თბილისი:
მანჩესტერი:
30-06-2018, 17:57
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2536,
კომენტარები: 11
"იუნაიტედს" ფეკირი სურს
ფეკირმა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში მაინც ითამაშოს.
"ლივერპულში" არშემდგარი ტრანსფერის შემდეგ, ფრანგული "ლიონის" შემტევი ნახევარმცველი ნაბილ ფეკირი, შესაძლოა გულშემატკივარმა "ნისლიან ალბიონზე" მაინც იხილოს.

24 - წლის ვარსკვლავის მიმართ ინტერესს ინგლისური გრანდი, გლეიზერების "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს. - იუწყება ფრანგული პრესა აღნიშნული ინფორმაციის შესახებ.

Le Progres - ის ცნობით, "წითელი ეშმაკების" წარმომადგენლებმა, თავად ფეხბურთელს შეთავაზება უკვე გაუკეთეს, თუმცა ფრანგულ კლუბთან მოლაპარაკები ამ ეტაპზე ჯერ არ დაწყებულა.

აღნიშნულ გამოცემაში ასევე წერია, რომ ფეკირის "მერისისაიდულ" კლუბში ტრანსფერი, ფეხბურტელის ტრავმის გამო არ შედგა. ამის გამო "ლივერპულს" სატრანსფერო ფასის 5 მილიონი ევროთი შემცირება სურდა.

გასულ სეზონში, ფეკირმა "ლიონის" მაისურით ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, საკუთარი აქტივი კი შესანიშნავი რიცხვებით, 23 გოლით და 8 საგოლე გადაცემით დაამშვენა.


წყარო: ukrainefootball.net
ჭორები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
30 ივნისი 2018 19:18
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ფეკირი კი არა. აგერ მილანი ფეირპლეის დარღვევის გამო მოკვეთეს ევრიპალიგიდან და აუკრძალეს ტრანსფერები. იგივე ელის პესეჟესაც და მგონი ბამპეზე რო დაიწყონ ფიქრი კაი იქნება.
2
№2
ავტორი: ikeoni
30 ივნისი 2018 19:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Ragac am msoflioze magrad chaisvara ise araushavs Kai igrokia
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
30 ივნისი 2018 20:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლიონში კარგი იყო, თუმცა მუნდიალზე ხეირიანი არაფერი გაუკეთებია.
0
№4
ავტორი: kobinio
30 ივნისი 2018 20:44
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: ALEXFERGUSON
ფეკირი კი არა. აგერ მილანი ფეირპლეის დარღვევის გამო მოკვეთეს ევრიპალიგიდან და აუკრძალეს ტრანსფერები. იგივე ელის პესეჟესაც და მგონი ბამპეზე რო დაიწყონ ფიქრი კაი იქნება.

Asiani xar
0
№5
ავტორი: lasha001
30 ივნისი 2018 23:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
Bampes tu gayidian uechveli realshi gadava darwmunebuli var.. magram eg zgaparia magas aravin gaushvebs jerjedobit..
0
№6
ავტორი: max_skyline
1 ივლისი 2018 08:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
რა ფეკირი ტო ვილიამ კარვალოზე იჩალიჩონ რა ძაან მაგარი საყრდენია რა ეგ და მატიჩი იმენნა გაუვალი კედელი იქნება.პოგბასაც მეტი თავისუფლება ექნება.თან ახალგაზრდაა ჯანიანი იმენაა ჩ ვენი კანტე გახდება
0
№7
ავტორი: sandroo
1 ივლისი 2018 12:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ციტატა: ALEXFERGUSON
ფეკირი კი არა. აგერ მილანი ფეირპლეის დარღვევის გამო მოკვეთეს ევრიპალიგიდან და აუკრძალეს ტრანსფერები. იგივე ელის პესეჟესაც და მგონი ბამპეზე რო დაიწყონ ფიქრი კაი იქნება.

mbape ro davitriot sixarulisgan guli mglijavs egreve :D
0
№8
ავტორი: Rezimanutd
1 ივლისი 2018 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
არმინდა ეს ფეკირები და ტოლისოები))მარჯვენა ფლანგის ვინგერი გვინდა უეჭველი მაგალითად კუადრადო არიქნებოდა ცუდი ვარიანტი
0
№9
ავტორი: David_beckham-_-
1 ივლისი 2018 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ნეტა პსჟ საც დაუწესონ სანქციები და გაყიდვა მოუწიოთ მბაპესი მაგრმა ვეჭვობ რომ რეალი ძაან დიდ კონკურენციას გაგვიწევს, თუმცა ერთია კოდევ რომ მბაპე და ბეილი ორივე მარჯვენა ფლანგს თამაშობს და მაშინ ბეილი აღარ დარჩება რეალში კიდევ რომ სკამი ხეხოს, თან გრძელვადიან პერსპეკტივაში ახალგაზრდა მბაპე ჯობია. ეს თუ მოხდა და მბაპე დავითრიეთ ცვარს დავკლავ :D
0
№10
ავტორი: wiking
1 ივლისი 2018 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
მოუს ფრანგები არ უყვარს და არამგონია ინტერესი იყოს, ბრაზილიელი რომ იყოს დაიჯერებდა კაცი ამ ჭორს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top