თბილისი:
მანჩესტერი:
10-08-2018, 20:12
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2240,
კომენტარები: 16
მოურინიო მატჩის წინ
პორტუგალიელის მატჩისწინა პრესკონფერენცია.
მოურინიო მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზ მოურინიომ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს ვრცლად უპასუხა. "იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონატს "ლესტერის" წინააღმდეგ "ოცნებების თეატრში" 23:00 სთ - ზე გახსნის.

ჟოზე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა თქვენს მოწინააღმდეგეებზე ადრე ითამაშოთ, რადგან თქვენი მატჩი პარასკევს გაიმართება. როგორ შეაფასებდით ამ შესაძლებლობას?

"ამას არ შეიძლება ვუწოდოთ შესაძლებლობა. რას უწოდებთ შესაძლებლობას? ეს ერთი უბრალო მატჩია, გადაწყვეტილება იქნა მიღებული ესეთი, რომ ერთი დღით ადრე გვეთამაშა, ესაა და ეს. ჩვენ მზად ვართ.

როგორი იქნება გუნდის შემადგენლობა? ვინ ვერ შეძლებს თამაშს?

"ვერ ითამაშებენ: რომერო, რომელმაც ტრავმის გამო ოპერაცია ჩაიტარა, ვალენსია - რომელიც ასევე ტრავმირებულია, მან ტრავმა პრე სეზონზე მიიღო, მარკოს როხო - რომელიც მსოფლიო ჩემპიონატიდან ტრავმირებული დაბრუნდა, ასევე არ იქნება დიოგო დალო - მან ოპერაცია ჯერ კიდევ "პორტუში" ყოფნის დროს, აპრილის დასასრულს ჩაიტარა, ის ჯერ კიდევ არ არის მზად, ანდერ ერერა - "ბაიერნთან" მიღებული ტრავმის გამო და ნემანია მატიჩი - ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის შემდეგ, ნემანია ჰოსპიტალიზებული იყო ფილადელფიის კლინიკაში რამოდენიმე კვირის უკან".

შესაძლებელია თუ არა გამოიყენოთ ის ფეხბურთელები ვინც შვებულებიდან გვიან დაბრუნდა?

"მათი უმეტესობა ორშაბათს დაგვიბრუნდა. ვარჯიშები სამშაბათს ოთშაბათს და დღეს გამართეს (პრესკონფერენცია გუშინ გაიმართა - ხუთშაბათს) აქედან გამომდინარე თქვენ თვითონ ხვდებით ალბათ, რომ ისინი ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფებიან. გამომდინარე იმ დაზარალებული ფეხბურთელებიდან რომელთა გვარები მე გავაჟღერე, ჩვენ ფეხბურთელები გვესაჭიროება. ასე, რომ დღეს ვარჯიშის შემდეგ მე მათ გავესაუბრები, გავარკვევ თუ როგორ გრძნობენ თავს, რადგან მათი აზრი მნიშვნელოვანია და შემდეგ მეცოდინება მზად იქნებიან თუ არა ისინი სათამაშოდ".

დაზარალებულთა და გვიან ჩამოსულთა ფეხბურთელების სიების გათვალისწინებით, დარწმუნებული ხართ, რომ თქვენ შეგიძლიათ ერთი ან ორი ფეხბურთელის დამატება გუნდში?

"არამ დარწმუნებული არ ვარ. სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება, ასე, რომ ჩემთვის დროა შევწყვიტო ტრანსფერებზე ფიქრი და სრულიად გადავერთო იმ შემადგენლობაზე რომელიც ახლა მყავს გუნდში. მომდევნო სამი მატჩის შემდეგ, სადაც ბოლო მოწინააღმდეგე "ტოტენჰემი იქნება", სანაკრებო პაუზა მოდის, შესაბამისად იქნება დრო რესტავრირებისთვის და მოთამაშეების საფუძვლიანი მომზადებისთვის".

ჟოზე, პირველ სეზონში 3 ტიტული მოიგეთ, მეორე სეზონში ითამაშეთ ფინალი და ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულეთ, როგორია თქვენი მოლოდინები და მიზნები მესამე სეზონში?

"ჩემთვის ჯერ კიდევ ძნელად დასაჯერებელია, რომ გასულ სეზონში ჩვენ მეორე ადგილზე დავასრულეთ ასპარეზობა, იმის გათვალისწინებით თუ რა მესმოდა და რას ვკითხულობდი ჩემი გუნდის შესახებ პრესაში. ვიყავით დასრულებული ჩემპიონატის მეორე გუნდი, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მათ გადაასწრეს იმ გუნდებს იმ ხალხს რომელმაც ვერაფერი ვერ მოიგო და ჩვენზე დაბლა მოექცნენ, ახლა კი წარმოიდგინთ გამარჯვებულის ემოციები.

