეხოს ბურთს მეკარე და მხოლოდ თამაშის ყურებით ტკბებოდეს, მარა საჭირო დროს ყოველთვის საჭირო ადგილზეა. ბოლო წუთებზე სეივი, როგორც მისთვის, ასევე გუნდისთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

ფელაინი და შემსუბუქებული საქმე დაცვისთვის

ჩვენ დავუშვით შეცდომები დაცვაში "ბრაიტონთან" და "ტოტენჰემთან" მატჩებში."ბრაიტონთან" ჩვენ არ დაგვიმსახურებია მოგება, თუმცა "ტოტენჰემთან" მე ვთვლი, დავიმსახურეთ. 6 გოლი და შეცდომები დაცვაში, საშინელებაა. შემდგომ ჩვენ ჩავატარეთ ორი ურთულესი გასვლითი მატჩი "ბარნლისთან" და "უოტფორდთან", მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ მათ ესაჭიროებათ დაძაბულ სიტუაციებში, პიროვნება, რომელიც შეძლებდა მათ დახმარებას როგორც მეორე სართულზე, ასევე შეძლებდა მატ წინ ბურთის კონტროლს. ასეთია მარუან ფელაინი, რომელმაც მარტივად და კარგად ითამაშა, მადლობა მას.

კრის სმოლინგი

სმოლინგი იყო ძალიან კარგი, ერთადერთი რაც მასში არ მომწონს ეს მისი თმების ვარცხნილობაა [ ყველა იცინის ]. მაგრამ ვინ ვარ მე, რომ ამის შესახებ ვუთხრა. ყველამ ითამაშა ძალიან კარგად, როგორც ვიქტორმა, ასევე ვიმეორებ მარუან ფელაინიმ. ეს ორი გასვლითი თამაში მათთვის იყო ძალიან რთული, ვინაიდან უწევდათ ორ თავდამსხმელთან ჭიდილი, რომელთაც როგორც ბურთის კონტროლი, ასევე მეორე სართულზე ბრძოლა შეუძლიათ. ასე, რომ სამი მოთამაშე ამ სივრცეში ჩვენთვის აუცილებელი იყო და როდესაც აქედან ერთ-ერთი გოლს იტანს, ძალზედ სასიამოვნოა.

მეორე ტაიმი და ცვლილებები

ბოლო 30 წუთის განმავლობაში, ჩვენ ამბიცია სადღაც გაქრა. მეტოქეს მივეცით ყველაფრის საშუალება და გაგვიტანეს გოლი კიდევაც. მიუხედავად ამისა, ვიცოდი, მესამე გოლის გატანის შანსი არსებობდა და ამიტომ ჩაერთო მარსიალი თამაშში.მას უნდა ესარგებლა თავისუფალი სივრცეებით კონტრშეტევებზე და დაეჭირა ბალანსი მეტოქე ფეხბურთელებთან. ჩვენ ყველა კითხვის ნიშნის გაქრობა შეგვეძლო, მაგრამ შანსები გავანიავეთ.

