თბილისი:
მანჩესტერი:
3-07-2018, 10:32
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3107,
კომენტარები: 14
საფეხბურთო სამყარო ლუკაკუს ქმედებით აღფრთოვანებულია
გუშინდელი მატჩის შემდეგ "იუნაიტედის" თავდამსხმელი საქებარ სიტყვებს ვერ აუდის.
საფეხბურთო სამყარო ლუკაკუს ქმედებით აღფრთოვანებულია
მართალია გუშინდელ შეხვედრაში, ბელგიელების მთავარმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ იაპონიის ეროვნული ნაკრების კარში გოლის გატანა ვერ შეძლო თუმცა, მატჩის ბოლო წუთებზე განხორციელებული კონტრშეტევის შემდეგ მოწინააღმდეგის საჯარიმოში რომელუს ქმედებამ საფეხბურთო სამყაროს გაოცება უმალ გამოიწვია.

ქმედებამ რომელმაც ჩადლის გოლი გაატანინა და რომელუს ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში აზიელები 3-2 დაამარცხა. რომელუმ მის მიმართ მომავალი საგოლე გადაცემა გაატარა და უფრო ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ჩადლის დაუთმო რომელიც მის ზურგს უკან იმყოფებოდა, ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა და ბურთი იაპონელთა კარის ბადეში გაახვია.

ბელგიისა და იაპონიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში ძირითადი საინტერესო და სრულიად მოულოდნელი მოვლენები მეორე ტაიმში განვიტარდა. 52 - წუთისთვის "წითელი ეშმაკები" უკვე 0-2 აგებდნენ. შემდეგ ამისა 69 წუთზე ვერტონგენმა თავური დარტყმით ბურთი საოცარი ტრაექტორიით გაუშვა კავაშიმას კარისკენ და ულამაზესი გოლიც გავიდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბელგიელების თავკაცმა რობერტო მარტინესმა საინტერესო ცვლილებები განახორციელა. მ4 წუთზე მოედანი დრის მერტენსმა დატოვა რომელიც "იუნაიტედის" ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ ჩაანაცლა. სწორედ ფელაინიმ გაათანაბრა ასევე თავური დარტყმით ანგარიში.

შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა და ნაკრებებიც ახლოს იყვნენ დამატებითი დროის ათვლასთან თუმცა მარტინესის შეგირდებმა ბოლო წუთებზე შესანიშნავი კონტრშეტევა განახორციელეს რასაც მოჰყვა რომელუ ლუკაკუს არანაკლებ შესანიშნავი ქმედება მოწინააღმდეგეთა საჯარიმოში და ნასერ ჩადლის მიერ გატანილი გამარჯვების გოლი.

სოციალურ ქსელ ტვიტერში, მოგვიანებით რომელუ ლუკაკუს მიმართ საქებარი კომენტარები არ წყდებოდა.

ცნობილი ნიგერიელი მომღერალი "სიმი": "ჩემი შთამბეჭდავი ბიჭი რომელუ ლუკაკუ - მან ისე გაატარა ეს ბურთი, რომ უდავოდ დაიმსახურა გრემის ჯილდო".

ინგლისური Eurosport - ის რედაქტორი ტომი ადამსი: "ლუკაკუს ეს მომენტი, ერთ ერთი საუკეთესო მომენტია მსოფლიო ჩემპიონატზე! სრულიად დაუჯერებელია თუ როგორ შეძლო მან ამ სიტუაციაში მსგავსად მოქმედება".

გულშემატკივრების ყველაზე პოპულარული ვიდეო ბლოგერების გვერდი Full Time Devils: "ლუკაკუ იმსახურებს, მის აქტივში ჩაითვალოს ეს საგოლე გადაცემა".

ტელეარხ BBC - ის ჟურნალისტი ენდი ვესტი: "ლუკაკუ.. მან ეს გაატარა, ეს აბსოლიტური სენსაციაა! ამ სიტუაციაში მან როგორც ცენტრალურ თავდამსხმელმა გამოავლინა თვითკონტროლის უნარი, სიტუაციის შესაბამისი აღქმა, უანგარობა საკუთარი თანაგუნდელების მიმართ! საუკეთესო მომენტი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ბურთის გარეშე მოქმედებაში!"

