თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2018, 17:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2343,
კომენტარები: 12
ერერა: "ჩვენ უფრო ძლიერ "იუნაიტედს" ავაშენებთ"
ბასკი ფეხბურთელი გულშემატკივრებს გაუმჯობესებას სჭირდება.
ერერა:
ანდერ ერერას სურს, დერბიში მოპოვებული გამარჯვება საყრდენი აღმოჩნდეს "მანჩესტერ იუნაიტედის" სამომავლო წარმატებისა.

ნახევარმცველი აცხადებს, რომ მოთამაშეთა სიამაყე და გულშემატკივართა წინაშე დანაშაულის შეგრძნება იყო გადამწყვეტი ფაქტორი "ეტიჰად სტედიუმზე" 2-ბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ მოგებულ მატჩში.

"მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული კარიერის განმავლობაში ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ემოციური თამაში იყო.

შესვენებაზე ტაქტიკის შესახებ ბევრი არ გვისაუბრია. ჩვენ მხოლოდ ვისაუბრეთ ჩვენს სიამყეზე, კლუბზე და იმაზე, რომ "იუნაიტედის" ჩამოწერა არ შეიძლება.

ვიცოდით, რომ ჩვენს გულშემატკივრებს წაგების შემთხვევაში რთული ღამე ექნებოდათ. ამიტომაც გავაკეთეთ ეს მათთვის, მაგრამ ასევე ჩვენთვის და ჩვენი პოზიციისთვის, თუმცა უფრო მეტად მათთვის.

ჩვენი ფანებისთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო. მათ გამო ვწუხდი, რადგან რთული დღე ელოდათ. მაგრამ ეს არის "მანჩესტერ იუნაიტედი" და ის არავინ უნდა ჩამოწეროს.

შესვენებაზე ყველა ლაპარაკობდა. რა თქმა უნდა, უფრო მეტად საუბრობდნენ უფროსი ბიჭები, ვინც უფრო გამოცდილნი არიან - ეში და მაიკლი, რომელიც ასევე იმყოფებოდა გასახდელში - მათ სიტყვებს ძალა აქვს, მაგრამ ასევე სხვებიც ლაპარაკობდნენ."


"სიტისთან" გამარჯვებამ "იუნაიტედის" მეორე ადგილზე გასვლის შანსი კიდევ უფრო გაამყარა და ერერა აცხადებს, რომ მომდევნო სეზონში გუნდი ამაზე მეტისთვის იბრძოლებს.

"ჩემპიონატში ჩვენი ადგილის გასამყარებლად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მეორე ადგილზე გასვლა და მომდევნო სეზონში უფრო ძლიერი "მანჩესტერ იუნაიტედის" აშენება გვსურს. სულ ეს არის.

ამდენი ქულით ჩვენ ახლა ტიტულისთვის უნდა ვიბრძოდეთ, მაგრამ ამ სეზონის მაქსიმალურად კარგად დასრულებას ვეცდებით.