წყარო : http://carrick.ru
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№1
ავტორი: Ole__boss
16 სექტემბერი 2018 11:42
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
მგონია, რომ თავის ძველ ფორმაში დგება მოუ, როდესაც პრობელები ჰქონდა ასეთი ტიპის პრესკონფერეციებს არასდოეს მართავდა, ყველას აჩუმებდა და საზიზღარი სიფათებით იყურებოდა, ახალ კი ჩვეულ სტილშია ცინიზმი, ქილიკა, ნამიოკები პიროვნებებზე რაც ევასება რა. მესამე სეზონის სინდრომიც მგონი ჯერ არსად ჩანს და იმედია არც გამოჩნდება. ლიგაზე უნდა დაამტკიცოს რა შეუძლია იგივე ვალენსიასთან, იგივე იუვესთან. ის რომ უოტფორდს მოუგო ამ წნეხის ქვეშ და ურთულეს მატჩში რაც პოჩეტინიომ ვერ შეძლო, ეს იმის მომასწავებელია რომ თუ მოინდომებს ყველაფერს შეძლებს. ტოტენჰემთაბ დაცვის გამო წავაგეთ, ბრაიტონთაც ასევე, მაგრამ გაანილიზა ყველაფერი და აგერ ბატონო, ურთულესი გასვლით მატჩებში მშვენიერი 6 ქულა + ძალიან ლამაზი და კარგი თამაში შემოგვთავაზა.
1
№2
ავტორი: Lalana
16 სექტემბერი 2018 12:27
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილი არის დაცვიდან დალაგებულად და სწორად ბურთის ამოტანა.ამაზე ბევრი უნდა იმუშავონ,რადგან კონტრ შეტევას ისე ვერ დაიწყებ თუ ბურთის მოგერიებით იქნები დაკავებული.მაგალითად გუშინ ძალიან ბევრჯერ შეგვეძლო ვოტფორდი კონტრშეტევაზე დაგვეჭირა რადგან ბოლო თხუთმეტი წუტი საკმაოდ მძლავრად იყვნენ გადმოსულები ჩვენ ნახევარზე და დიდი სივრცეებიც იყო უკან,მაგრამ ჩვენები ცდილობდნენ ბურთი კი არ ამოეტანათ არამედ მოეგერიებინათ.ამაზე რომ იმუშაონ და ეს კომპონენტი დახვეწონ მერე უკვე სულ სხვა გუნდი ვიქნებით.აი ლივერული თამაშობს ზუსტად მასე.მეორე ნომრად,აპრესინგებენ და შანსი გაუჩნდებათ თუ არა გადადიან სწორად შეტევაში.ჩვენ კიდევ გუშინ იმდენჯერ მოვიგერიეთ ბურთი უმისამართოდ ვერც ვითვლიდი და ამით მეტოქეს კიდევ და კიდევ მეტ შანს ვაძლევდით.იყო რიგ შემთხვევებში კონტრშეტევები,ერთი მომენტი იყო ლუკაკუ გარბოდა და არავინ მიყვებოდა,მერე კარგა ხანსაც დაიცადა და ძლივს ამოვიდნენ შეტევაში,აი ესეც დიდი პრობლემაა,აშკარაა რომ ძაან აგვიანებენ საკუთარ თანაგუნდლეს ამოყვნენ კონტრშეტევაზე.საბოლოო ჯამში არაუშავდა თამაშს და ვფიქრობ დავიმსახურეთ მოგებაც.ყველაზე მეტად კი მაინტერესებს როგორ ვითამაშებთ ჩემპიონთა ლიგაზე იუვესა და ვალენსას წინააღმდეგ.ლივერპულს კი ვუსურვებ პსჟსთან კარგ და გემრიელ დამარცხებას.
0
№3
ავტორი: Shota Blues
16 სექტემბერი 2018 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ჟურნალისტები და ზოგიერთი მანჩესტერის მოძულე ადამიანი რომელთაც სხვა არაფერი საქმე აქვთ, ისღა დარჩენიათ ინფორმაციის ვულგარიზაციას ეწეოდნენ. თანდათან იკვეთება რაღაც პოზიტუირი მომენტები, ურთიერთობები ლაგდება გუნდში (თუ მთლიანად ჭორები არ იყო ის რაც იწერებოდახოლმე) ამას დანახვა და პატივისცემა ჭირდება მათ მიმართ ვისაც წილი აქვს ამ ყველაფერში და რაღა თქმა უნდა ეს, ორი ძირითადი მხარეა: ფეხბურთელები და მწვრთნელი... ადრე თუ გვიან ამ კრიზისულ მონაკვეთს გადალახავენ და გადავლახავთ, ჩვენ ყველა ერთად - ზოგჯერ ფანებიც ვუწყობთ ხელს არეულობას და უარყოფითი ემოციების ფონს ვქმნით - გამოფხიზლების სტადიაშია გუნდი მე ესე მგონია და ნათქვამს მივაბამ დღევანდელი თამაშის მომწონე შთაბეჭდილებას, უფრო სწორად პირველი ტაიმის. ცნობილაძის ნათქვამის არ იყოს მეორე ტაიმი ის იყო, რაც არ გვიყვარს უკან ჩაჯდომა და მხოლოდ შეტევების მოგერიება კონტრშეტევაზე ბურთი არ ამოქონდათ კი არა, თვითონ არ ამოდიოდნენ მაგრამ მაინც დიდად არ გავბრაზებულვარ დე ხეა შევიდა ფორმაში ძაან მაგარი სეივები დადო და დაცვასაც არა უშავდა შეთამაშებული იყო შეცდომებიც ჰა-ჰა 2-3 თუ ქონდათ
0
№4
ავტორი: ikeoni
16 სექტემბერი 2018 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
მეც ვფიქრობ რო დალაგდება ყველაფერი გამომდინარე ჩვენი შემადგენლობიდან არავიზე ნაკლები არ გვყავს პირიქით..მთავარი ეხლა ლიგაზე გამარჯვებით დაწყებაა
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
16 სექტემბერი 2018 17:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
ყველაზე პოზიტიური რაც არის ამ ორი თამაშიდან არის ის რომ გუნდი გრძნობს რომ ერთი გუნდია და მცდელობები ჩანს.დაცვას ორი კაცი თუ არ ეხმარება შარში ვართ.იყოს ასე მაგრამ ლალანას თქმის არ იყოს დახვეწონ ამ კონტრზე სწრაფად ამოსვლა მეტს არაფერს არ თამაშობს ლივერპული ხალხს რო რაღაც გონია დაფრინავსო კლოპის გუნდიო.ფეხბურთს თამაშობს პრემიერ ლიგაში სიტი რომელსაც დომინირება შეუძლია ლივერს კი არავისთან არ შეუძლია დომინირება მთელი თამაში ჩასაფრებული არიან მაგრამ მომენტს არ მაზავენ.ეგაა თანამედროვე ფეხბურთი
0
№6
ავტორი: Lalana
16 სექტემბერი 2018 18:56
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ციტატა: Dato kutaisi
ყველაზე პოზიტიური რაც არის ამ ორი თამაშიდან არის ის რომ გუნდი გრძნობს რომ ერთი გუნდია და მცდელობები ჩანს.დაცვას ორი კაცი თუ არ ეხმარება შარში ვართ.იყოს ასე მაგრამ ლალანას თქმის არ იყოს დახვეწონ ამ კონტრზე სწრაფად ამოსვლა მეტს არაფერს არ თამაშობს ლივერპული ხალხს რო რაღაც გონია დაფრინავსო კლოპის გუნდიო.ფეხბურთს თამაშობს პრემიერ ლიგაში სიტი რომელსაც დომინირება შეუძლია ლივერს კი არავისთან არ შეუძლია დომინირება მთელი თამაში ჩასაფრებული არიან მაგრამ მომენტს არ მაზავენ.ეგაა თანამედროვე ფეხბურთი

