თბილისი:
მანჩესტერი:
7-06-2018, 15:44
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2621,
კომენტარები: 14
"იუნაიტედმა" ტალისკასთვის თანხა გამოყო"
"წითელი ეშმაკები" რიგით მესამე, ოფიციალური ტრანსფერისთვის ემზადებიან.
პორტუგალიური "ბენფიკას" საკუთრებაში მყოფი ბრაზილიელი ჰავბეკი ტალისკა, შესაძლოა ინგლისურ პრემიერ ლიგაში იხილოს გულშემატკივარმა. მისით ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება.

O Jogo - ის მიერ გავრცელებული ცნობებით, 24 - წლის ტალისკა, რომელიც გასულ სეზონში არენდის წესით თურქულ "ბეშიქთაშში" ასპარეზობდა, "წითელი ეშმაკების" ინტერესთა სფეროში მოხვდა. ედ ვუდვორდი პორტუგალიურ კლუბს, ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 - მილიონ ევროს შესთავაზებს.

გასულ სეზონში ფეხბურთელმა თურქული კლუბის მაისურით სუპერლიგაში 33 - მატჩი ჩაატარა, საკუთარ აქტივს კი 14 - გოლი და 9 - საგოლე გადაცემა შემატა.

შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედმა" მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერება უკვე დაიწყო, "ოლდ ტრაფორდს" ორი ახალი ფეხბურთელი შეუერთდა. "პორტოდან" კლუბმა სათამაშო ამპლუით მარჯვენა მცველი დიოგო დალო, ხოლო უკრაინული "შახტარიდან" ბრაზილიელი ნახევარმცველი ფრედი დაიმატა.


წყარო: euro-football.ru


გსურთ ტალისკა "იუნაიტედში"?

დიახ
არა

ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
7 ივნისი 2018 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ბეშიქთასში რა უნდოდა ბენბიკაში ძირითადისთვის ადგილი არ მოიძებნებოდა ამისთვის?
ღირს კი ამრა ამ დონის ფეხბურთელების მოყვანა?
0
№2
ავტორი: bziki
7 ივნისი 2018 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ბრაზილელი ნასჰა ხო გაიჩინა ჟოზემ ყველა ბრაზილიელზე არი ჭორი
0
№3
ავტორი: temo67
7 ივნისი 2018 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
კარგი ბიჭია. მეორე პოგბა იქნება ოღონდ მარცხენა ფეხით.
0
№4
ავტორი: Paulscholes1
7 ივნისი 2018 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
Mshvenieri fexburtelia, yvela poziciaze sheuzlia shetevashi iqneb gamogvadges
0
№5
ავტორი: PaLoMo
7 ივნისი 2018 16:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
მემარცხენე თუ არის მოვიდეს.მართალია მე არას მივეცი მარა მინდა მოსვლა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: ikeoni
7 ივნისი 2018 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ar Iqneba cudi Ra ubda amas beshiqtashi
0
№7
ავტორი: snatch77
7 ივნისი 2018 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
ტალისკა არა მიჩი ბაჩუაი , 10 ნომერია თავისუფალი გუნდში და გაისროლონ , ვინმე მეგა მოიყვანონ , მაგრამ რად გინდა ცენტრის იქეთ ეკრძალებათ გადასვლა , ერთადერთი რატომაც ვიკავებ თავს მოურინიოს გინებისაგან , არის ის , რომ კიდევ დამრჩა იმედი გუნდს გაწმენდს , კარგ დაცვის ხაზს შექმნის და მომავალ ბირთვს ჩამოაყალიბებს და რაც მთავარია გუნდს დაუბრუნებს გამარჯვებულის მენტალიტეტს , ეს ნაღდად იცის.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
7 ივნისი 2018 18:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არამგონია ეს იყიდონ
0
№9
ავტორი: JuanMata
7 ივნისი 2018 18:30
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ფელაინი თუ წავა ალბათ ამას მოიყვანენ, ისე ფელაინის კი ჯობია, საჰაერო ბრძოლებში არ ჩამოუვარდება და ბევრად ტექნიკურია, სკამიდან თამაშის გასაძლიერებლად ცუდი არ იქნება.
0
№10
ავტორი: SHOTAMESSI10
7 ივნისი 2018 19:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
ვერატი კარგი იქნებოდა manunited
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top