თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2018, 21:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3511,
კომენტარები: 14
პოგბა: "ეს კერიკის რჩევა იყო"
ფრანგმა გამოცდილი ფეხბურთელის რჩევა გაითვალისწინა.
პოგბა:
პოლ პოგბამ "მანჩესტერ სიტისთან" მის მიერ გატანილ გოლში წვლილი მაიკლ კერიკსაც მიაკუთვნა.

ფრანგმა ნახევარმცველმა დერბიში 97 წამის ინტერვალში ორი ბურთი და მატჩში წონასწორობა აღადგინა.

მისი გოლების შემდეგ "იუნაიტედმა" გამარჯვების გოლიც გაიტანა, რაც კრის სმოლინგმა შეძლო.

პოგბამ სწორედ ის აჩვენა "იუნაიტედის" გულშემატკივრებს, რისთვის კლუბმა მასში რეკორდული თანხა გადაიხადა, მაგრამ მოგვიანებით ფრანგი გამოტყდა, რომ ამაში ინგლისელ ვეტერანს დიდი დამსახურება აქვს.

"ვაფასებ მაიკლ კერიკს, რადგან ყოველი მატჩის შემდეგ მაჩვენებს ვიდეოს და მეუბნება, რომ ეს ჩარბენები განვახორციელო.

ის ძალიან დამეხმარა, ყოველი ვარჯიშის შემდეგ მეუბნება: "მოდი, შეხედე ამ ჩარბენებს, შენ შეგიძლია გათელო მეტოქე, რადგან ვერავინ შეგაჩერებს",
- განაცხადა პოლმა.

პოგბამ ასევე დაამატა, რომ რთული ასეთი ჩარბენების განხორციელება, როცა ნახევარდაცვაში ორი ფეხბურთელით თამაშობს გუნდი.

"ორ ნახევარმცველში რთულია ამის გაკეთება, რადგან უნდა დარჩე და აკონტროლო. როცა სამი ფეხბურთელი გვყავს, ვიცი, რომ მატიჩი დამაზღვევს და წინ წასასვლელად უფრო მეტი თავისუფლება მაქვს".


წყარო: mirror
ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
9 აპრილი 2018 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Keriks imxela gamocdileba aqvs Sul ar gamkvirvebia es ambavi❤️
0
№2
ავტორი: Phil Jones
10 აპრილი 2018 10:30
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ამ განცხადებით მგონი მოუს წაკბინა და თუ ეს ასეა ჯობია მოკეტოს, მეც არ მეხატება მოურინიო, მაგრამ ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის ყოველთვის მწვრთნელის მხარეზე ვარ.
0
№3
ავტორი: ALEXFERGUSON
10 აპრილი 2018 10:42
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
მეტი რათქვას ახლა ამ პოგმაბ და რანაირად მიანიშნოს კიდე მოურინიოს,რომ წინ უნდა აწიოს ეს და არა იქ სადაც თამაშობს. ლამის კარში რო დგას. არაა ეს მისი პოზიცია. დიმარია მახსენდება,ტიპი დაფრინავდა თავის პოზიციაზე. როგორც კი ადგილი შეუცვალეს დაიკაგა. ახლა აქ ზოგი მეტყვის,პროფესინალი რომ ყველგან უნდა ითამაშოო და არაა ეგრე.
0
№4
ავტორი: Gamura
10 აპრილი 2018 11:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
Pogbas unda nel-nela gaagebinos maurinios rom cota win gaushvas :) magram maurinios es arunda gaigos
0
№5
ავტორი: Lalana
10 აპრილი 2018 15:56
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: ALEXFERGUSON
მეტი რათქვას ახლა ამ პოგმაბ და რანაირად მიანიშნოს კიდე მოურინიოს,რომ წინ უნდა აწიოს ეს და არა იქ სადაც თამაშობს. ლამის კარში რო დგას. არაა ეს მისი პოზიცია. დიმარია მახსენდება,ტიპი დაფრინავდა თავის პოზიციაზე. როგორც კი ადგილი შეუცვალეს დაიკაგა. ახლა აქ ზოგი მეტყვის,პროფესინალი რომ ყველგან უნდა ითამაშოო და არაა ეგრე.

