თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2018, 21:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3507,
კომენტარები: 14
პოგბა: "ეს კერიკის რჩევა იყო"
ფრანგმა გამოცდილი ფეხბურთელის რჩევა გაითვალისწინა.
პოგბა:
პოლ პოგბამ "მანჩესტერ სიტისთან" მის მიერ გატანილ გოლში წვლილი მაიკლ კერიკსაც მიაკუთვნა.

ფრანგმა ნახევარმცველმა დერბიში 97 წამის ინტერვალში ორი ბურთი და მატჩში წონასწორობა აღადგინა.

მისი გოლების შემდეგ "იუნაიტედმა" გამარჯვების გოლიც გაიტანა, რაც კრის სმოლინგმა შეძლო.

პოგბამ სწორედ ის აჩვენა "იუნაიტედის" გულშემატკივრებს, რისთვის კლუბმა მასში რეკორდული თანხა გადაიხადა, მაგრამ მოგვიანებით ფრანგი გამოტყდა, რომ ამაში ინგლისელ ვეტერანს დიდი დამსახურება აქვს.

"ვაფასებ მაიკლ კერიკს, რადგან ყოველი მატჩის შემდეგ მაჩვენებს ვიდეოს და მეუბნება, რომ ეს ჩარბენები განვახორციელო.

ის ძალიან დამეხმარა, ყოველი ვარჯიშის შემდეგ მეუბნება: "მოდი, შეხედე ამ ჩარბენებს, შენ შეგიძლია გათელო მეტოქე, რადგან ვერავინ შეგაჩერებს",
- განაცხადა პოლმა.

პოგბამ ასევე დაამატა, რომ რთული ასეთი ჩარბენების განხორციელება, როცა ნახევარდაცვაში ორი ფეხბურთელით თამაშობს გუნდი.

"ორ ნახევარმცველში რთულია ამის გაკეთება, რადგან უნდა დარჩე და აკონტროლო. როცა სამი ფეხბურთელი გვყავს, ვიცი, რომ მატიჩი დამაზღვევს და წინ წასასვლელად უფრო მეტი თავისუფლება მაქვს".


წყარო: mirror
ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Lalana
11 აპრილი 2018 00:55
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ბოდიშით ბიჭებო,ორივეს რომ აღარ დაგიციტიროთ ბარემ ასე ზოგადად დავწერ.გეთანხმებით იმაში რომ პოგბას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.ფიზიკურობა,ტექნიკა,ბურთთან მოპყრობა,პასის კულტურა და მოედნის ხედვა,ყველაფერი აქვს იმისთვის,რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარცველი იყოს.მაგრამ როდესაც მოდრიჩIს თამაშებს ვუყურებ და თან მის წლოვანებას ვაკვირბი პოგბა სულ მავიწყდება და რატომ იცით?ისეთი მონდომებით თამაშობს ამ ასაკშიც რომ პოგბას ასეთი არც დაესიზმრება,ასევე თუ დააკვირდებით ნახავთ რომ ეგ კაცი კაზემიროსაც ძალიან კარგად ეხმარება უკან და ზოგადად ძალიან ბევრს დარბის ხოლმე მოედანზე კროოსთან ერთად.იმაში გეთანხმებით რომ არ არის პოგბას ადგილი მანდ,მოურინიოც კარგი ჯიუტია რომ საკუთარ ფილოსოფიას არ აბიჯებს,მაგრამ რამდენჯერაც ვუყურე რომ პოგბა ათიანზე იყო,იმდენჯერ ვნახე თუ გუნდს რამდენად უჭირდა სიღრმიდან ბურთის ამოტანა.ასევე მოურინიოს სტილია 4-2-3-1,ორი დაცვითი ტიპის ფეხბურთელით თამაშI,მაგრამ გაიხსენეთ ერთ შამშლელთან ერთად მოურინიოს როგორი სტილის ფეხბურთელები ეყენა გინდ რეალშI და გინდ ჩელსიში.მაგალითად ჩელსიში ფაბრეგასი ეყენა მატიჩIს გვერდით,ცოტათი ზემოთ აწეული,რადგან სიღრმიდან ამოეტანა ფაბრეგას ბურთიდა ამასთანავე შავი სამუშაოსთვისაც გაერთვა თავი.პოგბა რომ მაგალითად მატას ან ლინგარდის ნაცვლად დავაყენოთ წინ ვერც ისეთ პრესინგს შემოგვთავაზებს როგორც ეს ორი.იმის და მიუხედავად რომ ლინგარდი დიდად არ მიყვარს,როდესაც შემადგენლობაშIა წინ მხოლოდ ეგ და ლუკაკუ ახორციელებენ ხოლმე ისეთ პრესინგს როგორც საჭიროა და პოგბას თუ დააკვირდებით ასეთი რაოდენობით მაინც არ მოძრაობს როგორც გუნდს სჭირდება,მაგრამ აქვს გამონათებები,თუ თამაში წაუვიდა აბსოლიტურად ყველაფერს აკეთებს და ზუსტად მაგ პოზიციაზე იდგა წინა წელსაც და საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდა,იბრაჰიმოვიჩის ის გაფუჭებული მომენტებიც რომ არა საკმაოდ კარგ შედეგსაც დადებდა,უბრალოდ მაინც გეთანხმებით იმაში რომ შემტევი ფილოსოფიის მწვრთნელთან უკეთესად გამოავლენს საკუთარ შესაძლებლობებს.