ასე, რომ თქვენი სტატიებისა და ტელევიზიების გადაცემების წყალობით ჩემთვის მართლაც ძნელად დასაჯერებელი არამხოლოდ ის, რომ მეორე ადგილზე დავასრულეთ ასპაეზობა, უკვე არამედ ისიც, რომ ინგლისის ჩემპიონატი 8 -ჯერ მაქვს ნათამაშები 3 - ჯერ მოგებული. მაგრამ მე მაინც ვცდილობ შევინარჩუნო ის შეგრძნება, რომ მიღწეული მეორე ადგილი ჩემს კარიერაში ერთ - ერთი დიდი მიღწევაა".

კითხვა აზიელი გულშემატკივრებისგან. შეცვლით თუ არა ტაქტიკას ამ სეზონში? და რა არის თქვენი მთავარი მიზანი - პრემიერ ლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა?

"ჩვენი მთავარი მიზანი არის - თითოეული მომდევნო მატჩი. რაც შეეხება ტაქტიკას, საფეხბურთო მენეჯერში თქვენ შეგიძლიად დააწვეთ ღილაკს და შეცვალოთ ტაქტიკა. რეალურ ცხოვრებაში კი ტაქტიკის შეცვლას სჭირდება ბევრი მუშაობა და დრო როგორც მწვრთნელებში ასევე ფეხბურთელებში მოედანზე, ჩვენ კი ეს დრო არ გვაქვს. ეს უნდა გაგვეკეთებინა პრე სეზონის დროს, თუმცა ჩემი სიტყვები შეირაცხა გიჟურ წარმონათქვამად, განვმეორდები, რომ ძნელია წინასასეზონო ტურნე კარგად ჩაატარო როდესაც შენი გუნდის უმეტესი ნაწილი ადგილზე არ არის". - განაცხადა დასასრულს ჟოზე მოურინიომ


წყარო: manutd.ru
პრესკონფერენცია
16 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
10 აგვისტო 2018 20:14
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ტაქტიკაზე საუბრისას ნათლად განაცხადა, რომ ისევ იმ სტრატეგიით ვითამაშებთ რაც წინა სეზონში.
2
№2
ავტორი: SANDROGRIGA
10 აგვისტო 2018 20:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სტანდარტული პრესკონფერენციაა, თავის სტილში.
0
№3
ავტორი: David beckham7
10 აგვისტო 2018 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
წარმატებები ბიჭებო
0
№4
ავტორი: ikeoni
10 აგვისტო 2018 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
ვეღარ ვითმენ ერთი სული მაქვს როდის დაიწყება love am
0
№5
ავტორი: Lukalaba
10 აგვისტო 2018 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ციტატა: Svani
ტაქტიკაზე საუბრისას ნათლად განაცხადა, რომ ისევ იმ სტრატეგიით ვითამაშებთ რაც წინა სეზონში.

ცოტს კიდე ნერვების მოგვიშლის მოუ ალბათ
0
№6
ავტორი: Svanchester
10 აგვისტო 2018 21:11
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ციტატა: Lukalaba
ციტატა: Svani
ტაქტიკაზე საუბრისას ნათლად განაცხადა, რომ ისევ იმ სტრატეგიით ვითამაშებთ რაც წინა სეზონში.

ცოტს კიდე ნერვების მოგვიშლის მოუ ალბათ

შედეგი მაინც დადოს.
0
№7
ავტორი: giorgisamnidze99
10 აგვისტო 2018 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
წლევანდელ წელს მოურინიო სხვაგვარად ათამაშებს მანჩესტერს სხვაგვარად ძან დიდი ტაკტიკოსია ეს ადამიანი და წლევანდელი წელს მის პრესტიჟს შელახავს რაიმე თუ არ მოიგო აქცენტი რათქმაუნდა premier league da champions league ამ ორ ტურნირზე უნდა გაიწიოს წელს
1
№8
ავტორი: ikeoni
10 აგვისტო 2018 21:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
პოგბა კაპიტნის სამკლაურით❤️
1
№9
ავტორი: saxa
10 აგვისტო 2018 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ლესტერი რო გაუდებს მანჩოს ამის ყურებით უნდა დავტკბეეეე
0
№10
ავტორი: shotkin
10 აგვისტო 2018 22:18
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
აი ვუყურებთამაშს და ვერ ვხვდები რატოა გუნდში დღემდე არა სასტარტოში არამედ საერთოდ გუნდში რატო ირიცხება დარმიანი???????????? უკლასო უფანტაზიო უყველაფრო ფეხბურთელი არც შოუ არ ბრწყინავს და აგერ 4 ე სეზონია უკვე და აღაღ შემიზლია დარმიანების იანგების ფელაინების და შოუს ყურება რა დავიღალეეეეეეეეეეეეე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top