თბილისი:
მანჩესტერი:
28-03-2018, 15:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3507,
კომენტარები: 11
ბრძოლა ოქროს ხელთათმანისთვის
დავიდ დე ხეა ლიდერობს.
ბრძოლა ოქროს ხელთათმანისთვის
ნებისმიერ კამათში, თუ ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ამჟამად, დავიდ დე ხეა პირველია, ვინც მოგაგონდებათ.

წარმოუდეგენელმა ესპანელმა უკვე დიდი ხანია დაისაკუთრა "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი მეკარის სტატუსი და ასევე გაიმყარა თავისი მდგომარეობა ესპანეთის ნაკრებშიც, რომლის კარსაც რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე დაიცავს.

ისინიც კი, ვინც "იუნაიტედს" არ ქომაგობს, რთულად უარყოფენ, რომ დე ხეა ამჟამად თავისი საქმის საუკეთესო შემსრულებელია და თუ ამას ვინმე უარყოფს, მაშინ მათთვის ესპანელის უმაღლესი კლასის სეივები მოამზადეთ.

უკვე გაგვითავდა მეტაფორები იმისათვის, რომ აღვწეროთ დე ხეა, რომელმაც თებერვალში "იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგო, ამ სეზონში კი პრემიერ ლიგის მეკარის ჯილდოს მოგებას ესწრაფვის - ოქროს ხელთათმანი ყველაზე მეტჯერ მშრალად შენახული კარისთვის.

"წითლების" გმირმა აღნიშნა, რომ მას თავადაც ძალიან სურს ამ ჯილდოს მიღება და საკვირველია, რომ პრიზი, რომელიც 2004/05 წლების სეზონიდან არსებობს, დავიდს არასდროს გადაცემია.

დე ხეა ამჟამად სწორედ მიზნის მიღწევისკენ ისწრაფვის და ლიდერობს სიას, რომელიც სეზონის ბოლომდე დაძაბული ბრძოლით მიმდინარეობს, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა კი ასეთია.

1. დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი")

მატჩი ამ სეზონში: 30
"მშრალი" მატჩი: 15

დარჩენილი მატჩები:

31 მარტი: "სუონსი სიტი" (ს)
7 აპრილი: "მანჩესტერ სიტი" (გ)
15 აპრილი: "ვესტ ბრომი" (ს)
18 აპრილი: "ბორნმუთი" (გ)
29 აპრილი: "არსენალი" (ს)
5 მაისი: "ბრაიტონი" (გ)
13 მაისი: "უოტფორდი" (ს)
თარიღი უცნობია: "ვესტ ჰემი" (გ)

2. ედერსონი ("მანჩესტერ სიტი")


მატჩი ამ სეზონში: 30
"მშრალი" მატჩი: 14

დარჩენილი მატჩები:

31 მარტი: "ევერტონი" (გ)
7 აპრილი: "მანჩესტერ იუნაიტედი" (ს)
15 აპრილი: "ტოტენჰემი" (გ)
18 აპრილი: "სუონსი" (ს)
29 აპრილი: "ვესტ ჰემი" (გ)
5 მაისი: "ჰადერსფილდი" (ს)
13 მაისი: "საუთჰემპტონი" (გ)
თარიღი უცნობია: ლესტერი (ს)

3. ტიბო კურტუა ("ჩელსი")


მატჩი ამ სეზონში: 29
"მშრალი" მატჩი: 13

დარჩენილი მატჩები:

1 აპრილი: "ტოტენჰემი" (ს)
8 აპრილი: "ვესტ ჰემი" (ს)
14 აპრილი: "საუთჰემპტონი" (გ)
19 აპრილი: "ბარნლი" (გ)
28 აპრილი: "სუონსი" (გ)
5 მაისი: "ლივერპული" (ს)
13 მაისი: "ნიუკასლი" (გ)
თარიღი უცნობია: "ჰადერსფილდი" (ს)

4. უგო ლორისი ("ტოტენჰემი")


მატჩი ამ სეზონში: 28
"მშრალი" მატჩი: 13

დარჩენილი მატჩები:

1 აპრილი: "ჩელსი" (გ)
7 აპრილი: "სტოკ სიტი" (გ)
14 აპრილი: "მანჩესტერ სიტი" (ს)
17 აპრილი: "ბრაიტონი" (გ)
30 აპრილი: "უოტფორდი" (ს)
5 მაისი: "ვესტ ბრომი" (გ)
13 მაისი: "ლესტერი" (ს)
თარიღი უცნობია: "ნიუკასლი" (ს)

ოქროს ხელთათმანის ბოლო გამარჯვებულები:

2016/17 - ტიბო კურტუა ("ჩელსი" - 16)
2015/16 - პეტრ ჩეხი ("არსენალი" - 16)
2014/15 - ჯო ჰარტი ("მანჩესტერ სიტი" - 14)
2013/14 - ვოიცეხ შჩესნი ("არსენალი" - 16) და პეტრ ჩეხი ("ჩელსი" - 16)
2012/13 - ჯო ჰარტი ("მანჩესტერ სიტი" - 18)
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Brusanhearo
12 ივნისი 2018 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
Люди кто желает играть в современные игры на самых высоких настройках с динамичными теняими
даже на самых слабых ПК или ноутах. Без лагов и фризов (Но нужен более менее нормальный инет).
Читайте статья по настройке компа здесь.
Видео по установке и настройке смотрите тут.
Играю уже пол года на ведре 2005 г. Буду рад кому помог разорить буржуев игровой индустрии!!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top