რაც შეეხება რომა-ბარსელონას დიდად არც გამკვირვებია,რადგან ჩელსისთან თამაშს რომ ვუყურებდი საოცრად კარგად თამაშOბდა რომა სახლში.ვფიქრობდი მათ მოგებას,მაგრამ გასვლაზე ეჭვი მეპარებოდა.დი ფრანჩესკო არ არის ცუდი მწვრთნელი,დამწყებია და უკვე ნამდვილად კარგი შედეგი დადო,რომას საკმაოდ კარგ ფეხბურთს ათამაშებს და დღეს იმის და მიუხედავათ რომ იგებდა მაინც არ ნებდებოდა და უტევდა.საკმაოდ კარგი სულისკვეთება გამოავლინეს.


გული კი ერთ რამეზე მწყდება,როგორ შეგვეძლო რომ ახლა სევილიას ნაცვლად ჩვენ ვყოფილიყავით ბაიერნის მეტოქე და არც ეს ბაიერნია ის გუნდი რომლის დამარცხებაც შეუძLებელია.
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
11 აპრილი 2018 21:31
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
მე ვერ ვხვდები აქ ერთ რამეს.ბიჭები წერთ რო წინ უნდა აწიოსო მოუმ პოგბაო მარა არ ესმისო.წინ აწევა სად ათიანზე?რა უნდა პოგბას ათიანზე?ათამაშა რამდენიმე თამაში ათიანზე და თუ არ გახსოვთ მე მახსოვს სრულად არაეფექტური და ტყუილად გაცდენილი ერთი მოთამაშე იყო.ახლა რაც შეეხება იმას თუ რატო არ არის ათიანი.მისი არც ფიზიონომია არც გაბარიტები მოქნილობა არ არის ათიანის შესაბამისი.არც მაღალ პრესინგზე შეუძლია თამაში არა იმიტომ რომ არ იცის უბრალოდ მოუქნელია მისი აღნაგობის გამო.აი რაც შეეხება იმას რო მეტს უტევდეს და წინ იყოს უფრო მეტად აი ამას მერამდენედ ვწერ სჭირდება კარგი დაცვა რო 3ნახევარმცველს არ უწევდეს დაზღვევაზე სირბილი.როცა ასეთი სიტუაციაა ასეთ შემთხვევაში მისი იდეალური პოზიცია რაც არის კიდეც თქვა მოუმ და არც არაფერია დამალული ეგაა 4-3-3ში მარცხენა ნახევარმცველი.ხოდა დგას მაგ პოზიციაზე სქემატურად მაგრამ ამ ჩვენი დაცვის შემადგენლობას ეს 3კაციც კი ჭირდება დასაზღვევად.აქ ბატონებო არაა პოზიციის პრობლემა.აი მითხარით როცა პოგბა მატიჩი და ერერაა სასტავში შეტევითი ფუნქცია ვის აქვს?რა თქმაუნდა პოგბას მაგრამ რა ვქნათ რო სმოლინგი ჯონსი და ხანდახან ბაიც კი მაგრა ქარავს და ბურთი ჩვენსკენაა უმეტესად?ან მისი როგორც ნახევარმცველის პირდაპირი მოვალეობაა არა ნახევარდაცვის დომინირება და მერე შეტევა?ხოდა მე ჯერ დამანახონ რო ნახევარდაცვაში აკეთებს თავის საქმეს და ცენტრი გვიკავია და მერე შეუტიოს ბატონო.აქაა ზუსტად ძაღლის ტავი დამარხული რო ხასიათის იგროკია.თუ წაუვიდა ითამაშებს მაგრამ ერთსაც ვიტყვი მეორე გოლს შესრულება ნაღდად ჭირდებოდა მაგრამ რომ არა ის იდეალურად გათამაშებული და მიცემული პასები რა პოგბამ შექმნა რომელიმე გოლი თვითონ?აქ შემედავება ვინმე რო იქ ხო თავისით შევიდაო,შევიდა ნამდვილად და სულ უნდა შედიოდეს და არა დასეირნობდეს როგორც აკეთებდა სულ.ვოქს თუ ბოქსიაო ასე მოვიდა ჩვენთან და მე ეგ თავიდან ვნახე ასე რო დარბოდა მერე იმენა დაიკიდა და სანამ მაგრა არ გალანძღავენ ფეხის გადგმა ეზარება.სიმართლე ეგაა უბრალოდ თვალის გასწორება უნდა ამას
0
№13
ავტორი: JuanMata
12 აპრილი 2018 23:23
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Dato kutaisi


