"წითელი ეშმაკების" პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო, რომელიც რუსეთში მიმდინარე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფეხბურთო ექსპერტადაა მიწვეული, გუშინდელ გამართულ შეხვედრში (არგენტინა - ხორვატია) მოასპრეზე სამხრეთ ამერიკელთა მეკარეს ვილი კაბალიეროს აკრიტიკებს და სახალისო განცხადებასაც აკეთებს.
შეგახსენებთ ხორხე სამპაოლის ნაკრებმა გუშინ ყველასთვის მოულოდნელად ხორვატების გუნდთან დიდი ანგარიშით 0 - 3 დათმო შეხვედრა. ერთ - ერთი გოლი სწორედ არგენტინელთა მეკარის კაბალიეროს უხეშ შეცდომას მოჰყვა.
"ხორვატიამ რეალიზება გაუკეთა მიცემულ შანსს და პირველი გოლი გაიტანა. დამაყენეთ კარში მე ან კაბალიერო - განსხვავება ნამდვილად არ იქნება. მეც ისევე გავუწევდი დახმარებას გუნდს როგორც ამას ის აკეთებდა.
მეკარემ სარეზულტატო შეცდომა დაუშვა, რითაც საშუალება მისცა ხორვატების თავდამსხმელს ანგარიში გაეხსნა. მეორე გოლს რაც შეეხება, ვიცით, რომ ლუკა მოდრიჩის მიერ შორეულ გასროლას მოჰყვა, არგენტინელ მეკარემ ვერ შეძლო ბურთს მისწვდომოდა.
კაბალიერო ინგლისის პრემიერ ლიგაში სამი წლის განმავლობაში ასპარეზობდა, მაშინ როდესაც "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" ღირსებას იცავდა". - განაცხადა დასასრულს ჟოზე მოურინიომ