"სელტიკის" ტელეკანალის მმართველი ჯერი მაკკოლაჰი: "მსგავს სიტუაციაში ნეიმარი წაიქცეოდა, იმისთვის, რომ პენალი მოეპოვებინა, ხოლო ლუკაკუმ ეს ბურთი საკუთარ მეგობარს დაუთმო. ბრავო!




წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: superman12
3 ივლისი 2018 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
მეგობრებო მე ვარ ინგლისის ფანი და ამ წელს ყველა ტურნირი მოიგი ახალგაზრრდულრბი ეს არის მომავალი და ამ ნაკრეშია არ იყო პეხბურტელები იუნაიდედიდან ერტი ტალანტი მიტხარტი გუნდიდან რომლისაც გეიმედებატ
0
№12
ავტორი: giorgiginturi
3 ივლისი 2018 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: Svani
ციტატა: giorgiginturi
ციტატა: Svani
აქ მახსოვს ზოგზოგიერთმა დაწერა, ლუკაკუ რადგან შავია, ნეგროიდულ რასას სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ნაკლებად შეუძლიაო, ჯობდა თეთრი თავდამსხმელი გვეყიდაო. გუშინდელი ლუკაკუს მომენტი ხაზს უსვამს იმას თუ რამდენად სწრაფად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. თან რა გადაწყვეტილებების!

ეგ სრული სისულელე და უბრალოდ რასიზმული გამონათქვამია მეტი არაფერი.... არ მახსოვს ეგ აქ ვინ თქვა მარაა უბრალოდ სისულელეაა.. მართლაც რომ გენიალური ფორვარდი ყავს იუნაიტედს!

არც მე მახსოვს ვინ თქვა, მაგრამ ვიღაცამ რო თქვა ეგ უეჭველი მახსოვს.

არაუშავს გუშინდელი დღის შემდეგ ხო მიხვდება , რომ არუნდა ეთქვა ....
სვანი ძმაო რა გქვია რა გვარი ხარ თუ რათქქმა უნდა შეიძლება გაცნობა ძმაო.... :)
0
№13
ავტორი: Svanchester
3 ივლისი 2018 16:18
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ციტატა: giorgiginturi
ციტატა: Svani
ციტატა: giorgiginturi
ციტატა: Svani
აქ მახსოვს ზოგზოგიერთმა დაწერა, ლუკაკუ რადგან შავია, ნეგროიდულ რასას სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ნაკლებად შეუძლიაო, ჯობდა თეთრი თავდამსხმელი გვეყიდაო. გუშინდელი ლუკაკუს მომენტი ხაზს უსვამს იმას თუ რამდენად სწრაფად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. თან რა გადაწყვეტილებების!

ეგ სრული სისულელე და უბრალოდ რასიზმული გამონათქვამია მეტი არაფერი.... არ მახსოვს ეგ აქ ვინ თქვა მარაა უბრალოდ სისულელეაა.. მართლაც რომ გენიალური ფორვარდი ყავს იუნაიტედს!

არც მე მახსოვს ვინ თქვა, მაგრამ ვიღაცამ რო თქვა ეგ უეჭველი მახსოვს.

არაუშავს გუშინდელი დღის შემდეგ ხო მიხვდება , რომ არუნდა ეთქვა ....
სვანი ძმაო რა გქვია რა გვარი ხარ თუ რათქქმა უნდა შეიძლება გაცნობა ძმაო.... :)

რა პრობლემაა ძმაო. პირადში მოგწერ. კომენტარებში სტატიის თემას რო არ ავცდეთ ))
0
№14
ავტორი: Malboro463
3 ივლისი 2018 18:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
rac kargi tamashebi iyo ver vuyure bliad verc belgias da verc safrangets

es gadacemac kide mgonia ro ukan iyo
magas isec uchirs burtis migeba da mag burtis dammushavebeli eg ar iyo
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top