პოზიციაში არაა საქმე, საქმე როლშია, 4-3-3 მოურინიო თამაშობს სეზონში 3-4 მატჩს ძირითადად 90% თამაშების არის 4-2-3-1 სადაც პოგბა მატიჩთან ერთად არის საყრდენი. მისი მოვალეობა არის მეტოქის შეტევის შეჩერება და სიღრმიდან თავისი გუნდის შეტევის დაწყება, ეს როლი არ გამოსდის, ბევრად ეფექტურია საჯარიმოსთან ახლოს, საიდანაც შეუძლია მომენტიც შექმნას და საჯარიმოშიც შევიდეს თავდამსხმელების დასახმარებლად.

როცა საყრდენის პოზიციიდან წინ მიდის, მერე გვრჩება ცარიელი ცენტრალური ზონა, მატიჩი მარტო ვერ უმკლავდება ამ სამუშაოს, ჩვენი დაცვა წინ არ ამოდის დაზღვევაზე (არ ვიცი ეს მწვრთნელის დავალებაა, თუ მცველები ვერ ახერხებენ ამის მოფიქრებას). პოგბა რომ სუპერფეხბურთელი იყოს, შეტევაშიც წავიდოდა და კონტრასაც ჩამოასწრებდა თავის ნახევარზე, მაგრამ ამას ვერ აკეთებს.

ფაქტია გვყავს 100 მილიონიანი ნახევარმცველი, რომელიც არ ვიცით რაში გამოვიყენოთ.
ერთი ვარიანტია, გადავიდეთ 4-3-3 და უბრალოდ 1-ით მეტი კაცი გვყავდეს ცენტრში, რაც პრობლემას ასე თუ ისე გადაჭრის, მეორე - გავყიდოთ.

