თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2018, 17:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2339,
კომენტარები: 12
ერერა: "ჩვენ უფრო ძლიერ "იუნაიტედს" ავაშენებთ"
ბასკი ფეხბურთელი გულშემატკივრებს გაუმჯობესებას სჭირდება.
ერერა:
ანდერ ერერას სურს, დერბიში მოპოვებული გამარჯვება საყრდენი აღმოჩნდეს "მანჩესტერ იუნაიტედის" სამომავლო წარმატებისა.

ნახევარმცველი აცხადებს, რომ მოთამაშეთა სიამაყე და გულშემატკივართა წინაშე დანაშაულის შეგრძნება იყო გადამწყვეტი ფაქტორი "ეტიჰად სტედიუმზე" 2-ბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ მოგებულ მატჩში.

"მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული კარიერის განმავლობაში ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ემოციური თამაში იყო.

შესვენებაზე ტაქტიკის შესახებ ბევრი არ გვისაუბრია. ჩვენ მხოლოდ ვისაუბრეთ ჩვენს სიამყეზე, კლუბზე და იმაზე, რომ "იუნაიტედის" ჩამოწერა არ შეიძლება.

ვიცოდით, რომ ჩვენს გულშემატკივრებს წაგების შემთხვევაში რთული ღამე ექნებოდათ. ამიტომაც გავაკეთეთ ეს მათთვის, მაგრამ ასევე ჩვენთვის და ჩვენი პოზიციისთვის, თუმცა უფრო მეტად მათთვის.

ჩვენი ფანებისთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო. მათ გამო ვწუხდი, რადგან რთული დღე ელოდათ. მაგრამ ეს არის "მანჩესტერ იუნაიტედი" და ის არავინ უნდა ჩამოწეროს.

შესვენებაზე ყველა ლაპარაკობდა. რა თქმა უნდა, უფრო მეტად საუბრობდნენ უფროსი ბიჭები, ვინც უფრო გამოცდილნი არიან - ეში და მაიკლი, რომელიც ასევე იმყოფებოდა გასახდელში - მათ სიტყვებს ძალა აქვს, მაგრამ ასევე სხვებიც ლაპარაკობდნენ."


"სიტისთან" გამარჯვებამ "იუნაიტედის" მეორე ადგილზე გასვლის შანსი კიდევ უფრო გაამყარა და ერერა აცხადებს, რომ მომდევნო სეზონში გუნდი ამაზე მეტისთვის იბრძოლებს.

"ჩემპიონატში ჩვენი ადგილის გასამყარებლად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მეორე ადგილზე გასვლა და მომდევნო სეზონში უფრო ძლიერი "მანჩესტერ იუნაიტედის" აშენება გვსურს. სულ ეს არის.

ამდენი ქულით ჩვენ ახლა ტიტულისთვის უნდა ვიბრძოდეთ, მაგრამ ამ სეზონის მაქსიმალურად კარგად დასრულებას ვეცდებით.

გაზეთში, ჟურნალში ყველა იმაზე ლაპარაკობდა, თუ რას ნიშნავს ეს შედეგი დაპირისპირებისთვის, დერბისთვის, ჩვენი მეტოქისთვის, მაგრამ ჩვენ მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედზე" ვფიქრობთ. სულ ეს არის, სხვები არ გვაინტერესებს."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: ერერა
11 აპრილი 2018 10:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
უდაოდ ერთგული ადამიანია არასოდეს გვიღალატებს

უდაოდ ერთგული ადამიანია არასოდეს გვიღალატებს
0
№12
ავტორი: VALERI.s
11 აპრილი 2018 20:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ციტატა: Lucian
ციტატა: LewisHamilton
კიდევ ერთხელ ჩანს რომ მოურინიოს მგონი არანაირი როლი არ აქვს გასახდელში. ისევ ფეხბურთელებმა იყოჩაღეს და საკუთარი გუნდი თვითონვე შეაგულიანეს და მოაგებინეს კიდეც.

მეორე ტაიმი მოურინიომ მოიგო,პირველი ტაიმი კი ფეხბურთელებმა წააგეს.

მე პირიქით მგონია ძმაა. რეალურად არც ცვლილებები და არც ტაქტიკა მოუს არ შეუცვლია და არც არავინ იხძახის იმას რომ მოურინიომ დიდი მოტივაცია მისცა. ყველა კერიკზე ლაპარაკობს!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top