თბილისი:
მანჩესტერი:
7-06-2018, 15:44
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2623,
კომენტარები: 14
"იუნაიტედმა" ტალისკასთვის თანხა გამოყო"
"წითელი ეშმაკები" რიგით მესამე, ოფიციალური ტრანსფერისთვის ემზადებიან.
პორტუგალიური "ბენფიკას" საკუთრებაში მყოფი ბრაზილიელი ჰავბეკი ტალისკა, შესაძლოა ინგლისურ პრემიერ ლიგაში იხილოს გულშემატკივარმა. მისით ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება.

O Jogo - ის მიერ გავრცელებული ცნობებით, 24 - წლის ტალისკა, რომელიც გასულ სეზონში არენდის წესით თურქულ "ბეშიქთაშში" ასპარეზობდა, "წითელი ეშმაკების" ინტერესთა სფეროში მოხვდა. ედ ვუდვორდი პორტუგალიურ კლუბს, ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 - მილიონ ევროს შესთავაზებს.

გასულ სეზონში ფეხბურთელმა თურქული კლუბის მაისურით სუპერლიგაში 33 - მატჩი ჩაატარა, საკუთარ აქტივს კი 14 - გოლი და 9 - საგოლე გადაცემა შემატა.

შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედმა" მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერება უკვე დაიწყო, "ოლდ ტრაფორდს" ორი ახალი ფეხბურთელი შეუერთდა. "პორტოდან" კლუბმა სათამაშო ამპლუით მარჯვენა მცველი დიოგო დალო, ხოლო უკრაინული "შახტარიდან" ბრაზილიელი ნახევარმცველი ფრედი დაიმატა.


წყარო: euro-football.ru


გსურთ ტალისკა "იუნაიტედში"?

დიახ
არა

ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: dybbuk
8 ივნისი 2018 00:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ესეთი საშუალო დონის ფეხბურთელებით რომ ინტერესდებიან მაგიტომაცაა ბურთს რომ ვერ იჩერებენ და ერთი შეხებით პასს რომ ვერ აკეთებენ, მინიმუმ სამჯერ ეხებიან ბურთს და მერე გადადიან შეტევაში და მაგდენს ვინ გაცდის ხო ჩავიდა მთელი გუნდი დაცვაში, ტოპ დონე იგროკები გვინდა უმაღლესი კლასის, ესეთი ტრანსფერებით წინ ვერ წავალთ
0
№12
ავტორი: Methadon
8 ივნისი 2018 00:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
რაღაც პონტში ასწორებს ბრაზილიელები გუნდში, ცოტა ფანტაზია შეემატება ცენტრს. სანდრო და ვილიანიხ რომ დავიმატოთ, ზუსტად ის გუნდი ვიქნებით, რიათაც ჟოზე წარმატებას აღწევს. ცენტრალური მცველების მოსვლა ბევრს სურს აქ, თუმცა მგონია, რომ ბაილი და ლინდელოფი კარგ დუეტს შექმნიან, თუ დრო მიეცემათ.
0
№13
ავტორი: glory28
8 ივნისი 2018 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
რატომ უნდა გინდოდეს ამის მოსვლა გუნდში მოურინიო თუ არ ხარრრ რააა
0
№14
ავტორი: tupaca
9 ივნისი 2018 00:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ჩინეთში წავიდა გუანჯუში :D კიდე კაი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top