თბილისი:
მანჩესტერი:
10-08-2018, 20:12
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2249,
კომენტარები: 16
მოურინიო მატჩის წინ
პორტუგალიელის მატჩისწინა პრესკონფერენცია.
მოურინიო მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზ მოურინიომ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს ვრცლად უპასუხა. "იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონატს "ლესტერის" წინააღმდეგ "ოცნებების თეატრში" 23:00 სთ - ზე გახსნის.

ჟოზე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა თქვენს მოწინააღმდეგეებზე ადრე ითამაშოთ, რადგან თქვენი მატჩი პარასკევს გაიმართება. როგორ შეაფასებდით ამ შესაძლებლობას?

"ამას არ შეიძლება ვუწოდოთ შესაძლებლობა. რას უწოდებთ შესაძლებლობას? ეს ერთი უბრალო მატჩია, გადაწყვეტილება იქნა მიღებული ესეთი, რომ ერთი დღით ადრე გვეთამაშა, ესაა და ეს. ჩვენ მზად ვართ.

როგორი იქნება გუნდის შემადგენლობა? ვინ ვერ შეძლებს თამაშს?

"ვერ ითამაშებენ: რომერო, რომელმაც ტრავმის გამო ოპერაცია ჩაიტარა, ვალენსია - რომელიც ასევე ტრავმირებულია, მან ტრავმა პრე სეზონზე მიიღო, მარკოს როხო - რომელიც მსოფლიო ჩემპიონატიდან ტრავმირებული დაბრუნდა, ასევე არ იქნება დიოგო დალო - მან ოპერაცია ჯერ კიდევ "პორტუში" ყოფნის დროს, აპრილის დასასრულს ჩაიტარა, ის ჯერ კიდევ არ არის მზად, ანდერ ერერა - "ბაიერნთან" მიღებული ტრავმის გამო და ნემანია მატიჩი - ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის შემდეგ, ნემანია ჰოსპიტალიზებული იყო ფილადელფიის კლინიკაში რამოდენიმე კვირის უკან".

შესაძლებელია თუ არა გამოიყენოთ ის ფეხბურთელები ვინც შვებულებიდან გვიან დაბრუნდა?

"მათი უმეტესობა ორშაბათს დაგვიბრუნდა. ვარჯიშები სამშაბათს ოთშაბათს და დღეს გამართეს (პრესკონფერენცია გუშინ გაიმართა - ხუთშაბათს) აქედან გამომდინარე თქვენ თვითონ ხვდებით ალბათ, რომ ისინი ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფებიან. გამომდინარე იმ დაზარალებული ფეხბურთელებიდან რომელთა გვარები მე გავაჟღერე, ჩვენ ფეხბურთელები გვესაჭიროება. ასე, რომ დღეს ვარჯიშის შემდეგ მე მათ გავესაუბრები, გავარკვევ თუ როგორ გრძნობენ თავს, რადგან მათი აზრი მნიშვნელოვანია და შემდეგ მეცოდინება მზად იქნებიან თუ არა ისინი სათამაშოდ".

დაზარალებულთა და გვიან ჩამოსულთა ფეხბურთელების სიების გათვალისწინებით, დარწმუნებული ხართ, რომ თქვენ შეგიძლიათ ერთი ან ორი ფეხბურთელის დამატება გუნდში?

"არამ დარწმუნებული არ ვარ. სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება, ასე, რომ ჩემთვის დროა შევწყვიტო ტრანსფერებზე ფიქრი და სრულიად გადავერთო იმ შემადგენლობაზე რომელიც ახლა მყავს გუნდში. მომდევნო სამი მატჩის შემდეგ, სადაც ბოლო მოწინააღმდეგე "ტოტენჰემი იქნება", სანაკრებო პაუზა მოდის, შესაბამისად იქნება დრო რესტავრირებისთვის და მოთამაშეების საფუძვლიანი მომზადებისთვის".

ჟოზე, პირველ სეზონში 3 ტიტული მოიგეთ, მეორე სეზონში ითამაშეთ ფინალი და ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულეთ, როგორია თქვენი მოლოდინები და მიზნები მესამე სეზონში?

