თბილისი:
მანჩესტერი:
30-06-2018, 17:57
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2531,
კომენტარები: 11
"იუნაიტედს" ფეკირი სურს
ფეკირმა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში მაინც ითამაშოს.
"ლივერპულში" არშემდგარი ტრანსფერის შემდეგ, ფრანგული "ლიონის" შემტევი ნახევარმცველი ნაბილ ფეკირი, შესაძლოა გულშემატკივარმა "ნისლიან ალბიონზე" მაინც იხილოს.

24 - წლის ვარსკვლავის მიმართ ინტერესს ინგლისური გრანდი, გლეიზერების "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს. - იუწყება ფრანგული პრესა აღნიშნული ინფორმაციის შესახებ.

Le Progres - ის ცნობით, "წითელი ეშმაკების" წარმომადგენლებმა, თავად ფეხბურთელს შეთავაზება უკვე გაუკეთეს, თუმცა ფრანგულ კლუბთან მოლაპარაკები ამ ეტაპზე ჯერ არ დაწყებულა.

აღნიშნულ გამოცემაში ასევე წერია, რომ ფეკირის "მერისისაიდულ" კლუბში ტრანსფერი, ფეხბურტელის ტრავმის გამო არ შედგა. ამის გამო "ლივერპულს" სატრანსფერო ფასის 5 მილიონი ევროთი შემცირება სურდა.

გასულ სეზონში, ფეკირმა "ლიონის" მაისურით ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, საკუთარი აქტივი კი შესანიშნავი რიცხვებით, 23 გოლით და 8 საგოლე გადაცემით დაამშვენა.


წყარო: ukrainefootball.net
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
2 ივლისი 2018 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არ მინდა ძალიან არ მინდა თან
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top