მე ვთვლი, რომ პოგბა კარგი ფეხბურთელია და შეიძლება ნორმალური ტაქტიკის პირობებში ძალიან კარგად გამოვიყენოთ. თან არ მგონია რომ ჩვენს ცენტრში და დაცვაში მარტო პოგბაა პრობლემა, დაცვის ხაზი ძალიან დაბლაა დაწეული და დიდ სივრცეებს ვქმნით საყრდენ ზონაში. გუნდი პოზიციურად ძაან ცუდად თამაშობს და ეს არაა მარტო სმოლინგის ან ბაიის ინდივიდუალური შეცდომებია, აქ მწვრთნელის ბრალიცაა.
0
№14
ავტორი: Dato kutaisi
13 აპრილი 2018 23:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: JuanMata
ციტატა: Dato kutaisi


პოზიციაში არაა საქმე, საქმე როლშია, 4-3-3 მოურინიო თამაშობს სეზონში 3-4 მატჩს ძირითადად 90% თამაშების არის 4-2-3-1 სადაც პოგბა მატიჩთან ერთად არის საყრდენი. მისი მოვალეობა არის მეტოქის შეტევის შეჩერება და სიღრმიდან თავისი გუნდის შეტევის დაწყება, ეს როლი არ გამოსდის, ბევრად ეფექტურია საჯარიმოსთან ახლოს, საიდანაც შეუძლია მომენტიც შექმნას და საჯარიმოშიც შევიდეს თავდამსხმელების დასახმარებლად.

როცა საყრდენის პოზიციიდან წინ მიდის, მერე გვრჩება ცარიელი ცენტრალური ზონა, მატიჩი მარტო ვერ უმკლავდება ამ სამუშაოს, ჩვენი დაცვა წინ არ ამოდის დაზღვევაზე (არ ვიცი ეს მწვრთნელის დავალებაა, თუ მცველები ვერ ახერხებენ ამის მოფიქრებას). პოგბა რომ სუპერფეხბურთელი იყოს, შეტევაშიც წავიდოდა და კონტრასაც ჩამოასწრებდა თავის ნახევარზე, მაგრამ ამას ვერ აკეთებს.

ფაქტია გვყავს 100 მილიონიანი ნახევარმცველი, რომელიც არ ვიცით რაში გამოვიყენოთ.
ერთი ვარიანტია, გადავიდეთ 4-3-3 და უბრალოდ 1-ით მეტი კაცი გვყავდეს ცენტრში, რაც პრობლემას ასე თუ ისე გადაჭრის, მეორე - გავყიდოთ.

მე ვთვლი, რომ პოგბა კარგი ფეხბურთელია და შეიძლება ნორმალური ტაქტიკის პირობებში ძალიან კარგად გამოვიყენოთ. თან არ მგონია რომ ჩვენს ცენტრში და დაცვაში მარტო პოგბაა პრობლემა, დაცვის ხაზი ძალიან დაბლაა დაწეული და დიდ სივრცეებს ვქმნით საყრდენ ზონაში. გუნდი პოზიციურად ძაან ცუდად თამაშობს და ეს არაა მარტო სმოლინგის ან ბაიის ინდივიდუალური შეცდომებია, აქ მწვრთნელის ბრალიცაა.

ჩვენ ფაქტიურად ვეთანხმებით ერთმანეთს.მე ფუნქცია მეწერა შენ როლი. მოკლედ რო შევაჯამო ვფიქრობ რომ ზოგადად ან პოგბაზე დაბრალება მარტო ან ნებისმიერ ფეხბურთელზე და თუნდაც მარტო მწვრთნელზე არ არის სწორი იმიტომ რომ მარტო არცერთი არ ქმნის არც წარმატებას და არც კრიზისს.მე პოგბაზე მიტო დავწერე რომ მისი სეირნობა და 5მეტრში ვერ გაკეთებული პასების ახსნა ნაღდად შეუძლებელია ვერც ფუნქციას დაუძახებ თუ როლს.ერთი ფეხებია ყველაფერი როცა შენს გასაკეთებელს ვერ აკეთებ ელემენტარულ სიტუაციებში.იმედია იმაშიც დამეთანხმები რომ დაცვის ხაზი ბევრი პრობლემის სათავეა და საჭიროა ზუსთად დაცვისა და მარჯვენა ფლანგის პრობლემის მოხსნა და ამის შემდეგ შემადგენლობა ნაღდად გვყავს რომელსაც თამაში შეუძლია

და ამ დაცვის პირობებში ნაღდად ვერ ვხვდები მოუს გაჯინებას და რატო არ ათამაშებს ლინდელოფს ან რისთვის იყიდა თუ არ ათამაშებდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top