ზუსტად მასეა.ლივერპულის პლიუსია სწრაფი გადასვლა შეტევაში.ამისთვის ყავს შესაბამისი ხალხიც.ფირმინო,მანე,სალაჰი,კეიტა და ვეინალდუმიც სწრაფები და ელასტიურები არიან.მათში ვერ ვხედავ უმაღლეს კლას მაგრამ ააქვთ ის რაც კლოპის გუნდს სჭირდება.პრესინგი,პრესინგი,პრესინგი და პირველივე ბურთის ჩაგდებაზე წინ გაქცევა,ეგ არის მაგათი ტაქტიკა.
0
№7
ავტორი: kobinio
16 სექტემბერი 2018 19:24
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
უველაზე გულდასაწყვეტი ისაა რომ ესე უნდა ყოფილიყო ტოტენჰემთანაც და სამწუხაროფ ვერ გაისროლა ლუკაკუმ.იანგ ბოიზთან არ ბიცი მარა აი შემდეგ თურს ინგლისში დიდი ინტერესი ექნება.გააგრძელებს ასე თუ არა?!
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
16 სექტემბერი 2018 20:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
სტაბილურად მონდომებით თამაში აკლია გუნდს, 90 წუთი არ იციან თამაში
0
№9
ავტორი: levionok
16 სექტემბერი 2018 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ეს საჭიროა ასე ილაპარაკოს თორე გუნდი აშკარად ეკონომ რეჟიმზე გადაიყვანა მეორე ტაიმში და დაელოდა შანსს ოცოდა რომ გაიხსნებოდა უოტფორდი და სწორადაც მოიქცა წინ რთული სეხვედრა გვაქვს იანგ ბოიზთან და აუცილებელია მოგებით დავიწყოთ უფლწბა არ გვაქვს ქულების დაკარგვის
0
№10
ავტორი: JuanMata
17 სექტემბერი 2018 00:22
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Dato kutaisi
ყველაზე პოზიტიური რაც არის ამ ორი თამაშიდან არის ის რომ გუნდი გრძნობს რომ ერთი გუნდია და მცდელობები ჩანს.დაცვას ორი კაცი თუ არ ეხმარება შარში ვართ.იყოს ასე მაგრამ ლალანას თქმის არ იყოს დახვეწონ ამ კონტრზე სწრაფად ამოსვლა მეტს არაფერს არ თამაშობს ლივერპული ხალხს რო რაღაც გონია დაფრინავსო კლოპის გუნდიო.ფეხბურთს თამაშობს პრემიერ ლიგაში სიტი რომელსაც დომინირება შეუძლია ლივერს კი არავისთან არ შეუძლია დომინირება მთელი თამაში ჩასაფრებული არიან მაგრამ მომენტს არ მაზავენ.ეგაა თანამედროვე ფეხბურთი


