თბილისი:
მანჩესტერი:
31-05-2018, 21:10
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2486,
კომენტარები: 11
მოურინიო "ავსტრია - რუსეთის" მატჩს დაესწრო
პორტუგალიელი სატრანსფერო სამიზნეებს აკვირდებოდა.
მოურინიო
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო, როგორც ჩანს დროს ტყუილუბრალოდ არ კარგავს და სატრანსფერო სამიზნეებს სპეციალისტი თავად მეთვალყურეობს.

"განსაკუთრებული" გუშინ გამართულ ამხანაგურ შეხვედრას დაესწრო. ერთმანეთს "ავსტრია - რუსეთი" უპირისპირდებოდნენ. მატჩი ავსტრიელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა.

როგორც ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, "წითელი ეშმაკების" მენტორი რამოდენიმე ფეხბურთელს აკვირდებოდა.

ჟოზეს ყურადღების ცენტრში სამი ფეხბურთელი იმყოფებოდა: რუსეთის ნაკრების ორი წევრი - ალექსანდრ გოლოვინი და ფიოდორ სმოლოვი, ხოლო ავსტრილთაგან ის თავდამსხმელ მარკო არნაუტოვიჩს უთვალთვალებდა.

პრესაში აქამდე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ავსტრიელების შემტევი, არნაუტოვიჩი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა გულშემატკივარმა "ოლდ ტრაფორდზე" იხილოს.


წყარო: euro-football.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: bziki
1 ივნისი 2018 11:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ყველაზე მაგარი კაიფი იცი რა არი ბარსას ფანატებს რო ქონდათ სექტა შექმნილი ერთი 5 წლის წინ ის მონაგონია ეხლანდელი რეალის 12 წლის ბიჭბუჭობის სექტასთან რავი რითი აღარ პრავდება რეალის ლიგები:D:D:D:D რა აზრი აღარ მოვისმინე. ჩრდილოეთ კორეაში არ ვართ ჩვენც ვუყურეთ მაგ თამაშებს მარტო სექტანტები არ უყურებთ რეალის თამაშებს
იყო მოსაზრება რო წლების გასვლის მერე ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცემოდა და მარტო ტიტულები დარჩებოდა,მარა ეს უკვე ისეთი ნამეტანი ამბავი იყო რო 100 წლის მერეც იმაზე უფრო მეტს ისაუბრებენ როგორ მოიგო ეგ ლიგები რეალმა ვიდრე რეალის სიდიადეზე.სიდიადეზე იასნია სექტაში სექტანტები მოიწონებენ თავს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top