თბილისი:
მანჩესტერი:
22-06-2018, 10:50
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2423,
კომენტარები: 11
მოურინიო: "კაბალიეროს მსგავსად კარებში დგომა მეც შემიძლია"
"იუნაიტედის" თავკაცი არგენტინელთა მეკარეს აკრიტიკებს.
მოურინიო:
"წითელი ეშმაკების" პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო, რომელიც რუსეთში მიმდინარე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფეხბურთო ექსპერტადაა მიწვეული, გუშინდელ გამართულ შეხვედრში (არგენტინა - ხორვატია) მოასპრეზე სამხრეთ ამერიკელთა მეკარეს ვილი კაბალიეროს აკრიტიკებს და სახალისო განცხადებასაც აკეთებს.

შეგახსენებთ ხორხე სამპაოლის ნაკრებმა გუშინ ყველასთვის მოულოდნელად ხორვატების გუნდთან დიდი ანგარიშით 0 - 3 დათმო შეხვედრა. ერთ - ერთი გოლი სწორედ არგენტინელთა მეკარის კაბალიეროს უხეშ შეცდომას მოჰყვა.

"ხორვატიამ რეალიზება გაუკეთა მიცემულ შანსს და პირველი გოლი გაიტანა. დამაყენეთ კარში მე ან კაბალიერო - განსხვავება ნამდვილად არ იქნება. მეც ისევე გავუწევდი დახმარებას გუნდს როგორც ამას ის აკეთებდა.

მეკარემ სარეზულტატო შეცდომა დაუშვა, რითაც საშუალება მისცა ხორვატების თავდამსხმელს ანგარიში გაეხსნა. მეორე გოლს რაც შეეხება, ვიცით, რომ ლუკა მოდრიჩის მიერ შორეულ გასროლას მოჰყვა, არგენტინელ მეკარემ ვერ შეძლო ბურთს მისწვდომოდა.

კაბალიერო ინგლისის პრემიერ ლიგაში სამი წლის განმავლობაში ასპარეზობდა, მაშინ როდესაც "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" ღირსებას იცავდა".
- განაცხადა დასასრულს ჟოზე მოურინიომ



წყარო: sports.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
23 ივნისი 2018 13:21
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მაგარი დაბნეული მწვრთნელია სამპაოლი, რომეროზე კარგი მეკარე თითზე ჩამოსათვლელია თანამედროვე მეკარეებში, მერე კიდე რა სასტავი და ტაქტიკა დააყენა.

ორვატიასთან მოაშიშვლა დაცვა, ცენტრში ფლანგის მცველები ეყენა, (ერთი საუთგეიტი მეგონა დებილი უოკერა ფლანგზე რომ არ ათამაშებს), დიმარია და დიბალა სკამზე.

ნუ ისიც აღსანიშნავია, რომ ნახევარდაცვა საერთოდ არ უვარგა.
ხორვატიას ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი ჰყავს ამ ჩემპიონატზე.

ციტატა: Malboro463


მე არც ადრე ვიყავი სავიჩის დიდი გულშემატკივარი და ამ ჩემპიონატზეც ჯერჯერობით არ ტოვებს დიდად კარგ შთაბეჭდილებას.

თუ მაინცდამაინც სერბზე მიდგა საქმე, ტადიჩი მშვენიერი მარჯვენა ფლანგელია, ან ვაფშე შაქირს რატომ არ ყიდულობენ კარგი გუნდები, ძაან მიკვირს.

ორივე მარჯვენა ფლანგელია, კაპიკები დაჯდება და საკმაოდ გააძლიერებს ჩვენს ფლანგს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top