იდეაში კარგი ფეხბურთელები გვყავს იმისთვის, რომ კონტრშეტევაზე ვითამაშოთ.
ალექსის, რეშფორდი, მარსიალი, ლინგარდი, ლუკაკუ - არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შუძლიათ სწრაფად გაიქცნენ.
იგივე ალექსისი და პოგბა ალბათ მატიჩიც, არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შუეძლიათ სწრაფად აიტანონ ბურთი ზევით ზუსტი პასით.

გვყავს ფრედი, რომელიც საკმაოდ სწრაფია, ტექნიკური და უყვარს შეტევებში ჩართვა.
პერეირამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა აქამდე, ნუ ცოტა დაცვაში უჭირს, მაგრამ არცაა გასაკვირი.
დაცვის ფლანგებზე ლუკ შოუ და ვალენსია, რომლებსაც შეტევა ეხერხებათ.

რაღაც ვერ მოაქცია ეს ხალხი ერთ სისტემაში ჟოზემ. ძალიან ბევრ პრობლემა გვიქმნის ის მომენტები, როცა ერთმანეთს ვერ უგებენ, რაც საკმაოდ ხშირა ხდება. აიგნორებენ ალექსისის, ლინგარდის და მატას გახსნებს - ეს სამი ყველაზე კარგად იხსნება, ჩემი აზრით.
იმ დროს ამჩნევენ ერთმანეთს, როცა უკვე ან მცველი ფარავს, ან თამაშგარეში გადის, სინქრონულობა აკლიათ, მოძრაობის დაწყების მომენტში არ კეთდება პასი.
ცალკე პრობლემაა დაცავისას ღრმად უკან ჩასვლა, როცა წინ არავინაა, რომ კონტრშეტევა დაიწყოს, ან თუ არის - სრულიად მარტო. ფლანგებზე შეტევას ვერ ვწელავთ და მეტოქის ცენტრში შექუჩული დაცვის გარღვევას ვცდილობთ პირდაპირ.

თითქოს ამ ახალ სეზონში არის მცდელობა ამაზე მუშაობის და გამოსწორების, თამაშის ტემპმაც მოიმატა და გადაბმული პასების რაოდენობამაც. ოღონდ აი აქამდე სად იყვნენ, 2 წლის წინ რომ დაეწყოთ, ეგება დამსგავსებოდა რამეს ჩვენი თამაში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top