"იუნაიტედი" ახალგაზრდა ფეხბურთელის დამაეტებას ეცდება.
4# ანტე რებიჩი
რებიჩმა მსოფლიოზე მხოლოდ ერთხელ შეაგდო, მაგრამ მისი მუშაობა შეუფასებელი იყო. ის ძალიან შრომისმოყვარეა და ბრწყინვალე პრესინგს თამაშობს.
არის ძლიერი დრიბლერიც (საშუალოდ 3.2 მატჩში)
რებიჩს ფრანკფურტის "აინტრახტი" €45 მილიონად აფასებს. წყაროების მიხედვით მის მიმართ ინტერესი "მანჩესტერ იუნაიტედს" და მიუნხენის "ბაიერნს" გააჩნიათ.
#3 ჰარი მაგუირი
25 წლის ცენტრალური მცველი მუნდიალზე ერთ-ერთი ყველაზე საიმედო იყო. სიმაღლის წყალობით სტანდარტულის დროს ძალიან სახიფათოა, მსოფლიოზე გოლი და ასისტიც გაახერხა.
"ლესტერის" მცველს ახასიათებს დაცვაში სუფთად თამაში და ასევე საშუალოდ 6 საჰაერო ორთაბრძოლას იგებს. მისით იტერესდება ლონდონის "ჩელსი" და ასევე "იუნაიტედი". მისი სავარაუდო ფასი კი საკმაოდ მაღალია - €65 მილიონი.
#2 ჰირვინგ ლოზანო
ჰირვინგმა ყველა გააოცა როცა უარი თქვა ყველა გრანდის წინადადებაზე და "პსვს" შეუერთდა. თუმცა მექსიკელმა იცოდა რასაც აკეთებდა , ჰოლანდიელთა რიგებში 19 ჯერ გამოიჩინა თავი და მსოფლიოზეც შესაშურ ფორმაში იყო.
ლოზანოს ყველა ის თვისება აქვს რაც ვინგერს სჭირდება. ჯერ 22 წლისაა და მკვდარ ბურთზეც კი წარმატებით შეუძლია ბრძოლა.
მას კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს და სატრანსფერო ფასი €40 მილიონს შეადგენს, დაინტერესებული კლუბებია: "იუვენტუსი" "ბარსელონა" და "ჩელსი".
#1 ედენ აზარი
ედენი ძალიან ახლოს იყო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის წოდებასთან. მის შედეგზე იყო ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი და სამ გოლთან ერთად 1 შედეგიანი გადაცემაც.
რა თქმა უნდა მისი ფასი უსაშველოდ გაიზარდა, ბელგიელმა თვითონაც განაცხადა რომ მის ცხოვრებაში რაღაც ახალის დროა. ამასობაში ფლორენტინო პერესი რონალდუს შემცვლელს ეძებს და აზარი იდეალური შემცვლელია. იქვეა კატალონიის "ბარსელონაც".