"ჩემთვის ჯერ კიდევ ძნელად დასაჯერებელია, რომ გასულ სეზონში ჩვენ მეორე ადგილზე დავასრულეთ ასპარეზობა, იმის გათვალისწინებით თუ რა მესმოდა და რას ვკითხულობდი ჩემი გუნდის შესახებ პრესაში. ვიყავით დასრულებული ჩემპიონატის მეორე გუნდი, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მათ გადაასწრეს იმ გუნდებს იმ ხალხს რომელმაც ვერაფერი ვერ მოიგო და ჩვენზე დაბლა მოექცნენ, ახლა კი წარმოიდგინთ გამარჯვებულის ემოციები.

ასე, რომ თქვენი სტატიებისა და ტელევიზიების გადაცემების წყალობით ჩემთვის მართლაც ძნელად დასაჯერებელი არამხოლოდ ის, რომ მეორე ადგილზე დავასრულეთ ასპაეზობა, უკვე არამედ ისიც, რომ ინგლისის ჩემპიონატი 8 -ჯერ მაქვს ნათამაშები 3 - ჯერ მოგებული. მაგრამ მე მაინც ვცდილობ შევინარჩუნო ის შეგრძნება, რომ მიღწეული მეორე ადგილი ჩემს კარიერაში ერთ - ერთი დიდი მიღწევაა".

კითხვა აზიელი გულშემატკივრებისგან. შეცვლით თუ არა ტაქტიკას ამ სეზონში? და რა არის თქვენი მთავარი მიზანი - პრემიერ ლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა?

"ჩვენი მთავარი მიზანი არის - თითოეული მომდევნო მატჩი. რაც შეეხება ტაქტიკას, საფეხბურთო მენეჯერში თქვენ შეგიძლიად დააწვეთ ღილაკს და შეცვალოთ ტაქტიკა. რეალურ ცხოვრებაში კი ტაქტიკის შეცვლას სჭირდება ბევრი მუშაობა და დრო როგორც მწვრთნელებში ასევე ფეხბურთელებში მოედანზე, ჩვენ კი ეს დრო არ გვაქვს. ეს უნდა გაგვეკეთებინა პრე სეზონის დროს, თუმცა ჩემი სიტყვები შეირაცხა გიჟურ წარმონათქვამად, განვმეორდები, რომ ძნელია წინასასეზონო ტურნე კარგად ჩაატარო როდესაც შენი გუნდის უმეტესი ნაწილი ადგილზე არ არის". - განაცხადა დასასრულს ჟოზე მოურინიომ


წყარო: manutd.ru
პრესკონფერენცია
16 კომენტარი
№11
ავტორი: Gamkrelidze
10 აგვისტო 2018 22:49
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ციტატა: shotkin
აი ვუყურებთამაშს და ვერ ვხვდები რატოა გუნდში დღემდე არა სასტარტოში არამედ საერთოდ გუნდში რატო ირიცხება დარმიანი???????????? უკლასო უფანტაზიო უყველაფრო ფეხბურთელი არც შოუ არ ბრწყინავს და აგერ 4 ე სეზონია უკვე და აღაღ შემიზლია დარმიანების იანგების ფელაინების და შოუს ყურება რა დავიღალეეეეეეეეეეეეე


იანგი ყველაზე მეტად არ იმსახურებს მაგ შეფასებას
0
№12
ავტორი: JuanMata
10 აგვისტო 2018 22:52
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ლესტერს საინტერესო მწვრთნელი ჰყავს, აშკარად სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს.
სამწუხაროდ ჩვენ ამ დონის შემსრულებლები არ გვყავს, რომ მომენტი შევქმნათ და მაღალი პრესინგი ვეთამაშოთ.

