მართალია გუშინდელ შეხვედრაში, ბელგიელების მთავარმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ იაპონიის ეროვნული ნაკრების კარში გოლის გატანა ვერ შეძლო თუმცა, მატჩის ბოლო წუთებზე განხორციელებული კონტრშეტევის შემდეგ მოწინააღმდეგის საჯარიმოში რომელუს ქმედებამ საფეხბურთო სამყაროს გაოცება უმალ გამოიწვია.
ქმედებამ რომელმაც ჩადლის გოლი გაატანინა და რომელუს ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში აზიელები 3-2 დაამარცხა. რომელუმ მის მიმართ მომავალი საგოლე გადაცემა გაატარა და უფრო ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ჩადლის დაუთმო რომელიც მის ზურგს უკან იმყოფებოდა, ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა და ბურთი იაპონელთა კარის ბადეში გაახვია.
ბელგიისა და იაპონიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში ძირითადი საინტერესო და სრულიად მოულოდნელი მოვლენები მეორე ტაიმში განვიტარდა. 52 - წუთისთვის "წითელი ეშმაკები" უკვე 0-2 აგებდნენ. შემდეგ ამისა 69 წუთზე ვერტონგენმა თავური დარტყმით ბურთი საოცარი ტრაექტორიით გაუშვა კავაშიმას კარისკენ და ულამაზესი გოლიც გავიდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბელგიელების თავკაცმა რობერტო მარტინესმა საინტერესო ცვლილებები განახორციელა. მ4 წუთზე მოედანი დრის მერტენსმა დატოვა რომელიც "იუნაიტედის" ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ ჩაანაცლა. სწორედ ფელაინიმ გაათანაბრა ასევე თავური დარტყმით ანგარიში.
შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა და ნაკრებებიც ახლოს იყვნენ დამატებითი დროის ათვლასთან თუმცა მარტინესის შეგირდებმა ბოლო წუთებზე შესანიშნავი კონტრშეტევა განახორციელეს რასაც მოჰყვა რომელუ ლუკაკუს არანაკლებ შესანიშნავი ქმედება მოწინააღმდეგეთა საჯარიმოში და ნასერ ჩადლის მიერ გატანილი გამარჯვების გოლი.
სოციალურ ქსელ ტვიტერში, მოგვიანებით რომელუ ლუკაკუს მიმართ საქებარი კომენტარები არ წყდებოდა.
ცნობილი ნიგერიელი მომღერალი "სიმი": "ჩემი შთამბეჭდავი ბიჭი რომელუ ლუკაკუ - მან ისე გაატარა ეს ბურთი, რომ უდავოდ დაიმსახურა გრემის ჯილდო".
ინგლისური Eurosport - ის რედაქტორი ტომი ადამსი: "ლუკაკუს ეს მომენტი, ერთ ერთი საუკეთესო მომენტია მსოფლიო ჩემპიონატზე! სრულიად დაუჯერებელია თუ როგორ შეძლო მან ამ სიტუაციაში მსგავსად მოქმედება".
გულშემატკივრების ყველაზე პოპულარული ვიდეო ბლოგერების გვერდი Full Time Devils: "ლუკაკუ იმსახურებს, მის აქტივში ჩაითვალოს ეს საგოლე გადაცემა".
ტელეარხ BBC - ის ჟურნალისტი ენდი ვესტი: "ლუკაკუ.. მან ეს გაატარა, ეს აბსოლიტური სენსაციაა! ამ სიტუაციაში მან როგორც ცენტრალურ თავდამსხმელმა გამოავლინა თვითკონტროლის უნარი, სიტუაციის შესაბამისი აღქმა, უანგარობა საკუთარი თანაგუნდელების მიმართ! საუკეთესო მომენტი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ბურთის გარეშე მოქმედებაში!"
"სელტიკის" ტელეკანალის მმართველი ჯერი მაკკოლაჰი: "მსგავს სიტუაციაში ნეიმარი წაიქცეოდა, იმისთვის, რომ პენალი მოეპოვებინა, ხოლო ლუკაკუმ ეს ბურთი საკუთარ მეგობარს დაუთმო. ბრავო!