მანჩესტერმა ეს ადამიანი რისთვის მოიყვანა აქ?ცენტრის დასაჭერად ხომ ასეა?თუ უკან ჩამოსვლა დაეზარება რომელიმე ფეხბურთელს და დაცვით ფუნქციებსაც არ შეასრულებს მაშინ რაში გვჭირდება მასეთი ფეხბურთელი?თუ უყურეთ ლივერპულის თამაშს ნახავდით რომ სალაჰი იმის გარდა რომ შეტევაშიც იყო ამავდროულად დაცვასაც კარგად ეხმარებოდა,ისევე რგოროც მანე.ამ გუნდში ლუკაკუც კადრულობს იმას რომ ცენტრსა და დაცვას დაეხმაროს და ეს პოგბა რა გახდა ასეთი რომ არ კადრულობს ამას?ან საფრანგეთის ნაკრრებში კანტეს გვერდით არ იდგაა?თუ მე ვცდები?მაშIნ რატომ არ გამოუთქვამს ამაზე პრეტენზიაა?აგერ რეალს რომ გადავხედოთ ისკო ხან სად დგას,ხან სად და ხან სად,მაგრამ ცდილობს და ბოლომდე იხარჯება თითოეულ პოზიციაზე,გინდ ბეილი,ბეილს საერთოდ დაცვაში დაარბენინებდა ზიდანი ერთი პერიოდი კარვახალთან ერთად და ხმა არ ამოუღია ამაზე,რადგან საკუთარი საქმის პროფესიონალია.ყველა თავის ადგილას უნდა იდგეს,მაგრამ როდესაც გუნდს სჭირდება იქ უნდა დადგე.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
10 აპრილი 2018 17:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაიკლი რა დონეა
0
№7
ავტორი: JuanMata
10 აპრილი 2018 18:58
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana


არც ისე ცუდია პოგბა დაცვაში, მშვენიერი სტატისტიკა აქვს დაცვით მოქმედებებში, ართმევებში და საჰაერო ორთაბრძოლებში კარგია. ყველაზე გრძელვადიანი წაუგებელი სერია პოგბასთან ერთად გვქონდა გუნდში. ე.ი. არც ისეთი პრახადნოი დვორი გვაქვს პოგბასთან ერთად ცენტრში. შეტევაზე აღარაფერს ვამბობ.
კი ბატონო აქვს შეცდომები დაცვაში, ხანდახან ვერ ასწრებს თავის მოწინააღმდეგეს, ან ვერ ხვდება ვინ უნდა აიყვანოს, მაგრამ ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე, მატიჩიც ბევრ შეცდომას უშვებს დაცვაში, მიუხედავად იმისა, რომ დაცვა მისი პირდაპირი მოვალეობაა. ხშირად არ მიყვება მოწინააღმდეგეს, საჰაერო ორთაბრძოლებს აგებს (ხანდახან საერთოდ არ ხტება), მაგრამ რამდენიმე შეცდომა არ აქცევს ცუდ საყრდენად. ან იგივე სანჩესი, უფრო ხშირად კარგავს ბურთს, ვიდრე დანარჩენი ყველა ფეხბურთელი ერთად.

სეზონ-ნახევარია საყრდენად ითამაშა და არ წუწუნებდა, როცა შემტევად ათამაშა, თქვა რომ ამ ტაქტიკაში უკეთესად გამოსდის თამაში (რაც ყველამ ვიცით ჟოზეს გარდა, რომ მართალია). არ არის ეს წუწუნი და პასუხისმგებლობის თავის არიდება. 21 თამაშში 6+10 გოლი და ასისტი აქვს, საყრდენისთვის საკმაოდ უცნაური შედეგია.

მიუხედავად ბოლო დროინდელი ჩავარდნისა, პოგბა მაინც ერთადერთი ფეხბურთელია მანჩესტერში, რომელიც ქმნის თამაშში განსხვავებას, პოგბას გარეშე და პოგბასთან ერთად, მანჩესტერი სულ სხვადასხვა გუნდია. არც ერთი ფეხბურთელი ისე არ მოქმედებს გუნდზე, როგორც პოგბა.

