თბილისი:
მანჩესტერი:
22-07-2018, 16:42
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 4157,
კომენტარები: 12
მუნდიალის 4 ვარსკვლავის შესაძლო ტრანსფერი
"იუნაიტედი" ახალგაზრდა ფეხბურთელის დამაეტებას ეცდება.
მუნდიალის 4 ვარსკვლავის შესაძლო ტრანსფერი
4# ანტე რებიჩი
მუნდიალის 4 ვარსკვლავის შესაძლო ტრანსფერი
რებიჩმა მსოფლიოზე მხოლოდ ერთხელ შეაგდო, მაგრამ მისი მუშაობა შეუფასებელი იყო. ის ძალიან შრომისმოყვარეა და ბრწყინვალე პრესინგს თამაშობს.
არის ძლიერი დრიბლერიც (საშუალოდ 3.2 მატჩში)

რებიჩს ფრანკფურტის "აინტრახტი" €45 მილიონად აფასებს. წყაროების მიხედვით მის მიმართ ინტერესი "მანჩესტერ იუნაიტედს" და მიუნხენის "ბაიერნს" გააჩნიათ.

#3 ჰარი მაგუირი
მუნდიალის 4 ვარსკვლავის შესაძლო ტრანსფერი
25 წლის ცენტრალური მცველი მუნდიალზე ერთ-ერთი ყველაზე საიმედო იყო. სიმაღლის წყალობით სტანდარტულის დროს ძალიან სახიფათოა, მსოფლიოზე გოლი და ასისტიც გაახერხა.

"ლესტერის" მცველს ახასიათებს დაცვაში სუფთად თამაში და ასევე საშუალოდ 6 საჰაერო ორთაბრძოლას იგებს. მისით იტერესდება ლონდონის "ჩელსი" და ასევე "იუნაიტედი". მისი სავარაუდო ფასი კი საკმაოდ მაღალია - €65 მილიონი.

#2 ჰირვინგ ლოზანო
მუნდიალის 4 ვარსკვლავის შესაძლო ტრანსფერი
ჰირვინგმა ყველა გააოცა როცა უარი თქვა ყველა გრანდის წინადადებაზე და "პსვს" შეუერთდა. თუმცა მექსიკელმა იცოდა რასაც აკეთებდა , ჰოლანდიელთა რიგებში 19 ჯერ გამოიჩინა თავი და მსოფლიოზეც შესაშურ ფორმაში იყო.

ლოზანოს ყველა ის თვისება აქვს რაც ვინგერს სჭირდება. ჯერ 22 წლისაა და მკვდარ ბურთზეც კი წარმატებით შეუძლია ბრძოლა.

მას კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს და სატრანსფერო ფასი €40 მილიონს შეადგენს, დაინტერესებული კლუბებია: "იუვენტუსი" "ბარსელონა" და "ჩელსი".

#1 ედენ აზარი
მუნდიალის 4 ვარსკვლავის შესაძლო ტრანსფერი
ედენი ძალიან ახლოს იყო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის წოდებასთან. მის შედეგზე იყო ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი და სამ გოლთან ერთად 1 შედეგიანი გადაცემაც.

რა თქმა უნდა მისი ფასი უსაშველოდ გაიზარდა, ბელგიელმა თვითონაც განაცხადა რომ მის ცხოვრებაში რაღაც ახალის დროა. ამასობაში ფლორენტინო პერესი რონალდუს შემცვლელს ეძებს და აზარი იდეალური შემცვლელია. იქვეა კატალონიის "ბარსელონაც".
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Lalana
23 ივლისი 2018 11:36
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
ვაკოს თამაში მომეწონა, უნდა გაეტანა ის გოლი

პერეირა კარგია, ძაან აქტიური და მონდომენულია, პასებსაც კარგად არიგებს, უბრალოდ ვერ ვხვდები მეორე ზაფხულია, მოურინიო ჯიუტად საყრდენად ათამაშებს, მერე აღმოჩნდება, რომ ვერაფერი ვერ აჩვენა ნორმალური და გაუშვებენ არენდით.

ჯერ დასაწყისია, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ სტილის თამაშები გვექნება მთელი სეზონი. ჩაწოდებების რიცხვი მოიმატებს ერთი ეგაა, ლუკაკუ დაბრუნდება. როგორც ჩანს ლუკაკუს თავის და იანგის ფეხის გარეშე, ისევ არ შეგვიძლია გოლის გატანა.

კი,გეთანხმები.ის ბურთი შესაგდები ჰქონდა

რამდენი რამე დავწერე და მხოლოდ ეს რატომ გამოაქვეყნა?
0
№12
ავტორი: luka-ku
24 ივლისი 2018 10:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
რებიჩზე კი იწერება ბევრი, თუმცა პირადად მე არ მინდა ეგ ფეხბურთელიი... მარჯვენა ფლანგზე გამოცდილი იგროკი გვჭირდება: ბეილი იდეალური ვარიანტია... ან ვილიანი მაინც დაითრიონ...

რაც შეეხება მაგუაიერს... პირადად მე მუნდიალზე ძალიან მომეწონა, თუმცაა ლესტერში ვერ ბეწყინავს და ეს ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ თუ ცენტრალური მცველის საკითხი დადგა მინდა, რომ ალდერვაირელდი მოვიდეს.. (ნუ ვარანე, უმტიტი და ნაჩო ესს ზღაპარია.. და თუ ზღაპარს რეალობად აქცევენ იქნებააა აიიი, ჭიიიკკკკ ^^ )
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top