ჯერჯერობით ისე მიდის თამაში, დეხეას იმედი მაქვს, რომ გოლს არ გავუშვებთ და მივაგორებთ ამ 3 ქულას 90-ე წუთამდე.
0
№13
ავტორი: Dato kutaisi
10 აგვისტო 2018 23:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
არცერთ გუნდში სადაც მოურინიოს უმუშავია ასეთი დებილი ფეხბურთი არცერთს არ უთამაშნია და ვეღარ ვხვდები უკვე აქ ვისია ბრალი
0
№14
ავტორი: giorgisamnidze99
10 აგვისტო 2018 23:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
პირველი სამი ქულა დაიდო არ არის არაფერი სანერვიულოთ სეზონი ეხა დაიწყო და ფეხბურთელებს შეწყობა უნდათ ერთმანეთში რო ადვილად გაუგონ ფრედი მაგარი ჟილკიანია და ადაპტაცია არ გაუჭირდება მალევე შეძლებს ადაპტირებას მგონი არის საიმისო სასტავი რო ჩემპიონობისთვის იბრძოლონ კარგია ლესტერი მოვიშორეთ შემდეგი ბრაიტონია
0
№15
ავტორი: Svanchester
11 აგვისტო 2018 00:09
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
სეზონის პირველ შეფასებას შეძლებისადგვარად გავაკეთებ: არ ვფრინავდით, არ შევქმენით სანახაობა მოედანზე, ამას დიდი ხანია მივეჩვიეთ ჟოზე გვიდგას სათავეში მაგრამ ფაქტი რაც არის ამ კაცმა იცის უბურთოდ როგორ უნდა მოიგოს. პირველი ტაიმი სრული საშინელება იყო, ფრედს ადაპტაცია უნდა და ძაან გამოგვადგება აი ძაან, იგრძნობა ბრაზილიელი მოედანზე. დე ხეამ ძველკებურად დაიწყო სეივები რაც ნიშნავს იმას რო ფორმაშია, დასანანია ერთი ბურთის გაშვება ისიც ძალიან უაზროდ, მაგრამ არაუშავს საუკეთესო კიპერი მაინც ფორმაში ხვდება სეზონს. დარმიანი ცდილობს უშეცდომო იყოს, ნუ მოვთხოვთ ფანტაზიებს შეტევებში იმ ფეხბურთელს რომელსაც ეს არ აქვს, დარმიანს მართლა არ აქვს ეს, თუმცა მთელი ძალისხმევით რომ თამაშობს ფაქტია, ვალე ასე თუ ისე გვაკლია და გამოსწორდება ეგ ფლანგიც, პირველ ტაიმში ძაან შეგვადგნენ მარჯვნიდან, ცენტრს რაც შეეხება ბაიი იხოდება. ქონდა "მხეცური" ართმევები და დაიჭერს ოპტიმალურ ფორმას მჯერა. აი ლინდელოფიც მახარებს არ ჩანდა დღეს მაგრამ კარგად იდგა. ერთი მომენტი კი შეატოვა ბაიის ორი ფეხბურთელი და ვარდიც მარტო დარჩა. შოუზე რა შეიძლება ითშ< ძაან წინ წაწია მოურინიოს თვალში, მაგრამ შარშან იანგმა საჯარიმოც გაიტანა შესანიშნავი და კაი გოლიც გამოუვიდა უოტფორდის კარში, ანუ მარტო გოლები არა, უნდა ისტაბილუროს შოუმაც, მეტი აგრესია და ჩართულობა შეტევებში. პოგბა მოედანზე არის გუნდის ლიდერი, და ვატყობ მსოფლიოს მერე თავში ჭკუა ჩაიდო და მაგრად მეიმედება, გაახურებს პოლი მოედანს მალე. ფრედს ადაპტაცია უნდა და ითამაშებს ძალიან კარგად, ჰქონდა კარგი პასების მცდელობები, შორეული პასები კარგად გაუშვა, ცოტა ფიზიკურად ჯანზე უნდა მოვიდეს, ბევრჯერ წაიქცა და შეცდომებიც ჰქონდა. ნუ მაინც პრემიერ ლიგის სიხისტემ იმოქმედა ფრედზე. პერეირამაც კარგად იმუშავა არ გამოჩნდა მაგრამ კარგად მუშაობდა. სანჩესი იმ ერთი მომენტის გარდა როცა ლუკაკუს უჯიგრა, არ მომეწონა და უნდა გადაიყვანოს მარჯვნივ, დადგენ მარცხნივ რეშფორდი და მარსიალი, სანჩესი ამ საქმეს მარჯვნიდანაც იზამს რასაც მარცხნიდან აკეთებს. ლუკაკუს მომენტზე რა უნდა ითქვას ეს მემგონი ჯერ კიდე აღნიშნავს მსოფლიოს მესამე ადგილოსნის მედალს. იჯიგრებს კინ კონგი წელს სერიოზულად. რეშფორდს ფორვარდის პოზიცია არ უნდა გააკაროს, არ არის ეს ცენტრის კაცი. რეში უნდა იდეგს მარცხნივ. ფლანგიდან უნდა ითამაშოს მაგან სწრაფია და ეს სისწრაფე ბევრად ეფექტს იძენს ფლანგიდან. მატას ყოფნა მოედანზე კარგია, მაინც ელოდები რაღაც კრეატივს მაგრამ დღეს ვერ იყო ისეთი როგორიც ლესტერის დონის გუნდებთან უნდა იყოს. მაგრამ ერთია ყველა ფეხბურთელზე ვრცელდება ეს. ყოველთვის არ წაგივა ყვლა თამაში. იმდეიანად ვხვდები სეზონს და ვეგუები იმ ფაქტს რომ უბურთოდ ვითამაშებთ მაგრამ ტიტულებსაც ველოდები წელს. მოურინიომ მაინც უნდა თქვას სათქმელი. დიდი ხანია ეს შობელძაღლი ჩუმადაა და აზიზღებს ფეხბურთს გულშემატკივრებს, ტიტულებით კი ყველას გაჩუმება შეუძლია და იცის ეს როგორ გააკეთოს ამ კაცმა და აჰა სხვა გზა არ გავქვს ვენდოთ ამ ერთხელაც და გვერდში დავუდგეთ.
0
№16
ავტორი: shotkin
11 აგვისტო 2018 13:42
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: shotkin
აი ვუყურებთამაშს და ვერ ვხვდები რატოა გუნდში დღემდე არა სასტარტოში არამედ საერთოდ გუნდში რატო ირიცხება დარმიანი???????????? უკლასო უფანტაზიო უყველაფრო ფეხბურთელი არც შოუ არ ბრწყინავს და აგერ 4 ე სეზონია უკვე და აღაღ შემიზლია დარმიანების იანგების ფელაინების და შოუს ყურება რა დავიღალეეეეეეეეეეეეე