P.S. ერთ-ერთი სანდო ფრანგული გამოცემა წერს, რომ მარსიალმა უარი თქვა ახალ კონტრაქტზე და ზაფხულში ტრანსფერზე დაყენებას მოითხოვს. გულდასაწყვეტი იქნება ჩემთვის თუ წავა, მითუმეტეს რეალურად არც მისცემია ნორმალურად შანსი ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად.
0
№8
ავტორი: ALEXFERGUSON
10 აპრილი 2018 19:23
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: Lalana
ციტატა: ALEXFERGUSON
მეტი რათქვას ახლა ამ პოგმაბ და რანაირად მიანიშნოს კიდე მოურინიოს,რომ წინ უნდა აწიოს ეს და არა იქ სადაც თამაშობს. ლამის კარში რო დგას. არაა ეს მისი პოზიცია. დიმარია მახსენდება,ტიპი დაფრინავდა თავის პოზიციაზე. როგორც კი ადგილი შეუცვალეს დაიკაგა. ახლა აქ ზოგი მეტყვის,პროფესინალი რომ ყველგან უნდა ითამაშოო და არაა ეგრე.

მანჩესტერმა ეს ადამიანი რისთვის მოიყვანა აქ?ცენტრის დასაჭერად ხომ ასეა?თუ უკან ჩამოსვლა დაეზარება რომელიმე ფეხბურთელს და დაცვით ფუნქციებსაც არ შეასრულებს მაშინ რაში გვჭირდება მასეთი ფეხბურთელი?თუ უყურეთ ლივერპულის თამაშს ნახავდით რომ სალაჰი იმის გარდა რომ შეტევაშიც იყო ამავდროულად დაცვასაც კარგად ეხმარებოდა,ისევე რგოროც მანე.ამ გუნდში ლუკაკუც კადრულობს იმას რომ ცენტრსა და დაცვას დაეხმაროს და ეს პოგბა რა გახდა ასეთი რომ არ კადრულობს ამას?ან საფრანგეთის ნაკრრებში კანტეს გვერდით არ იდგაა?თუ მე ვცდები?მაშIნ რატომ არ გამოუთქვამს ამაზე პრეტენზიაა?აგერ რეალს რომ გადავხედოთ ისკო ხან სად დგას,ხან სად და ხან სად,მაგრამ ცდილობს და ბოლომდე იხარჯება თითოეულ პოზიციაზე,გინდ ბეილი,ბეილს საერთოდ დაცვაში დაარბენინებდა ზიდანი ერთი პერიოდი კარვახალთან ერთად და ხმა არ ამოუღია ამაზე,რადგან საკუთარი საქმის პროფესიონალია.ყველა თავის ადგილას უნდა იდგეს,მაგრამ როდესაც გუნდს სჭირდება იქ უნდა დადგე.