გაზეთში, ჟურნალში ყველა იმაზე ლაპარაკობდა, თუ რას ნიშნავს ეს შედეგი დაპირისპირებისთვის, დერბისთვის, ჩვენი მეტოქისთვის, მაგრამ ჩვენ მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედზე" ვფიქრობთ. სულ ეს არის, სხვები არ გვაინტერესებს."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: LewisHamilton
9 აპრილი 2018 17:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
კიდევ ერთხელ ჩანს რომ მოურინიოს მგონი არანაირი როლი არ აქვს გასახდელში. ისევ ფეხბურთელებმა იყოჩაღეს და საკუთარი გუნდი თვითონვე შეაგულიანეს და მოაგებინეს კიდეც.
0
№2
ავტორი: ikeoni
9 აპრილი 2018 18:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Darwmunebuli var momaval sezonshi sachempiono gundi gveyoleba da ise Ro Ara im nabozari gundis magari forma arc wels viqnebodit ushansod
0
№3
ავტორი: ALEXFERGUSON
9 აპრილი 2018 18:40
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ამაზე აქ ზოგი ამბობს უნდა წავიდესო. უკლასოაო და ა.შ. ამას რო მოედანზე შემართება აქვს,მარტო ეგ ჯობია მთელ გუნდ ერთად. ბოლომდე იბრძვის და თამაშობს მთელი გულით. ამ ადამიანში იგრძნობა უნაიტედის სიყვარული. მოდეანზე დებს ყველაფერს. იძახონ უკლასო. ისევ ეს მირჩევნია მყავდეს გუნდში,ვიდრე კლასიანი და მოედანზე მოსეირნე ფეხბურთელები. მე ამისგან არ გამიგია,ხელფასის მომატება ეთხოვა,არასდროს არცერთი გუნდის შემოთავაზებას არ განიხილავს და მარტო ამის ბოლო ინტერვიუ რად ღირს. თუ წასვლა მომიწევს,ყოველთვის სიამაყით ვიტყვი,რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში უნაიტედში მითამაშია.
გასახდელში არვიცი რამოხდა,ან ასე სხვა გუნდი როგორ გამოვიდა მოედანზე. ფერგი ხო არ იყო ჩასული შემთხვევით? :)
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
9 აპრილი 2018 20:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
უბრალოდ რო დაუკვირდები ადამიანი სეზონის ბოლოს უკვე და გადაავლებ თვალს საგრძნობია რო მთელს პრემიერ ლიგას ის დაემართა რაც ყველა გუნდს ბარსას დროს.ვერ დაამუღამა სასტავებმა თუ რა დაეპირისპირებინათ მაგრამ ახლა უკვე გაშიფრა ყველამ გვარდის სიტი.როგორც ლივერმა ეთამაშა ასე რო ეთამაშატ ლიდერებს სიტისთან ჩემს ფეხებს გახდებოდა ჩემპიონი.
0
№5
ავტორი: The Special One
9 აპრილი 2018 20:23
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: LewisHamilton
კიდევ ერთხელ ჩანს რომ მოურინიოს მგონი არანაირი როლი არ აქვს გასახდელში. ისევ ფეხბურთელებმა იყოჩაღეს და საკუთარი გუნდი თვითონვე შეაგულიანეს და მოაგებინეს კიდეც.

მეორე ტაიმი მოურინიომ მოიგო,პირველი ტაიმი კი ფეხბურთელებმა წააგეს.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№6
ავტორი: Shota Blues
9 აპრილი 2018 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ჰუუ! რამდენი კარგი სტატია და კომენტარი დაიდო, მოლოდინს არ გადაცდომია. ეს ორი რამ აბსოლიტურად შესაფერია იმის შემდეგ რაც მოხდა.
პირველი ტაიმი თავისთავად დამავიწყდა... არადა შესვენების 10 წუთი უკვე იმის ძიებაში ვიყავი რით შეიძლებოდა გადამეტანა ის ღამე და საერთოდ წაგებით გამოწვეული სევდა. ლომივით ვღრიალებდი უკანასკნელი სასტვენის მერე.
მეტისმეტი პოპულარობისაგან აქტუალურობა დაკარგული ფრაზა მახსენდება - ,,თავდაცვა უფრო რთულია ვიდრე თავდასხმა" - და ვიტყვი, რომ ამ სეზონში მეორე ადგილი, პრინციპში წარმატებაც ერთობლივი, 11 კაციანი დაცვითი ფეხბურთის დახვეწაზე მუშაობას და კონტრშეტევებზე თამაშს უნდა მივაწეროთ. თავდაცვითი უნარი ჩემი აზრით სამივე ხაზის მოთამაშეს უნდა ქონდეს, ფორვარდსაც კი და თუ გუნდს უჭირს უკან უნდა ჩამოდიოდეს, ეხმარებოდეს და არ იდგეს უსაქმოდ პოტენციური თამაშგარეს პოზაში. მე მოლოდინი მაქვს რო მომავლ სეზონში მეტად შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ რადგან ნახსენები უნარი ყველას შეძენილი ექნება და შეტევის წამოწყებისა და მისი გოლით დაგვირგვინების მცოდნეები ბლომათ არიან.
0
№7
ავტორი: Phil Jones
10 აპრილი 2018 10:32
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ერერა რომ სუუუულ ცოტა უფრო კლასნი ფეხბურთელი იყოს, ჩემთვის ყველა დროის ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი იქნებოდა ამ ხასიათის გამო და იმ სიყვარულის გამო რომელსაც გამოხატავს!
0
№8
10 აპრილი 2018 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
Erera aris namdvili manchestereli kaci da es ar wava arsad
2
№9
ავტორი: SANDROGRIGA
10 აპრილი 2018 17:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგი იყო სიტისთან ერერა
0
№10
ავტორი: stepno
10 აპრილი 2018 18:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კიდე მოუმატე რა თამაშს მაგრად მევასებიი love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top