ციტატა: Gamkrelidze
ციტატა: shotkin
აი ვუყურებთამაშს და ვერ ვხვდები რატოა გუნდში დღემდე არა სასტარტოში არამედ საერთოდ გუნდში რატო ირიცხება დარმიანი???????????? უკლასო უფანტაზიო უყველაფრო ფეხბურთელი არც შოუ არ ბრწყინავს და აგერ 4 ე სეზონია უკვე და აღაღ შემიზლია დარმიანების იანგების ფელაინების და შოუს ყურება რა დავიღალეეეეეეეეეეეეე


იანგი ყველაზე მეტად არ იმსახურებს მაგ შეფასებას

ვინც ჩამოვთვალე იანგი ყველაზე გამოცდილია და ალბათ მაგიტო ნაკლებად არ იმსახურებს უბრალოდ ერთი რამე გავაანალიზოთ 2012 წლიდან აქაა და მოვიდა როგორც ფლანგის მოთამაშე და დღემდე რა გახსენდება იანგისგან? მე პირადად ის 1 სასწაული თამაში არსენალთან და 1-2 გამორჩეული გოლი , წესიერი ნომინალური მცველის ყოლა ჯობია იანგის დაცვაში წვალების ყურებას აქვს კარგი ჩაწოდება და დაცვაში ასე თუისე ქაჩავს რაღაცას ინგლისში მარა იანგია და მანდ მთავრდება არის საშუალო დონის გუნდიშტვის კარგი ფეხბურთელი და 6 წელი რო ხარ გუნდში და დიდი არაფერი გიქნია ან იმ გუნდს აქ დანძრეული პოლიტიკაში რო გაგაჩერა აქამდე ან სასწაულად იღბლიანი ხარ , ტეხავს რო დღემდე გუნდში წმენდა არაა ჩატარებული ვან გაალის წასვლის მერე მაგას ველოდები უკვე
1

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top