მე სდ დავწერე მეგობარო,რომ არ უნდა იკადროს უკან ჩამოსვლა და დახმარება თქო? მარა თამაშებს თუ უყურებ,ნახავ რომ ცენტრის იქით ტიპი არ გადადის. არ უტევს პოგბა. დაცვაზეა მთლიანად ორიენტირებული. იდგეს მაშინ 120 მილიონიანი ფეხბურთელი დაცვაში და არ წავიდეს შეტევაში. 120 მილიონიანი მცველი ყავს ვინმეს? სალაჰს რო უყურებ,რამდენი გოლი აქ აბა გატანილი? მანეს რო უყურებ,ტიპი დაფრინავს და კარში რამდენჯერ ურტყავს? ეს პოგბაა და არა,რომელიმე ჩამშლელი ნახევარმცველი. დაცვა და ჩაშლა თუ გვინდოდა,გვეყიდა მაშინ კანტე,მატუიდი ან ეგეთი სტილის ვინმე 40 მილიონი დაჯდებოდა სულ. დიახ სწორედ პოგბას საქმეა,იდელაური პასების გაკეთება,ჯარიმების გატანა,საჯარიმოში შესვლა და კარისკენ უამრავი დარტყმა და არა ცენტრის ხასთან დგომა და ჩაშლა
0
№9
ავტორი: JuanMata
10 აპრილი 2018 23:42
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ლიგაზე რა ხდება, რომამ ბარსა გამოაგდო 4-1 შემოუტრიალა cerealguy2
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
11 აპრილი 2018 00:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
პოგბამ იწუწუნა არ იწუწუნა ამაზე პასუხი იყო მოურინიოსთან რო მივიდე და არ ეთანხმებოდა.პროფესიონალები ასეთ რამეს არ კადრულობენ.ყველა უყურებსით ლიგას ახლა და ლივერმა მეორეც მოუგო ზუსტად ისე როგორც ჩვენ მოვიგეთ.განსხვავება რამდენიმე აი მაქსიმუ ორი მომენტით მეტის შექმნაში იყო თორე პირველი ტაიმი სად იყო ლივერი არ ვიცი ჩვენსავით.რომამ ვაფშე ბარსას არ ვიცი რა დავარქვა რა ჩაუტარა და ძალიან გამიხარდა იმ ორი ავტოგოლის გამო რო არ გავარდნენ.ნელნელა ტიკი ტაკას დრო მიდის და ამის დასტური ეს ორი წყვილი იყო.გარდა იმისა რო მე ესთეტიურ სიამოვნებას არანაირად არ მანიჭებს ეს სტილი,თუ წარმატებას ასეთ გუნდთან გინდა მიაღწიო მაღალი პრესინგი მთელი თამაში და მომენტების მაქსიმალურად გამოყენება არის გასაღები წარმატების.რაც გამოუვიდა ლივერს რომას და ჩვენც.რაღაც ლიგას ისეთი სუნი უდის რეალმა შეიძლება ისტორია კიდევ გადაწეროს და ზედიზედ მესამეც კი დადოს და ეს უკვე მართლა სასწაული იქნება.დამიჯერეთ ბიჭებო ჩვენ რო ძლიერი დაცვის ხაზი გვქონდეს არც პოგბა არც ერერა უკან დაწეული არ იქნებიან.ამ დაცვას დასაზღვევად ეს ორი კაციც არ ყოფნის და წინ როგორ წავა პოგბა?არც არავინ უშლის გამწვავებას.რა თუ პოგბა როგორც ამბობს იმ ლოგიკას მივყვებით წინ მიტო წავედი რო ორი კაცი ვიცოდი დამაზღვევდაო ძაან მაინტერესებს იმ პირველ გოლში საგოლე პასი ვინ მისცა?უნაღლესი კლასის პასი ზუსტად იმ ერერამ მისცა ვისაც თურმე პოგბას წინ გაჭრის გამო უნდა დაეზღვია.ტყუილია ეგ.წინ მიტო წავიდა და ერერაც იმ პოზიციაზე იმიტომ აიწია რომ ვაგებდით და მეტი აზრიც არაფერი არ იყო თუ არ შევუტევდით ხოდა მიტო აღმოჩნდნენ წინ.ასე რომ ის ბაიათები არიქა და კერიკმა რო მასწავლა და ეგეთები არის ბლა ბლა ბლა.საჭირო იყო გარისკვა გავრისკეთ და სამპანურიც დავლიეთ ეგ იყო და ვსიო.უბრალოდ მოურინიო ზედმეტად ფრთხილია ამ დაცვის გამო.არცერთ გუნდში ასეთი სუსტი დაცვა მას არ ყოლია ისეთი როგორიც აქ ყავს.თუ დაცვის ხაზიგაძლიერდება დარწმუნებული ვარ უფრო წინ აწეული ხაზით ვითამაშებთ,მაგრამ შორს ვარ იმ აზრისგან რომ ეს თამაში იქნება ბარსას სიტის ან რეალის ნაირი.უბრალოდ გაისად უფრო შედეგიანი ვიქნებით მეტი არაფერი.და სავსებით რეალურია პრემიერ ლიგის მოგება.სულ ვამბობდით ტოპ ექვსეულთან ვერ იგებსთქო და მიაწყო ერთი მეორეზე ჩელსი ლივერი სიტი რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას რომ შარშანდელი აუტსაიდერებთან განიავებული ქულების გამოსწორების შემდეგ ლიდერებთან გამოსწორებული სტატისტიკაც საწინდარი იყოს პრემიერ ლიგის მოგების.აი ლიგა კი ნაადრევია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top